"blackpink-ის ახალი მუსიკალური ვიდეო გამოვიდა" თქვა თეჰიონმა.ჯგუფის წევრები თეჰიონს გვერდით მიუჯდნენ.
"ჯონგუკ, მოდი აქ" დამიძახა ჯინ ჰიონმა.
"აქედანაც მშვენივრად ვხედავ, ჰიონ"
"საკუთარი თავი მოამზადეთ" თქვა თეჰიონმა და ვიდეო ჩართო. მუსიკა დაიწყო და ჩემდა გასაკვირად კარგი იყო, მომეწონა.
ბიჭები დებილებივით ცეკვავდნენ მუსიკაზე. ლისას რეპისას მისი ჩაცმიდ სტილი თვალშისაცემი იყო.
რატომ აცვია მაისურის გარეთ ბიუსჰალტერი?
სიმღერა დასრულების შემდეგ ისევ თავიდან ჩართეს.
"დაიცადეთ, ლისას დავურეკავ და ერთად მივულოცოთ" თქვა ჯიმინმა და უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
საიდან აქვს მისი ნომერი?
"რატომ გაქვს მისი ნომერი?" ჰკითხა იუნგიმ ეჭვით.
"წინა კვირას ერთმანეთს შევხვდით ივენთზე" თქვა ჯიმინმა. ლიზას ნომერი აკრიფა და სპიკერზე დააყენა.
ჯიმინმა რამდენჯერმე დაურეკა და ბოლოს უპასუხა.
"გამარჯობა?"
"ლისაა!"
"ჯიმინ ოპა?"
"კი მე ვარ და სპიკერზე მაქვს ჩართული. დანარჩენი წევრებიც აქ არიან"
"მართლა? აჰ, გამარჯობა" თქვა მორიდებულად.
საყვარელი
"ჯგუფის სხვა წევრები შენთან არიან?" ჰკითხა ჯიმინ ჰიონმა.
"არა, საქმეები ჰქონდათ და წავიდნენ. აქ მხოლოდ მე ვარ" თქვა ლისამ.
"გვინდოდა, რომ ახალი ქამბექი მოგველოცა, ახლახანს დავასრულეთ ვიდეოს ყურება" თქვა ჯინ ჰიონმა.
"ძალიან მოგვეწონა თქვენი ახალი სიმღერა" დაამატა ჰობი ჰიონმა.
"მართლა? ამას მართლა სერიოზულად მეუბნებით?"
"კი, მართლა ძალიან მოგვეწონა" გაუმეორა ჯიმინ ჰიონმა.
KAMU SEDANG MEMBACA
S T A Y / LisKook (Editing)
Fiksi Penggemar"თავი ვინ გგონია?" თვალები გადავატრიალე მის უხეშ საქციელზე. "მე ჯონ ჯონგუკი ვარ, BTS-დან" "და რა? მე ლალისა მანობანი ვარ, BLACKPINK-დან" °°° ლისას ცხოვრება ერთი ბიჭის გამო ნაწილებად იმსხვრევა.