*სახლი*

554 48 0
                                    

"ხუმრობენ ხო?" თქვა ჯინ ჰიონმა, ჯერ კიდევ შოკში იყო.

ჩემი უგუნურობის გამო მათი ჯგუფი დაიშალა.

"იცოდი?" ნამჯუნ ჰიონმა იუნგის კითხა და პასუხად თავის დაქნევა მიიღო.

მისაღები ოთახიდან გავიქეცი, ოთახში შევვარდი და კარი მივაჯახუნე. კარს მივეყრდენი, ტელეფონი ავიღე და როჯეს დავურეკე.

"ჩენგ"

"როგორც ჩანს უკვე გაიგე" ამოიოხრა.

"რ-რატომ?"

"ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო ჯონგუკ, ამაში უფროსი არ დაადანაშაულოთ. წასვლა გადავწყვიტეთ. ფანები ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ყველგან თავს გვესხმოდნენ"

"ახლა სად ხართ?"

"მე ავსტრალიაში დავბრუნდი, ჯენი და ჯისუ ისევ კორეაში არიან, მაგრამ სახლებში დაბრუნდნენ. ლისა ტაილანდშია"

"როდის დაბრუნდება?" ვკითხე, იმედია ჩემთვის სასურველ პასუხს მეტყვის.

"ჯონგუკ" დაიწყო. "ის არ დაბრუნდება"

ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეტირა.

"არ დაბრუნდება"

===========

❇️ლისა❇️

(ნიუსებამდე ერთი კვირით ადრე)

"დედა!" დავიყვირე და სამზარეულოში შევვარდი დედასთან.

"ლისა?" მკითხა გაკვირვებულმა. "რატომ არ მითხარი, რომ მოდიოდი?" თქვა და ლოყიდან ცრემლები მოიწმინდა.

"დედიკო არ იტირო" მოვეფერე. "კორეაში აღარ ვბრუნდები" ძალით გავიღიმე.

"მართლა? ანუ ისევ ჩვენთან იქნები?" მკითხა დედამ სიხარულით.

ჩავიცინე, "კი დედა"

"ვინ მოგიყვანა?" მკითხა.

"უფროსმა დაცვა გამომაყოლა, რომ აქ უსაფრთხოდ ჩამოვსულიყავი. ჩენგსაც რომ ავსტრალიში მშვიდობით ჩასულიყო"

"საყვარელო" მოიღუშა. "ჯგუფი დაშალა არა? აბა სხვა რა მიზეზით უნდა ჩამოსულიყავი აქ და ტაილანდში დარჩენილიყავი?"

S T A Y / LisKook (Editing) Donde viven las historias. Descúbrelo ahora