პირველი შეხვედრა

1.7K 66 9
                                    

"Eol mana gidaryeora tomyeot bameul~" მანქანაში ყოფნისას ბანთანის სიმღერას ვუსმენდი, რომელიც რადიოში გადიოდა.

"BOGO SHIPDAAA" წაიმღერა ჯისუმ. უფრო შესაფერისი სიტყვა ყვირილი იქნებოდა, რადგან ჯენის გასაღვიძებლად საკმარისი აღმოჩნდა.

"შეგიძლიათ, რომ გაჩერდეთ?" ამოიოხრა ჯენიმ.

"ყველაზე მეტად რომელ აიდოლს გინდათ, რომ შეხვდეთ?" ვიკითხე.

"რა თქმა უნდა, Big Bang-სა და Red Velvet-ს" მიპასუხა ჯენიმ.

"მეც" დაეთანხმნენ ჯისუ და როჯე.

"ის აიდოლები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ" ვთქვი და ყურადღება გავამახვილე 'აიდოლები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ'-ზე.

"სურანი" თქვა როჯემ, "მას ანგელოზის ხმა აქვს"

"რა თქმაუ ნდა, EXO. განსაკუთრებით ბექიონი" თქვა ჯენიმ.

"მე ჯენის ვეთანხმები" ჯისუმ ხელი ასწია. "შენ რას იტყვი, ლისა?"

"მე მინდა, რომ ყველა მათგანი ვნა~"

"ოჰჰ, გაჩერდი, ლისა, ყველამ ვიცით, რომ ყველაზე მეტად მისტერ ჯონ ჯონგუკთან შეხვედრა გინდა" მითხრა ჯენიმ და წარბები აათამაშა.

ხმის ამოღებამდე მანქანის კარი გაიღო, რაც გვანიშნებდა, რომ წითელ ხალიჩაზე გასვლის დრო იყო.

გეტყვით, რომ მუსიკალურ ფესტივალზე არ ვართ. ივენთზე ვართ, სადაც აიდოლები სხვადასხვა კომპანიიდან იკრიბებიან და თავიანთ წარმატებას აღნიშნავენ. ეს ივენთი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, რადგან სულ რაღაც ერთი წლის წინ დავდებიუტდით.

უზარმაზარ დარბაზში შევედით. ჩემდა გასაკვირად ხმაური არ იყო. აიდოლები წყნარი მუსიკის ფონზე მშვიდად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.

"თქვენი არ ვიცი მაგრამ მე უნდა წავიდე და საჭმელი ვიპოვო" თქვა როჯემ, მას კი უკან ჯისუ გაჰყვა.

უცებ ყველას ყურადღება წინა შემოსასვლელ კარზე გადავიდა.

"ლისაა" ჯენიმ მხარი გამკრა "შენი ქრაში მოდის"

S T A Y / LisKook (Editing) Where stories live. Discover now