-ყველა სასადილო ოთახში!. -ანასტასიამ ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაყენა.
-ახლებო არ ჩამორჩეთ.-მკაცრი ხმა გაისმა. მოხუცს გავყევით. მარიანას "მეგობრებისკენ" გავიხედე, რომლებიც სიცილით მოდიოდნენ, ცოტა არიყოს გამაღიზიანა მათმა ასეთმა ქცევამ. საინტერესოა როგორ აპირებდნენ ამ ამბის ჩემთვის დაბრალებას, ან რატომ უნდათ მარიანას ამ დღეში ჩაგდება. სამეფოში ნამდვილად არ ხდება კარგი ამბები. ყველა ერთმანეთის მტერია. აქ არავის არუნდა ვენდო! არც ანასტასიას! შეიძლება მან კარგი რაღაც გამიკეთა, როდესაც ეს შემატყობინა, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება შემდეგ.
-რას აპირებ?-დაიჩურჩულა ანასტასიამ.
-არ ვიცი.
-უბრალოდ არ დანებდე..-გავუღიმე და ქალიშვილებს ოთახში შევყევი. მაგიდას მივუსხედით. მაგიდაზე ყველაფერი იყო რასაც კი ჩაიფიქრებდი. ასეთი ფუფუნება პირველად მაქვს ცხოვრებაში, ნამდვილად არ მსურს ახლა რასაც შევჭამ, იმის გემო დამავიწყდეს.თეფშზე ქათამი გადმოვიღე და ჭამა დავიწყე.
-ქალბატონებო.-გაისმა მოხუცის ხმა, წყალი დავლიე და მას გავხედე.-გემრიელად მიირთვით.
-ქალბატონო თქვენ სახელს არ გვეტყვით?-ჩემ წინ მჯდომა ჰკითხა.
-მნიშვნელოვანია ჩემი სახელი?-გოგონამ ხმა ვერ ამოიღო, თავი დახარა და თვალებს ქვემოდან აცეცებდა.
-როგორ მოგმართოთ ქალბატონო.-ახლა ხმა მე ამოვიღე, გოგონადან მზერა მოხუცზე გადავიტანე რომელიც გაღიმებული მომჩერებოდა.
-იცი..დეინერ! მომწონს შენი გამბედაობა.-გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა, თავი ერთ ადგილას გავაჩერე, მოხუცისკენ არც კი მივბრუნებულვარ.
-ეგ გამბედაობა მაშინ გამოგეჩინა, როდესაც მარიანა და მისი მეგობრები შენი სახის კიდევ უფრო გალამაზებას ცდილობდნენ.-ჩემ ყურთან ამოილაპარაკა და მომშორდა. სისხლი გამეყინა ბრაზისგან, ერთდროულად ყველას მოკვლა მინდოდა, მეფიდან დაწყებული, მსახურებით დამთავრებული. ფეხზე წამოვდექი პასუხის გასაცემად, მაგრამ მაშინ გავჩერდი როდესაც ჩვენსკენ მომავალი დედოფალი დავინახე. ნამდვილად ლამაზი ქალბატონია. თავის დაკვრით მივესალმე როდესაც მოხუცთან გაჩერდა.