თავი მეოთხე

349 35 4
                                    

*მეფისთვის ბრძოლა*

-მე არ მინდა მეფესთან მისვლა.

დავასრულე თუ არა იმ წამსვე ჩემკენ მობრუნდა, ჯოხი იატაკზე ორჯერ დაარტყა და გაბრაზებული სახით შემომხედა.

-გაიმეორე!.-დაიყვირა და ჯოხი ისევ დაარტყა იატაკს.-სახელი შემახსენე.-ისევ დაიყვირა, ჩემკენ წამოვიდა, ხელით სახე გამიკავა და ოდნავ მომიჭირა.

-დე...დეინერი ქალბატონო.-ხელი კიდევ უფრო კარგად მომიჭირა, სახე ამეწვა მაგრამ სიმშვიდეს მაინც ვინარჩუნებდი.

-გაიმეორე დეინერ!

-მე...მე არ მინდა მეფესთან მისვლა.-ვთქვი თუ არა სახიდან ხელი გამიშვა, ხელი ასწია და სახეში სილა გამარტყა, სახე ამეწვა უკვე მეორეჯერ, თავი ავწიე და მარჯვენა ხელით სახეზე ჩამოყრილი თმა გადავიწიე.

-არ გაბედო და ეგ მეორეჯერ აღარ თქვა! აქ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც შენ გსურს დეინერ. აქ ვერავის ეტყვი "არა'-ს. განსაკუთრებით მეფეს დეინერ! ახლა კი გამოიცვალე.-თქვა და მომშორდა, ჩემზე დაბალი გოგონა ჩემთან მოვიდა და ხელით მანიშნა რომ წავყოლოდი, ცრემლები მოვიწმინდე და მას გავყევი, მარიანა და რამოდენიმე გოგონა, რომლებიც ალბათ გუშინ ჩემ საწოლთან იყვნენ, ღიმილიანი სახით მაცილებდნენ, უცებ მარიანამ ხელი მაჯაში წამავლო და გამაჩერა.

-ბრძოლა ახლა იწყება პატარავ! -გამიღიმა და ხელი გამიშვა, მზერა ავარიდე და გოგონას გავყევი, ოთახიდან გავედით თუ არა დაბალი გოგონა ჩემკენ მობრუნდა და მომიახლოვდა.

-ყველაფერი გავიგე!მარიანას უფრთხილდი, მაგრამ შეეცადე დაამარცხო ის.-გაკვირვებული შევხედე მას.-არავის არუთხრა ეს რომ გითხარი, წავიდეთ არ მაქვს შენთან საუბრის უფლება.-კაბას ხელი მოკიდა და წინ წავიდა. თავი გავაქნიე და მას გავყევი, რატომ ამბობს ყველა რომ მას ვუფრთხილდე. ვინ არის ის?. ვინც არუნდა იყოს მე მისი არ მეშინია, მე ვიბრძოლებ, არ დავნებდები!.

Black kingdom Where stories live. Discover now