-არა!.-მეც დავიყვირე და ცრემლები მოვიწმინდე.-ეს მე არ გამიკეთებია! მარიანაც შეძლებს ....-სიტყვა არ დამამთავრებია, თავი გააქნია და ზურგი მაქცია.
-ის უნდა ვნახო, წამომყევი!.-კარები გახსნა და გარეთ გავიდა, კების ბოლოები ხელებში მივიქციე და მას ავედევნე, თვალების დახამხამებაც კი მიჭირდა, ცრემლები კი წამოსვლას არ წყვეტდნენ. ნეტავ მარიანას გონს მოვიდეს, ნეტავ რამის თქმა შეეძლოს, ის ჩემი ბოლო იმედია. არ ვიცი რა მოხდება შემდეგ მაგრამ ყველაფერი უნდა გავარკვიო. მეფის დანახვის დროს, ყველა გოგონა ფეხზე წამოდგა და თავი დახარეს, აკანკალებული მივყვებოდი უკან, გოგონებმა ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და ოდნავ ჩაიცინეს, თვალები გადავატრიალე და ჩემკენ მობრუნებულ ზეინს თვალებში შევხედე.
-სად არის?.
-ასიას ოთახში.
მზერა ამარიდა და ნაბიჯებს აუჩქარა, მეც მას ავედევნე, სწრაფად დადიოდა ისე სწრაფად რომ დაწევაც მიჭირდა, ასიას ოთახის კარი მცველებმა გაუღეს ის კი, სწრაფად შევიდა ოთახში, მცველებმა შესვლისას თავი დამიკრეს, მორცხვად დავხარე თავი და შიგნით შევედი.თავი ავწიე და ჩემ წინ მდგარ ზეინს შევხედე, ხელები უკან ერთმანეთში გადახლართული ჰქონდა და საწოლში მწოლიარე მარიანას უყურებდა, მარიანა ისევ იმ მდგომარეობაში იყო როგორშიც დავტოვე.
-სიმართლის მოსმენა მინდა! მხოლოდ სიმართლის.
-დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ!.
-ეს შენ გაუკეთე?
-არა! ეს მე არ ჩამიდენია, მეც ძალიან მაინტერესებს ეს ვინ გააკეთა და ვფიცავ...-საუბარი შემაწყვეტინა.
-საკმარისია!_დაიყვირა-უბრალოდ სიმართლე მითხარი, ეს შენ ჩაიდინე თუ არა!
-არა!.-ხმას ოდნავ ავუწიე, ჩემკენ შემობრუნდა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მაშინ გაჩერდა როდეასაც მარიანას ამოხვნეშის ხმა გაიგო, თვალებგაფართოვებული მისკენ გავიხედე, ხელს ამოძრავებდა თან ჩვენსკენ იყურებოდა, კაბის ბოლოს ხელი მოვკიდე და საწოლისკენ გავიქეცი.