თავი პირველი

821 43 6
                                    

     1765 წელი დიდი ბრიტანეთი.
                სოფელი ბაიბური
-დეინერ გაიღვიძე! დეინერ!-დილით უცნაური ხმა მაღვიძებს,თვალებს ვახელ და მომღიმარ ემის ვუყურებ.

-რა ხდება?-საწოლიდან ვდგები და კაბის ჩაცმას ვიწყებ.

-ახალი ამბები მაქვს.-კაბის ჩაცმაში მეხმარება თან ახალი ამბების მოყოლას იწყებს.

-ახალმა მეფემ ბრძანება გასცა, ყველა ქალიშვილმა რომელსაც უნდა  უზრუნველი მომავალი  წავიდეს მის სამეფოში, იმედია მიხვდები რა იგულისხმა.-თავი დავუკარი და საუბარი განაგრძო-დღეს მსახურები სოფლებიდან გოგონებს წაიყვანენ, რა თქმაუნდა ვისაც უნდა სამეფო კარზე მსახური.-კაბის შეკვრა დაასრულა და მისკენ მივბრუნდი.

-რის თქმას ცდილობ?-გამიღიმა და ჩემი ხელები მისაში მოიქცია.

-ლამაზი გოგონა ხარ, ყველას ერთი ნახვით შეაყვარებ თავს, უბრალოდ სცადე იქნებ მეფესაც კი მოაწონო თავი-მის სიტყვებზე გამეცინა, მოვშორდი და გარეთ გავედი, წყაროსთან მივედი და ცივი წყალი სახეზე შევისხი, თვალები გავახილე და სახე კაბის ბოლოთო შევიმშრალე, კაბა შევისწორე და სახლისკენ წავედი. ემი ისევ ჩემ პატარა სახლში იყო თავი ჩავხარე და სახლში შევედი.

-დაფიქრდი ეს შენი შანსია.-თქვა მან და ჩემი საწალის დალაგება დაიწყო.

-რატომ წუხდები, მე დავალაგებ. გამოდი-თავი უარის ნიშნად გაქნია და დალაგება განაგრძო.

-ვიფიქრებ. მაგრამ ვერ ვხდები ახალ მეფეს რა უნდა.-გაიცინა და ახალ დალაგებულ საწოლზე ჩამოჯდა. მის გვერდით მოვკალათდი და მზერა მის სახეზე გადავიტანე.

-შთამომავლობა დეინერ! ახლა ის მხოლოდ შთამომავლობაზე ფიქრობს.ის მხოლოდ რამოდენიმე დღეა რაც ტახტზეა, და უკვე თითქმის ყველა წესი შეცვალა სასაცილოა არა?-ოდნავ ჩავიღიმე და ხელები ერთმანეთში ავხლართე.

-ვიფიქრებ. -ფეხზე წამოვდექი და გარეთ გავედი, ჩიტების ნაზმა ჭიკ-ჭიკმა კიდევ უფრო მომანდომა ბუნებაში გასეირნება, 1765 წელია დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში ვცხოვრობ, რომელსაც არაჩვეულებრივი სახელი ქვია, ბაიბური ლამაზი სახელის მქონე სოფელია თითქმის ცარიელია მაგრამ სოფლის სახელს დღემდე ინარჩუნებს, სულ რაღაც 2 თვის წინ დედა დავკარგე, ძალიან ცუდად იყო მთელი ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ დგებოდა, ერთ დილას კი თვალები აღარ გაუხელია, სანამ გარდაიცვლებოდა მითხრა რომ ბედნიერად და მშვიდად მეცხოვრა, უნდოდა ჩემი შვილები ჩემსავით მშივრები არ გაზრდილიყვნენ, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ემისთან ერთად ვარ, ის ჩემი ახლო მეგობარია ამავე დროს დედის მოვალეობასაც ასრულებს, ის ჩემზე ხუთი წლით დიდია მაგრამ თავს ისე მაჩვენებს თითქოს ძალიან მოხუცია.

Black kingdom Where stories live. Discover now