-მამაჩემზე გაიგეთ? -თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-ყველაფერი გავიგე შენს ოჯახზე, ვერც ვიფიქრებდი რომ თომას ალდფორდის შვილი იქნებოდი. მას ძალიან გევხარ და მე ეს მხოლოდ ახლა შევამჩნიე. მამაშენი დიდებული მამაკაცი არის დეინერ. -გაკვირვებული ვუსმენდი მას, მამაჩემის შესახებ დედაჩემი არასდროს საუბრობდა. არც არასდროს მქონია მამაჩრმთან შეხება და არც არასდროს მინახავს ის.
-რა იცით მამაჩემზე? -ჩემს ნათქვამზე გაეცინა.
-რა ვიცი მამაშენზე? ის მეფის მრჩეველი იყო.-თვალები გამიფართოვდა, ოდნავ კი წონასწორობა დავკარგე. მაგრამ თავი შევიკავე რომ არ წავქცეულიყავი. მამაჩემი მეფის მრჩეველი იყო. მე და დედა კი ლუკმა პურის მოსაპოვებლად ყველაფერზე ვიყავით წამსვლელი, ის აქ იყო არაფერი არ აკლდა ჩვენ კი ღმერთო ჩემი!.
-არა თქვენ მე მატყუებთ
-არა! არ გატყუებთ! თქვენზე ყველაფერი ვიცი. ვიცი რომ დედათქვენი....ამ...მგონი სჯობს ეს მამათქვენმა აგიხსნათ. გთხოვთ წამომყევით.-ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. გაკვირვებული მოვკიდე ხელი და მას გავყევი, ცივმა ოფლმა დამასხა, არ ვიცოდი საით გავქცეულიყავი, ამდენი ხნის განმავლობაში მამაჩემი დაკარგული, ან სულაც მკვდარი მეგონა, ის კი აქ არის. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ერთად ვიყავით, ერთ ჭერქვეშ მაგრამ მე არაფერი ვიცოდი სრულიად არაფერი, ახლა კი საიდანღაც გამოჩნდა და უბრალოდ უნდა ვისაუბროთ?....
-ამ ოთახშია დეინერ!.-თქვა ზეინმა და ცველებმაც კარები გახსნეს. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. თვალები მაშინ გავახილე როდესაც მოხუცი კაცის ხმა გავიგე. თვალები ამიწყლიანდა როდესაც ჭაღარათმიანი მამაკაცი დავინახე. გვერდით ხანჯალი ჰქონსა ჩამოკიდული. შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი თავი დახრილი ჰქონდა.თავი ასწია, ჩემა გულმა კი სწრაფად დაიწყო ძგერა.ცრემლებმა კი გზა გაიკვალეს.