თავი მეხუთე

376 36 34
                                    

-ძალიან მომეწონე ამ კაბაში!.

გამიღიმა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა.

-მადლობთ.-ვთქვი და თავი დავუკარი. ჭიქა გამომართვა და ისევ წითელი ღვინით აავსო.

-წამომყევი.-ჭიქა ხელში აიღო და წინ გამიძღვა, ცალი ხელით კაბა ავწიე და გავყევი. აივნის კარები გააღო და ოდნავ გაიწია რომ ჩემთვის შესვლის საშუალება მოეცა. ცივი ნიავი პირდაპირ სახეზე მომხვდა, თვალები დავხუჭე და ერთ ადგილას გავჩერდი. ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემ ზურგს თბილი ხელი. თვალები გავახილე და მეფეს შევხედე რომელიც ცას უყურებდა.

-ლამაზია?.-გამოვფხიზლდი და მეც ცისკენ გავიხედე.

-დიახ, ძალიან ლამაზია.-ჩავილაპარაკე და ირგვლივ მიმოვიხედე. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდი და ამით ვტკბებოდი. ხელი მომაშორა და მოაჯირს დაეყრდნო. ნერვიულად მოვისვი ხელი მუცელზე და ირგვლივ მიმოვიხედე. აქაურობა ძალიან ლამაზი იყო. განსაკუთრებით კი ღამით. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, აივნიდან კი, მთელი ქალაქი მოჩანდა. გავიღიმე და ვარდისფერ ტუჩებთან ჭიქა მივიტანე, ეს ღვინი სასწაულად მომწონს. კიდევ ერთხელ ვაპირებდი დალევას მაგრამ მეფე ჩემკენ მობრუნდა. ჭიქა ჩამოვწიე და თავი დავხარე.  ნაბიჯების ხმა გავიგე, დავინახე როგორ ამიარა გვერდი და კარები შეხსნა.

-შევიდეთ.-მეც მას გავყევი და ოთახში დავბრუნდით. ჭიქა მაგიდაზე დადო და საწოლისკენ წავიდა, მეც მას მივბაძე, ჭიქა დავდე და მის წინ თავ ჩახრილი ვიდექი, ხელები ნერვიულად ერთმანეთს მივადე და იატაკს დავყურებდი. კარების ხმაზე თავი წამოვწიე. მეფემ ამოიოხრა.

-შემოდით. -გასცა ბრძანება და მე შემომხედა, იმ წამსვზე თავი დავხარე, გავიგონე როგორ ჩაიცინა, კარები გაიხსნა და შიგნით მოხუცი შემოვიდა.

-მაპატიეთ, -თქვა და თავი დახარა.

-გისმენთ.

-მარიანა მეფეო.-მისი სახელის ხსენებაზე თავი ავწიე და მოხუცს შევხედე.-ძალიან ცუდადა, ითხოვს რომ თქვენ მიბრძანდეთ მასთან.-მეფე ფეხზე წამოდგა, ხელები ზურგს უკან დამალა და მოხუცს წინ დაუდგა.

Black kingdom Where stories live. Discover now