თავი მეცხრე

284 30 0
                                    

-აქ რას აკეთებ ემი?.-მისი ხელები მოვიშორე და პირისპირ გავაჩერე. მისი ხელები ჩემში მოვიქციე და კარგად დავაკვირდი. ზუსტად ისე ეცვა როგორც მე.

-ყველაფერს მოგიყვები ოღონდ აქ არა!. წამოდი გარეთ.-ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა

            ემის თავგადასავალი
მესმის დეინერის ხმა მაგრამ მისი დახმარება არ შემიძლია, ვხედავ როგორ სვამენ ეტლში და შემდეგ აქაურობას ტოვებენ, რამოდენიმე მცველი მაინც რჩება აქ და მოსახლეობას ესაუბრება. ნელა ვტრიალდები უკან და მთელი სისწრაფით გავრბივარ, მესმის, ქალების და ბავშვების ყვირილის ხმა მაგრამ უკან ვერ ვბრუნდები, უბრალოდ წინ მივიწევ, არც მე ვიცი სად. უბრალოდ აქედან შორს მინდა გაქცევა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?, განა მათ მოატყუეს ყველა. რატომ წაიყვანეს ყველა იძულებით, ან რატომ აარჩიეს ქალიშვილები, ძალიან საეჭვოა, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ არის, აქაურობას უნდა გავშორდე. სოფლიდან ოდნავ მოშორებით პატარა ხისგან გაკეთებული სკამი შევნიშნე, ქოშინით წავედი სკამისკენ და მოვკალათდი, წვიმა ხელს მიშლიდა მაგრამ შესაფარებელი არსად არ სჩანდა, ამ პატარა ადგილს მხოლოდ ხის ფოთლები ფარავდა. ეტლის ხმა გავიგე და ფეხზე წამოვდექი, ხეების უკან დავიმალე და ჩემ წინ მომავალი ეტლის წასვლას დაველოდე, ეტლი ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა, სახეზე ავხურდი, გარეთ დამდგარი სიცივეც ვეღარ მშველოდა, ხელები ნერვიულობისგან ამიკანკალდა, ხეეს მივეყრდენი რომ არ გამოვჩენილიყავი, ეტლიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა და საუბარი დაიწყეს, წვიმის გამო სიტყვებს ვერ ვარჩევდი მაგრამ ერთი სიტყვა გარკვევით გავიგე, "მე დავინახე". თვალები გამიფართოვდა ამ სიტყვების გაგონებისას, ნაბიჯების ხმა გავიგე და ხეს კიდევ უფრო კარგად ავეფარე, მაგრამ სამწუხაროდ ჩავფლავდი, ჩემს გვერდით იარაღით ხელში, შემოსილი მამაკაცი დამადგა, იარაღი თავთან მომიტანა და მიბრძანა რომ მას გავყოლოდი, ღრმად ამოვისუნთქე და მას გავყევი, ეტლში ჩამსვეს და კარები დახურეს.

Black kingdom Where stories live. Discover now