*ყვავილები და საჭმელი*

558 39 1
                                    

"ლისა გააღე" დააკაკუნა კარზე როჯემ.

სახეზე ბალიში ავიფარე და დავაიგნორე.

"ლისაა გამიღე"

საწოლიდან ავდექი, თვალები დახუჭული მქონდა. კარი გავაღე.

"ჰმ?"

"მისაღებ ოთახში გელოდებით" თქვა. "და გთხოვ მოწესრიგდი"

ის გავაკეთე რაც როჯემ მითხრა. შხაპი მივიღე და წესიერი ტანსაცმელი ჩავიცვი. მოვწესრიგდი, მაგრამ ძალიან მეძინება.

დაბლა ჩავედი და ჩემდა გასაკვირად ბანთანის რამდენიმე წევრი დივანზე იჯდა. ჯინი, ჯიმინი და იუნგი.

"გამარჯობა" მივესალმე და დივანზე დავჯექი. "აქ რამ მოგიყვანათ?" ვკითხე და შევეცადე თვალები არ დამეხუჭა.

"საკმარისად გეძინა? მკვდარს გავხარ" მითხრა იუნგი ოპამ.

"დაახლოებით ცამეტი საათი" ამდენი ხანი არ მძინავს, მაგრამ მჭირდებოდა ეს. წინა კვირას თითქმის არ მძინებია დატვირთული გრაფიკის გამო. დღეს კი თავისუფლები ვიყავით, რატომ არ უნდა გამომეყენებინა ეს შანსი?

"ვამაყობ შენით ბავშვო" გაიღიმა იუნგიმ ამაყად.

"შენთვის რაღაცის მოსაცემად მოვედით" თქვა ჯინ ოპამ.

"მართლა?"

"ჯონგუკმა გვთხოვა, რომ შენთვის რაღაც  მოგვეტანა, რადგან თვითონ დაკავებული იყო" თქვა ჯიმინმა.

უკვე აღარ მეძინება. "მართლა?" ენერგიულად ვთქვი. "ამ... მართლა?" იგივე გავიმეორე უემოციო ტონით რაზეც სიცილი დაიწყეს.

"როგორც ჩანს ამან გამოგაფხიზლა" ჩაიცინა როჯემ.

"არა მე... ამ... კარგი აზრი არ აქვს" დავნებდი.

"დაგავიწყდა?" მკითხა იუნგი ოპამ.

"არა. მოთხოვა რომ მისთვის ერთი შანსი მიმეცა და მეც მივეცი"

"გასაგებია" თქვა იუნგიმ და კალათა მომცა, რომელიც ყვავილებით და შოკოლადებით იყო სავსე.

S T A Y / LisKook (Editing) Donde viven las historias. Descúbrelo ahora