6

257 30 8
                                    

სკოლაში ზეინი გამოუძინებელი  და დაღლილი წავიდა, თუმცა მთელი დილა და მთელი დღე ეძინა. მალიკი არ უსმენდა მასწავლებლებს, ვერაფერს ამჩნევდა და თავის აპათიაში ჩაღრმავდა. არც ერთი აზრი არ სტუმრობდა მის თავს, მხოლოდ გამაყრუებელი სიჩუმე. შავგვრემანი ხვდებოდა, რომ მას სწავლაზე კონცენტრირება სჭირდებოდა, სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე, მაგრამ არა დღეს. დღეს მან თავს სისუსტის უფლება მისცა.

მხოლოდ ლუის წკრიალა ხმას, რომელიც შავგვრემანს თავის სახლში ჯოისტიკების სათამაშოდ პატიჟებს, გამოჰყავს ის ამ მდგომარეობიდან. მალიკი თვალებს არანორმალურივით დაარბევდა და, ნაწილი ემოციების ამოშხეფების შემდეგ, რომლებიც მასში დღის განმავლობაში გროვდებოდა, მხოლოდ უარობს, რაღაც საშინაო საქმიანობის მოფიქრებით, რომელიც მას თითქოს დედამ დაავალა. პეინ-უმცროსი უბრალოდ ხუმრობს ამ თემაზე, თითქოს მან ვერც შეამჩნია, რომ მის მეგობარს რაღაც სჭირს.

ასეთი თავიდან მოცილებები მთელი შემდეგი კვირა გრძელდებოდა, რასაც ლუი მწყობრიდან გამოჰყავდა, ამიტომ უკვე შემდეგ კვირას, როდესაც მალიკმა რიგითი მიზეზი მოიფიქრა, რომ მეგობრის სახლში არ წასულიყო, წაბლისფერთმიანმა ვერ მოითმინა.

- რა ჯანდაბაა, ზეინ? - ლუი უცბად დგება ტრიბუნებიდან, რომლებზეც ის და მალიკი ტრადიციულად ისვენებენ კალათბურთის შემდეგ, - რა მოხდა? შენ ჩემთან ერთად დროის გატარება აღარ გინდა?

- რა? - გაუგებრობაში მყოფი შავგვრემანი ადგილს ათვალიერებს, სადაც ისინი იმყოფებიან, - მე ხომ აქ შენთან ვარ, რაზე ამბობ?

- შენ ყოველთვის გიხაროდა ჩემთან სტუმრად მოსვლა, ახლა კი გამუდმებით იფიქრებ დებილურ თავის არიდებებს, ოღონდ არ მოხვიდე.

- ეს არ...

- მე ვხედავ, როდესაც ტყუილს ამბობ, ზეინ. რაც თავი მახსოვს, გიცნობ.

- კარგი, წავედით, - მაინც ნებდება ზეინი.

- ასე ადვილად დამთანხმდი? - მალიკი თანხმობის ნიშნად წარბებს სწევს, რაზეც ლუი თვალებს ჭუტავს, - კარგი, მაგრამ თავიდან მეტყვი, რაშია საქმე, - წაბლისფერთმიანი მომთმენად ხელებს გულზე იკრეფს.

ოცნების აკრძალული ნაყოფიWhere stories live. Discover now