-ღმერთო ჩემო!.-დავიყვირე და პირზე ხელი ავიფარე, სისხლით მოსვრილ ოთახს თვალი გადავავლე და კედელზე დაწერილ წარწერას თვალი გავუსწორე, "ფრთხილად".-სისხლით დაწერილ წარწერას თვალი მოვაშორე და მარიანას შევხედე, რომელიც იატაკზე " ეგდო".
-მარიანა!.-ვთქვი ჩუმად და მარიანასკენ წავედი. მისი ხელი ასიას ეჭირა და დასტიროდა.
-რა ჯანდაბა ხდება?.-მივუბრუნდი ასიას.
-როდესაც შემოვედით ეს სიტუაცია დაგხვდა, მარიანას ენა კი....-ასიას გვერდით მდგომა გოგონამ დამელაპარაკა.
-ენა? რა ენა?
-მას ენა მოაჭრეს.-წინადადევა დაასრულა თუ არა ხელი პირზე აიფარა და ტირილი დაიწყო. თვალებ გაფართოვებული მარიანას შევხედე და მის წინ ძალა გამოცლილმა დავეცი.
-გამატარეთ.-გაისმა ქალის ხმა.-გთხოვთ დატოვოთ ოთახი.-ცრემლი მოვიწმინდე და ასიას ხელი მოვკიდე, მარიანას ხელი გაუშვა, აცრემლიანებული თვალებით შემომხედა და ფეხზე წამოდგა. ექიმს საშუალება მივეცით თავისი საქმე შეესრულებინა და ოთახი დავტოვეთ. მომხდარის გამო გაოცებული ვიყავი, ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? ვის უნდა მარიანას ამ დგომარეობაში ჩაგდება. ვინ არის სამეფოში ასეთი ბოროტი, ან რა დააშავა ასეთი მარიანამ რომ ასეთ დღეში აგდებენ. თავი გავაქნიე და ასიას შევხედე, შოკირებული სახე ქონდა. ვერაფერს ვერ ამბობდა. უბრალოდ იჯდა და ტიროდა. არ მეგონა ეს გულქვა ქალბატონი ოდესმე თუ იტირებდა. მაგრამ ბოლოს ყველაზე გულცივიც კი ტირის.
-მეფე მოდის.-სირბილით შემოვიდა საერთო ოთახში ბედისა, მისმა დანახვამ ოდნავ გამახარა, დიდი ხანია არ შემხვედრია ახლა კი უეცრად გამოჩნდა. ფეხზე წამოვდექით და მეფის დასახვედრად გავემზადეთ, თავ დახრილი დაველოდეთ მეფის შემოსვლას ოთახში. ის შემოვიდა თუ არა პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა. ასიას წინ დაუდგა და ხელები უკან წაიღო.