დღევანდელი გადაღებები გადაიდო, რადგან დირექტორს შვილი შეეძინა.
გოგოებმა მითხრეს, რომ გუშინ მაღალი სიცხე მქონდა და ჯონგუკი მივლიდა. იმედია უცნაური რაღაცები არ მითქვამს. ცუდად ყოფნისას თავს ვერ ვაკონტროლებ. ახლა თავს კარგად ვგრძნობ.
ტელეფონი ავიღე და ჯონგუკს მივწერე.
'მე: ჰეი, გოგოებმა მითხრეს, რომ შენ მივლიდი, როცა ისინი აქ არ იყვნენ. მადლობა'
'ჯონგუკი: არაფერია. თავს როგორ გრძნობ, ფერია?'
ფერია, ჰაა?
'მე: უკეთესად'
'ჯონგუკი: მოიცადე, დაგირეკავ'
სანამ პასუხს გავცემდი, იქამდე ტელეფონზე დამირეკა.
"რატომ დარეკე?"
"დილა მშვიდობისა, პეპელა" ჩაიცინა. "უბრალოდ რაღაცის კითხვა მინდოდა"
"გისმენ"
"კიდევ გძულვარ?"
კითხვითვე ვუპასუხე. "ამას რატომ მეკითხები?"
"გუშინ ბევრი საინტერესო რამ თქვი"
კედელს თავი მივარტყი. "რა ვთქვი?"
"მითხარი თუ რატომ მარიდებდი თავს"
"მოიცადე... ეგ ხომ სიზმარი იყო?"
"მისმინე, ლისა. რაღაც ჯერ კიდევ არ მი-"
"გოგოები მეძახიან. ჯონგუკ, მოგვიანებით ვისაუბროთ, კარგი?" სიტყვები მივაყარე და გავუთიშე.
ვიცი არ უნდა გამეთიშა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა.
საწოლიდან ავდექი და დაბლა ჩავედი. ჯენი კექსებს აცხობდა, რაზეც გამეღიმა. კექსების დედოფალია.
ჩემდა გასაკვირად სამივე სახლში იყო. მეგონა დღეს არ ეცალათ.
"თავს როგორ გრძნობ?" მკითხა ჯისუმ, თან კექსები მაგიდაზე დადო.
"უკვე კარგად ვარ, მადლობა"
კექსების ჭამა დავიწყე. პირი გამიტკბა და წყლის დასალევად ავდექი.
როჯემ ყელი ჩაიწმინდა. "იცი, იერიმ მკითხა შეხვდებოდი თუ არა მას"
BẠN ĐANG ĐỌC
S T A Y / LisKook (Editing)
Fanfiction"თავი ვინ გგონია?" თვალები გადავატრიალე მის უხეშ საქციელზე. "მე ჯონ ჯონგუკი ვარ, BTS-დან" "და რა? მე ლალისა მანობანი ვარ, BLACKPINK-დან" °°° ლისას ცხოვრება ერთი ბიჭის გამო ნაწილებად იმსხვრევა.