თავი მესამე

365 36 26
                                    

-ყველამ კარგად იცით აქ რატომ ხართ. ბევრს არ ვისაუბრებ. დამხმარე ქალები მალე შემოვლენ და ძალიან გთხოვთ დაემორჩილეთ მათ. იბანავეთ და თავი მოიწესრიგეთ. ეს ადგილი უკვე თქვენი მეორე სახლია. აი, აქ კი -ხელით მიგვითითა-ყველა ერთად დაიძინებთ. მადლობა ყურადღებისთვის.-თავი დაგვიკრა და წავიდა.
თავი ავწიე და ირგვლივ ყველაფერი დავათვალიერე, თითოეული ქალიშვილის მზერა ჩვენზე იყო მოპყრობილი,რამოდენიმე მოგვიახლოვდა და სააბაზანოსკენ წაგვიყვანეს,სანამ შიგნით შევიდოდით ერთ პატარა ოთახში გასახდელად შეგვიშვეს, თავი უხერხულად ვიგრძენი ადრე სხვასთან არასდროს არ გამიხდია,  კაბის გახსნა ოდნავ გამიჭირდა, ერთერთმა გოგონამ შეამჩნია და დამეხმარა, მადლობა გადავუხადე და კაბა გავიხადე, პირსახოცი ტანზე შემოვიხვიე და გარეთ გავედი. ოთახი საბაზანოს მოპირდაპირედ იყო მაგრამ  მე მაინც გავიქეცი რომ ვინმეს არ შევემჩნიე. პირველად ვნახე ასეთი სააბაზანო, დიდი და საერთო, ყველა პირსახოცის ამარა ბანაობდა, თავისუფალ ადგილას მივედი და პატარა სკამზე ჩამოვჯექი. ჩემთან ერთერთი ქალი მოვიდა და დახმარება შემომთავაზა მაგრამ უარით გავუშვი რადგან ოდნავ უხერხული იყო.
ბანაობის დასრულების შემდეგ ისევ იმ ოთახში დავბრუნდით, ჩემი კაბა გამქრალიყო და მის ადგილას ლამაზი ნაცრისფერი კაბა დამხვდა.

-ყველას ერთნაირი გვაქვს.-გავივე ერთერთი გოგონას ხმა.

-იმ დიდი ოთახშიც ყველას ერთნაირი კაბა ეცვათ.-ჩემ გვერდით მდგომა უპასუხა. პირსახოცი სხეულიდან მოვიშორე და კაბა ჩავიცვი.ოთახში ისევ ის მოხუცი ქალი შემოვიდა.

-კარგად გამოიყურებით, გამომყევით ქალბატონებო.-მას გავყევით, ისევ იგივე ადგილას მიგვიყვანა, ამ ოთახში ვინც იყო ყველა თავ დახრილი იდგა ოღონდ კარების მხარეს. გაკვირვებული ვუყურებდი მათ. მოხუცი ქალი ზუსტად კარებისკენ წავიდა და ჩვენც მას გავყევით.

-თავი დახარეთ.-გასცა ბრძანება, ხელები ერთმანეთს მივადე და თავი დავხარე, არ ვიცოდი რას ვაკეთებდით, თვალები დავხუჭე, გვერდიდან გოგონები მომშორდნენ თვალები გავახილე, თავი მაღლა ავწიე და პირდაპირ მუქ ყავისფერ თვალებს შევეჩეხე, ირგვლივ გავიხედე ყველა ჩვენ გვიყურებდა, ჩემ წინ მდგომი შევათვალიერე, მაღალი, შავ თმიანი, დიდი ბეწვიანი ქურთუკით იყო შემოსილი, მისმა სილამაზემ ოდნავ მომხიბლა კიდეც, ტანიდან მზერა თვალებზე გადავიტანე სახეზე ოდნავ ღიმილი გამოესახა მაგრამ მალევე დამალა. მუხუცის მზერას ვგრძნობდი ხელებით მანიშნებდა რომ გავწეულიყავი. მეც ასე მოვიქეცი ორი ნაბიჯით გვერდით გავედი, დავინახე როგორ გამომაყოლა მზერა ყავისფერ თვალებიანმა.

Black kingdom Where stories live. Discover now