თავი მეათე

308 32 9
                                    

მარიანას მეგობრების მონაყოლი.

"დეინერის თვალთახედვით"

ემის ხელები შემოვხვიე და გულში ჩავიკარი.

-ემი მეგონა რომ კარგად იყავი. ვერც ვიფიქრებდი რომ ასეთი რაღაც გადაგხდებოდა.

-დაწყნარდი დეინერ!-მითხრა და ჩვენი ხელები ერთმანეთში ახლართა-ახლა კარგად ვარ, მთავარია დედოფლის გული მოვიგე, გავიგე რაც მოუვიდა მარიანას, ყველაფერი ჩემი ყურით გავიგონე. მაგრამ ვინ არის მარიანა?.-მკითხა დიდი ინტერესით, ყველაფერი მოვუყევი ჩემი აქ მოსვლის დღიდან დაწყებული, მოვუყევი როგორ ვიპოვე მარიანას, მოვუყევი ანასტასიას შესახებ, ყველაფრით გაკვირვებული ჩანდა. ხელი პირზე აიფარა და შეიცხადა.

-ღმერთო ჩემო! ასეთი რამ როგორ გაგიკეთეს, საწყალო დეინერ!.-თქვა და გულში კიდევ ერთხელ ჩამიკრა. თავზე მაკოცა შემდეგ კი მომშორდა.

-ემი დამეხმარე, უნდა გავარკვიო რა მოხდა.

-ნუ ღელავ, წამოდი!.-მითხრა და სამეფოში შემიყვანა, ჩვენსკენ მომავალი მარიანას მეგობრები შევნიშნეთ, ჩვენი დანახვისას ერთმანეთს გადასჩურჩულეს და ჩვენსკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდნენ.

-დეინერ უნდა ვისაუბროთ.-ემი აათვალიერეს შემდეგ კი ისევ მე მომიბრუნდნენ.

-არა!.

-კარგი!.-გაისმა ემის ხმა. ხელი გამკრა და მარიანას მეგობრებს ყალბი ღიმილით გახედა.

-ეს ვინ არის?.-ერთ-ერთმა მკითხა.

-თქვენ საუბარი გინდოდათ მგონი.-ჩემს სიტყვებზე თავი გააქნიეს და ერთ-ერთ ოთახში შეგვიყვანეს.

-მარიანასთვის ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია.-მათ სიტყვებზე სიმწრისგან გამეცინა მაგრამ ისინი მაინც აგრძელებდნენ საუბარს.

-დეინერ! გეფიცები! ეს სხვამ ჩაიდინა ჩვენ მარიანას...ოჰ დეინერ მოგვისმინე.-თავი დავუქნიე და საუბარი დაიწყეს.

Black kingdom Where stories live. Discover now