თავი მეორე

344 33 6
                                    

-სამეფოდან ხმა გამოვიდა, თითქოს მეფემ ბრძანა რომ მისთვის მიეგვარად 20 ულამაზესი ქალიშვილი თითო სოფლიდან, შეხედე შენ ლამაზ სახეს დარწმუნებული ვარ შენც წაგიყვანენ, შეიძლება ეს ტყუილი იყოს მაგრამ გთხოვ ეს თუ სიმართლეა გაყევი მათ ძალის გამოყენების გარეშე.

-დარწმუნებული ხარ?-თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია, ხელი პირზე ავიფარე და ახლა უკვე ზემოდან ვუყურებდი.-როგორ შეუძლიათ ასე მოიქცნენ, ძალადობა არ შეიძლება, თუ რომელიმეს არუნდა სამეფოში წასვლა ძალით წაიყვანენ?-ემიმ კიდევ ერთხელ დამიქნია თავი.-საშინელებაა! კოშმარია.-ოთახში სიარული დავიწყე თან ვფიქრობდი რამოხდება მაშინ როდესაც ისინი სოფლებში შემოვლას დაიწყებდნენ.

-რას გააკეთებ დეინერ? -ემის კითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, გარედან უცხო ხმა შემომესმა, ფანჯარასთან მივედი ფარდა ოდნავ გადავწიე ისე რომ შესამჩნევი არ ვყოფილიყავი, თვალები გამიფართოვდა როდესაც დავინახე უცხო მამაკაცებს როგორ გამოყავდათ ქალები გარეთ და თანმიმდევრობით აწყობდნენ, ფარდა სასწრაფოდ გავუშვი ხელი და ემისკენ გავიქეცი.

-ისინი უკვე აქ არიან!-ხელი ხელზე მოვკიდე და ფეხზე წამოვაყენე,

-რა? ახლა? დარწმუნებულიხარ? -უკანა ფანჯრისკენ წავედით, ფანჯარა გავაღე და ხელით მივუთითე რომ გადამძვრალიყო.

-არა დეინერ ამას არ გავაკეთებ.

-დრო არ დავკარგოთ ემი! ისინი უკვე აქეთ მოდიან, გთხოვ უბრალოდ გადაძვერი.-ამოიოხრა.
კაბას ხელი მოკიდა და ფანჯარაზე ავიდა. სულ მალე კი გარეთ გადახტა, მეც იგივეს გაკეთებას ვაპირებდი მაგრამ კარები უცხო მამაკაცმა შემოაღო. თვალები გამიფართოვდა, ემის თვალებით ვანიშნე რომ გაქცეულიყო. მაგრამ არ მიდიოდა, ისევ უკან დაბრუნებას აპირებდა როდესაც ფანჯარა დავხურე. ახლა უკვე კარგად გამოწყობილი კაცისკენ ვიყურებოდი.

-გამარჯობა ლამაზო ქალიშვილო-თავი დამიკრა და ჩემკენ წამოვიდა. ემი ფანჯარასთან იდგა რომ არ დაენახა მისკენ გადავდგი ერთი ნაბიჯი. მამაკაცმა კარგად ამათვალიერა და ჩემი ხელი აიღო. ხელზე მეამბორა და იმ წამსვე მის მკერდს ამაკრო.

Black kingdom Where stories live. Discover now