ერთი თვის შემდეგ
ლიამი მშვიდად წევს საწოლზე და ფანჯარაში იყურება. მთელი მისი ოთახი მზის შუქითა და ზაფხულის სიოს სიგრილით არის სავსე, რომელიც ფარდას არხევს. მას მზერა საათზე გადააქვს და იღიმება, თითქოს რაღაცის მოლოდინშია. ახლა იმავე ღიმილით ის გვერდით მწოლიარე სახეს უყურებს. მამაკაცი მის მხარზე ნაზად ხატავს წრეებს და უცებ ესმის ის, რასაც მოელოდა.
- ვდგებით, ვდგებით, ვდგებით! - ხმამაღლა ყვირის ლუი მთელ სახლზე.
- ჯოჯოხეთში ვარ? - ლუღლუღებს ზეინი და სახეს ლიამის მხარში მალავს. მამაკაცი მხოლოდ იცინის, თავზე ხელს ადებს და თმების სათითაოდ თითებს შორის გატარებას იწყებს.
- ადგომა მოგვიწევს, - ხმადაბლა წარმოთქვამს ლიამი და ღიმილი ვერაფრით ვერ სცილდება მის სახეს.
- რა საჭიროა ამ დილაადრიან იმ წყეულ პიკნიკზე წასვლა?
- ლუის ხომ იცნობ, - რბილად ამბობს პეინი და ლბება უკმაყოფილო ზეინის დანახვისას.
- იქნებ არსად არ წავიდეთ? - მაშინვე იღიმება შავგვრემანი, ძვრება მამაკაცზე და მის ზევით ექცევა, - მმ?
- თავს არ დაგვანებებს, - წაბლისფერთმიანი ფართოდ იღიმება და ხელებს ბიჭის წელზე დებს.
- ამ საძინებელში ჩავიკეტებით, - ზეინი მამაკაცის შიშველ კისერთან იხრება და ნაზად ფარავს კოცნით, ამავე დროს მკერდზე ხელს უსვამს.
- ის ყველგან მოგვაგნებს, - მამაკაცს ხელები ბიჭის თეძოებზე ჩამოაქვს და ნაზად უჭერს.
- თქვენ ორივე უკვე ხუთი წუთია უნდა ამდგარიყავით საწოლიდან! - არ წყნარდება პეინ-უმცროსი, როდესაც საძინებლის კართან დგას, - ზეინ, ვიცი რასაც აკეთებ, ჩამოძვერი მამაჩემიდან, თორემ შემოსვლა მომიწევს!
- გააჯვი! - ყვირის მალიკი და კარს ბალიშს ესვრის. ლუი მხოლოდ იცინის და გადის, რადგან იცის, რომ ამან გაჭრა.
YOU ARE READING
ოცნების აკრძალული ნაყოფი
Fanfictionროგორც ჩანს, ნებისმიერი ოცნება შეიძლება, რეალური გახდეს, საჭიროა მხოლოდ შეეცადო, ის ცხოვრებაში დანერგო. თუმცა ბევრს არ უფიქრია შედეგების შესახებ, რომლებთანაც შეიძლება, მან მიიყვანოს. მით უმეტეს, თუ ეს ოცნება შენი მეგობრის მამას ეხება. ან AU იმის შეს...