10

270 29 14
                                    

მთელი მომდევნო დღე ზეინმა საწოლში გაატარა. ის აცდენს სკოლას და ლუის არ პასუხობს. მას დრო სჭირდება, მარტო ყოფნა, უნდა იფიქროს ყველაფერზე და გადაწყვიტოს, რა გააკეთოს მომავალში. სიტყვები ლიამის გრძნობების შესახებ მას გონებაში ექოსავით ჩაესმის და ის ამით ტკბება. მისტერ პეინს ის უყვარს. ეს სინამდვილე ვერ იქნება და მის თავში ვერ ლაგდება. რამდენი წელი ოცნებობდა ამ მამაკაცზე და ვერც შეამჩნია, რომ მასაც იგივე სჭირს. და ლიამი რომ მართალი იყოს და ლუი შეძლებს მათ მიღებას? რა, თუ მას და პეინს ბედნიერი მომავალი ელით? ის ვერც კი წარმოიდგენს, როგორ მოიქცეოდა მეგობრის ადგილას. არა, გაჩუმება აჯობებს. მაგრამ, რა გააკეთოს, თუ მას აღარ უნდა მისტერ პეინთან შეხვედრა? როგორ ახსნის იმას, რომ არ სურს ლუის სახლში სტუმრობა? ამბავი მოლარესთან ჩხუბზე ვეღარ გაჭრის. ნუთუ მას მაინც მოუწევს მეგობრისთვის ყველაფრის შესახებ მოყოლა? არა, მას ხომ არ უნდა მათი პატარა ოჯახის განადგურება. ლუი მეგობრის დაკარგვას უფრო ადვილად გადაიტანს, ვიდრე მამისას.

- ზეინ, პატარავ? შემიძლია შემოვიდე? - უეცრად კარს უკან დედის ხმა ისმის, რომელსაც ბიჭი ფიქრებიდან გამოჰყავს.

- კი, დე, - მალიკი გადასაფარებელს ასწორებს და საწოლშივე ჯდება, ზურგით კი ბალიშებს ეყრდნობა.

- კარგად ხარ, შვილო? - დედა მის ოთახში შედის და ჩუმად იხურავს კარს.

- რატომ მეკითხები?

- ძვირფასო, შენ სკოლა გააცდინე, და ლუი რეკავდა, კითხულობდა სად ხარ, - ზეინი მაშინვე იძაბება და ქალს უყურებს.

- და რა უთხარი? - ზეინი გულწრფელად იმედოვნებს, რომ დედამისი წმინდანია და ყოველთვის მზადაა დაეხმაროს.

- რომ თავს ცუდად გრძნობ და დღეს სახლში იქნები, - ხო, ის აშკარად წმინდანია, - ბოლო დროს ძალიან დანაღვლიანებული დადიხარ, რამე მოხდა? შენ და ლუიმ იჩხუბეთ? - ტრიშა საწოლის კიდეზე ჯდება, შვილის კეფაზე ხელს დებს და ფრთხილად ეფერება.

ოცნების აკრძალული ნაყოფიWhere stories live. Discover now