7

277 28 21
                                    

დღეები გადიოდა. ზეინი აგრძელებდა პეინებთან სტუმრად მისვლას, როგორც ეს ადრე იყო. ისინი ისევ უყურებდნენ ფილმებს პროექტორზე, სვამდნენ ლიამის საფირმო კაკაოს, ჭამდნენ მამაკაცის მომზადებულ საჭმელს, რომელზეც ის მუდამ ექსპერიმენტებს ატარებდა; თამაშობდნენ ჯოისტიკებსა და კალათბურთს, მორიგეობით წიგნებს კითხულობდნენ  და საუბრობდნენ. საუბარი ნებისმიერ თემაზე, როდესაც მასში ლიამი მონაწილეობს, შეუცვლელად რჩება შავგვრემანის საყვარელ საქმიანობად.

ერთადერთი, რაც ან ვინც შეიცვალა, იყო ზეინი. ის ყველანაირად ცდილობდა მამაკაცი თავიდან აერიდებინა, არ შეხებოდა და არ მიშტერებოდა, და ხანდახან სულაც არ შეეხედა მისთვის, განსაკუთრებით თვალებში; ცდილობდა მკვეთრად ელაპარაკა და არ ეკანკალა მისი თანდასწრებით. ყველაფერ ამას ის, რა თქმა უნდა, ლუისგან ფარულად აკეთებდა და ცდილობდა არ ყოფილიყო ასეთი აშკარა. მაგრამ, საკუთარი რწმუნებების მიუხედავად, მალიკი ცოფდებოდა და წუხდებოდა იმის გამო, როგორი თავდაჭერილი და მშვიდი ჩანდა მისტერ პეინი, თითქოს მათ შორის არაფერი ყოფილა. ბიჭი თავს კითხვას უსვამდა, ნუთუ ყველა მისი გრძნობა ასე მალე გაქარწყლდა, ან, იქნებ, ისინი არც არსებობდა?

ერთ საღამოს ზეინი და ლუი პეინების სახლის მისაღებში დივანზე იყვნენ მოწყობილები. მალიკი მშვიდად კითხულობდა წიგნს, ფეხები მეგობრის თეძოებზე ჰქონდა შეგდებული, სანამ ის რაღაცას გულმოდგინედ ბეჭდავდა ტელეფონში და სულელურად იღიმებოდა.

- ის თავისთან სახლში მპატიჟებს, - უცებ არღვევს სიწყნარეს წაბლისფერთმიანი.

- რა?! - გულწრფელად გაუკვირდა მალიკს, წიგნი გადადო და წელში გასწორდა, - რეიჩელი? დაიცა, ახლა?

- კი! - პეინ-უმცროსი აღტაცებას ვერ მალავს და ისე ფართოდ იღიმება, რომ ისე ჩანს, თითქოს მისი ტუჩების კუთხეები ყურებამდე მიაღწევენ, - ჯანდაბა, კი!

ოცნების აკრძალული ნაყოფიWhere stories live. Discover now