*კარგად იქნები*

685 48 4
                                    


"ძალიან კარგია"

"ჰიონ, შესანიშნავი პიროვნება აირჩიე ეს, რომ გაერეპა"

"ვამაყობ შენით ჰიონ"

"ემოციებით სავსე ვარ, თვალები ამიცრემლიანდა"

იუნგი ჰიონის ახალ სიმღერას ვუსმენდით და შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმღერა ჩართების სათავეში იქნება. ძალიან ენერგიული სიმღერაა, რაღაცით 'Cypher 4'-ის ტექსტს მივამსგავსე. ტექსტი შენი თავის პოვნის პროცესზეა. შუგა ჰიონის ტექსტები ყოველთვის მაგარია.

სამზარეულოში გავედი, ტელეფონი ამოვიღე, კონტაქტებში შევედი და იმ ადამიანს დავურეკე ვისთანაც დიდი ხანი არ მქონდა კონტაქტი.

'ლისა'

ღრმად ჩავისუნთქე და დავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.

"ეი, ახლა რა ბანთანის ქედმაღალი მაკნე მირეკავს?" მითხრა სარკაზმით. რაც არუნდა იყოს, მისი ხმა სუსტი მეჩვენება. გაცივდა?

"მინდოდა, რომ მომელოცა ახალი სიმღერა. ძალიან კარგი იყო" ქვედა ტუჩს ვუკბინე.

"მადლობა ჯონგუკ, ეს პირველი კარგი კომენტარია რომელიც შენგან გავიგე ბოლო ერთი თვის განმავლობაში"

"ასე ხშირად გაყენებ შეურაცხყოფას?"

"ხო... ამის დედაც არა" ჩაახველა.

"სიტყვები ლალისა!" გავიგე ჯენი ნუნას ყვირილი.

"გამარჯობა ჯენი ნუნა" ხმამაღლა მივესალმე, რომ გაეგო.

"გამარჯობა" მომესალმა ჯენი.

"ეი ჯონგუკ, ცდილობ რომ დამაყრუო? ჯენი მაინც გაიგებდა შენს ხმას"

"გაციებული ხარ?" ვკითხე

"ნეტა არ ვიყო"

"უნდა დაისვენო"

"ცივი და ქედმაღალი ჯონ ჯონგუკი ჩემზე ზრუნავს? გული ამიჩუყდა" მიუხედავად იმისა, რომ მას ვერ ვხედავ გეტყვით, რომ იღიმის.

"მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ხარ მაინც შეგიძლია ნერვები მომიშალო" ამოვიოხრე.

S T A Y / LisKook (Editing) Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ