"ლისა კარგად ხარ?" მკითხა როჯემ.
"კი კარგად ვარ" ამოვიოხრე და ძალით გავიღიმე.
"არა არ ხარ" თქვა ჯენიმ.
"ჯონგუკი?" მკითხა ჯისუმ და თავი ოდნავ დავუქნიე.
არასდროს დამიმალავს რამე მათთვის, ისინი კარგად მიცნობენ ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მათ რამე უნდა დავუმალო.
"მეც გავიგე ახალი ამბები. არ ინერვიულო, ჯონგუკი არ არის იერის სტილი" მხარზე მომითათუნა ხელი როჯემ.
"ხოო, ეს არ არის უბრალოდ ჭორები" ვთქვი და სავარძელზე გადავწექი.
"არ არსებობს" თქვა ჯენიმ.
"კი არსებობს. დღეს ბემბემს შევხვდი და კაფეში წავედით. ჯონგუკი და იერიც იმ კაფეში შემოვიდნენ სადაც ჩვენ ვიყავით, ხელები ჩაკიდებული ქონდათ.
"ლისა" თქვა სევდიანად როჯემ.
"კარგად ვარ" გავიღიმე. "უბრალოდ ქრაში იყო"
"ჩვენ რატომ არ ვიცოდით? Red Velvet-თან საკმაოდ ახლოს ვართ" თქვა ჯისუმ. "და იერიმ არ იცოდა, რომ წარსულში ლისას და ჯონგუკს რაღაც აკავშირებდათ?"
"შეიძლება ისე ახლოს არ ვართ, რომ ასეთი რამ გვითხრან" ჯენიმ ხელები გადააჯვარედინა და ტელეფონი აიღო.
ყველაზე ახლოს იერისთან ვიყავი. ერთმანეთს ბევრი საიდუმლო გავანდეთ, ამიტომ იმედგაცრუებული ვარ.
"ონი" ამოვიოხრე, რადგან ვიცოდი ჯენი რის გაკეთებას აპირებდა.
"დამშვიდდი კარგი? უბრალოდ მივულოცავ. როგორი მეგობარი ვიქნები რომ არ მივულოცო?" თქვა და იერის ნომერი აკრიფა.
შეშინებულებმა ჯენის შევხედეთ. "არ პასუხობს" თქვა ჯენიმ. "მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს" ცალყბად ჩაიცინა. აირინს დაურეკა და loud speaker-ზე ჩართო.
ცოტახნის შემდეგ ყურმილი აიღო. "ჯენდუკი!" მიესალმა აირინ ონი.
"ონი! იერი შენთანაა?" კითხა ჯენიმ.
არა პაემანზე ჯონ Fucking ჯონგუკთან.
![](https://img.wattpad.com/cover/190067857-288-k744423.jpg)
YOU ARE READING
S T A Y / LisKook (Editing)
Fanfiction"თავი ვინ გგონია?" თვალები გადავატრიალე მის უხეშ საქციელზე. "მე ჯონ ჯონგუკი ვარ, BTS-დან" "და რა? მე ლალისა მანობანი ვარ, BLACKPINK-დან" °°° ლისას ცხოვრება ერთი ბიჭის გამო ნაწილებად იმსხვრევა.