*დრამა*

594 44 6
                                    

ერთი კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც დაბრუნება დავაანონსეთ და ინდუსტრიაში ისევ აქტიურები ვართ.
ყველაფერი კარგადაა, მაგრამ წესების დაცვა ისევ მოგვიწევს. არა მართვა, არა დალევა, არა ტატუ, არა მოწევა და ა.შ

არა ურთიერთობას რაც შეეხება, უფროსს ჯენი და იუნგი უნდა დაეშორებინა, მაგრამ ჯენიმ ბევრი იტირა და უფროსი დაეთანხმა მათი ურთიერთობის გაგრძელებას. შეგვიძლია შეყვარებული გვყავდეს, მაგრამ ჯერ უფროსს უნდა გავაცნოთ. მართლა მამასავითაა.

ახლა ოფისში მივდივარ უფროსმა დამირეკა. უცნაურია, მხოლოდ მე დამირეკა. რამე მოხდა?

კარზე დავაკაკუნე. "უფროსო"

"შემოდი ლისა"

ოფისში შევედი. მივესალმე და მისი მაგიდის წინ მდივანზე დავჯექი.

"ლისა რაღაცაზე უნდა გესაუბრო" დაიწყო. "დრამაში უნდა მიიღო მონაწილეობა"

"მართლა?" ვთქვი აღტაცებულმა.

"აი ეს არის დრამის სცენარი, რომელიც ხვალ იწყება. სულ 16 ეპიზოდია, რაც ცოტაა" ფურცლები მომცა სადაც სცენარი ეწერა. "გადახედე და ქასთს გაეცანი"

თავი დავუქნიე და ღიმილით გადავშალე ფურველი. მაინტერესებდა დრამის შინაარსი.

"Rose" წავიკითხე ხმამაღლა.

დავიბენი. დრამას რატომ უნდა ერქვეს Rose? გოგოს სახელი ხომ არაა?

'ქასთი:

ლალისა მანობანი, როგორც პაკ ჯინე

კუნპიმუკ ბჰუვაკული, როგორც ჰან ჯესონი

ჯონ ჯონგუკი, როგორც ჩემინ კენი'

მოიცადეთ... ბემბემი და ჯონგუკი?!

ხველა ამიტყდა ამის წაკითხვის შემდეგ.

"უფროსო, ჯონგუკთან და ბემბემთან ერთად მომიწევს მუშაობა?" ვკითხე შეშინებულმა და გვერდების გადაფურცვლა დავიწყე, ყველაფერს სწრაფად ვკითხულობდი.

S T A Y / LisKook (Editing) Donde viven las historias. Descúbrelo ahora