მთვრალი

706 46 8
                                    


როჯე

"რატომ?" თქვა გაღიზიანებულმა ლისამ და ხალიჩაზე დაწვა.

"საყვარელო, არა უშავს" გავაგრძელე მისი დამშვიდება.

ლისა ნაწყენი იყო და უფროსმა ნება მისცა, რომ დაელია და, აი, რა მოხდა. ხალიჩაზე წამოგორდა და იმ ბიჭის გამო ტირის, რომელთანაც ურთიერთობა არ ჰქონია. გული მტკივა მას ასეთს, რომ ვხედავ. ლისა ყოველთვის იცინის და მხიარულია.

ახლა კი...

"ასე ძალიან უყვარს?" იკითხა ჯისუმ.

"კიიიი" ლისამ იატაკს ხელი დაარტყა.

"ჩემი ბრალია. რატომ ვარ ასეთი დებილი! ყველაფერი რომ არ მეჭამა, მაღაზიაში არ წავიდოდით. მაღაზიაში რომ არ წავიდოდით, ის არ დამეხმარებოდა. რომ არ დამეხმარებლდა, არც ჭორები არ იქნებოდა" განაგრძო ქვითინი ლისამ.

"მაგრამ მას ვერ დაუახლოვდებოდი" ჯენი ეცადა დაემშვიდებინა.

ლისა ცოტათი დამშვიდდა. "ყველაფრის მიუხედავად შანსი მქონდა, რომ მას შევხვედროდი და მესაუბრა. მაგრამ ახლა ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია მისი შორიდან ყურებაა"

ძალიან მწყდება გული. ჯონგუკი პირველი კაცია, ვინც ლისას შეუყვარდა.

"ალბათ ახლა სასაცილოდ გამოვიყურები. მე, ლალისა მანობანი  ვტირი იმ კაცის გამო, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია"

არ ვიცით მთვრალ ლისას რა გავუკეთოთ, ამიტომაც ნებას ვაძლევთ მის გრძნობებზე ხმამაღლა ისაუბროს.

მასთან მივედი და ჩავეხუტე.

"ყველაფერი უნდა დავივიწყო, ისიც კი, რაც არ მომხდარა"

გვინდოდა ბიჭებისთვის დაგვერეკა, მაგრამ მენეჯერი ჩვენს ტელეფონებს აკონტროლებს, ამიტომ მათ რომ დავურეკოთ, დიდ შარში გავეხვევით.

"თავი იდიოტი მგონია. სულ რაღაც ერთი თვეა მას ვიცნობ და შემიყვარდა"

S T A Y / LisKook (Editing) Donde viven las historias. Descúbrelo ahora