13. «This is not the end»

250 29 12
                                    

ბიჭმა არ იცის, რას ეტყვის ლიამს. მას არც უნდა იცოდეს, სიტყვები თავისით გამოჩნდებიან საჭირო მომენტში. ზეინი მხოლოდ ახლა ხვდება, როგორ მოენატრა ის. მისი თვალები, ღიმილი, ხელები, ტუჩები, სხეული, ხავერდოვანი ხმა სუფთა ბრიტანული აქცენტით, რომლისგანაც ჟრუანტელი უვლის. მას მთლიანად ლიამი მოენატრა. ზუსტად ამიტომ, მალიკი ახლა მისი სახლის ზღურბლთან დგას და ძალიან ნერვიულობს. ზუსტად ამიტომ, როდესაც კარი იღება და მისი თვალები მამაკაცისას ხვდება, მუხლები ეკვეთება, ორგანიზმს ავიწყდება, როგორ უნდა ისუნთქოს. ის ისეთი აჩეჩილი და დაღლილი ჩანს, რომ შეცოდება გინდება. საწყალი ლიამი. ზეინი წყეული იდიოტია, ასე ტანჯვა რომ აიძულა. მან ყველა მისი ჭრილობა უნდა მოარჩინოს.

- აქ არ უნდა მოსულიყავი, - ხრინწიანი ხმით ჩუმად ამბობს ლიამი, ხელით კარის ამყოლს ეყრდნობა და თავს ხრის.

- არც მომესალმებით? - მალიკი სულელურად იღიმება, მაგრამ როდესაც ისევ ხვდება პეინის თვალებს, ღიმილი სახიდან სცილდება, - შემიძლია შემოვიდე?

- შემოდი, - დაღლილად ამოისუნთქა პეინმა, კარს გასცილდა და სახლში შევიდა.

- სალაპარაკოდ მოვედი, - ზეინი სახლში შეაბიჯებს და ფრთხილად კეტავს კარს, თან მამაკაცის განიერ ზურგს შეისწავლის.

- შენ უკვე ყველაფერი თქვი, - ლიამი ჩერდება და თავს გვერდით ატრიალებს, - და არა მარტო ჩემთან.

- ძალიან ვწუხვარ, მისტერ პეინ. რჩევა თქვენთვის უნდა მეკითხა, სანამ...

- არა, ზეინ, არ გადანაშაულებ, - მამაკაცი ბიჭისკენ სახით ბრუნდება, - ჩემით უნდა მეთქვა ყველაფერი ლუისთვის, თან რაც შეიძლება ადრე. უბრალოდ, ჯანდაბა, შეხედე ამ ყველაფერს, - ლიამი ხელებს შლის, - მე აქედან არაფერი მინდა. არ მჭირდება ეს სახლი, როდესაც მასში ჩემი შვილი არაა. ყოველდღე ვიღვიძებ იმ აზრით, რომ საშინელი მამა ვარ.

- არა, თქვენ... - ზეინი პირველ ნაბიჯებს დგამს მამაკაცის მიმართულებით, მაგრამ ის ხელს წინ სწევს და ბიჭი ჩერდება. ის პირველად უკუაგდებს მალიკს და ეს გულში ჩუმ ტკივილს იწვევს, მაგრამ შავგვრემანი არ იხევს უკან და ლაპარაკს აგრძელებს, - თქვენ შესანიშნავი მამა ხართ, მისტერ პეინ. იცით, დღეს ლუის ველაპარაკე, - მამაკაცი მაშინვე სწევს იმედით სავსე მზერას ბიჭზე და ზეინი ამაზე რბილად იღიმება, - კი, ის კარგადაა, თუ ამის ცოდნა გინდათ. და... ის ყველაფერს მიხვდა, როგორც თქვენ ამბობდით. ის წინააღმდეგი არაა, - მალიკი უფრო ფართოდ იღიმება, - და კიდევ მან უზარმაზარი ტორტი და ნადიმი მოითხოვა ხვალისთვის, - ბიჭი კიდევ რამდენიმე პატარა ნაბიჯს დგამს და ლიამს უკვე სერიოზულად უყურებს, - ვფიქრობ, თავიდანვე იცოდით, რომ ყველაფერი ასე იქნება. მთელი ეს დრო ვერ ვხვდებოდი, რატომ ხართ ასე მშვიდად, რატომ არ მკრავთ ხელს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თქვენ იცოდით... თქვენ იცნობთ საკუთარ შვილს, როგორც სხვა არავინ. მე მას თქვენსავით არ ვიცნობ. მშვენიერი შვილი აღზარდეთ, მისტერ პეინ. თქვენ ვერ იქნებით საშინელი მამა. და ასე ლაპარაკი უსასრულოდ შემიძლია, სანამ არ მაკოცებთ.

ოცნების აკრძალული ნაყოფიOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz