*შეცდომები*

544 42 2
                                    

ეს თავი შედარებით პატარა იქნება, რადგან წინა თავია ჯონგუკის თვალთახედვით. და არ მინდა, რომ ამ მოთხრობის გამო იერი შეიძულოთ.
_______________
"წინაზე თქვი, რომ ბოლო იყო"

"შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. არანაირი აზრი არ აქვს შენს გარეშე ცხოვრებას" ტირილი დაიწყო.

"იერი გთხოვ გაჩერდი" ამოვიოხრე.

"თავს მოვიკლავ თუ მიმატოვებ"

"შეგვიძლია მეგობრებად დავრჩეთ. ჩემთვის მეგობარზე მეტი ვერასდროს იქნები იერი"

"თავს მოვიკლავ!"

მთელი გულით ტიროდა, ამიტომ მივხვდი რომ სერიოზულად ამბობდა ამას. სანამ ლაპარაკს გავაგრძელებდი ღრმად ჩავისუნთქე. "კარგი, ისევ იქ გნახავ სადაც ყოველთვის დავდივართ" ვუთხარი და გავთიშე.

მე თვითონ ჩავითრიე ჩემი თავი ამ არეულობაში. მე და იერიმ ურთიერთობა კარგი მეგობრობით დავიწყეთ. პაემანზე ვყოფილვართ, მაგრამ ჩემთვის ის მეგობარზე მეტი არასდროს არ ყოფილა.
ახლა მისი დატოვება არ შემიძლია, რადგან თუ დავტოვებ თავს მოიკლავს.
ერთხელ ვუთხარი, რომ აღარ დაველაპარაკებოდო, მეორე დღეს კი აირინ ნუნა მირეკავს და მეუბნება, რომ იერიმ თვითმკვლელობა სცადა.

რა მოხდება რომ ვუთხრა ლისაც მოვათქო.

ტელეფონი ამოვიღე და ლისას მივწერე.

'მე: დღეს რამე საქმე გაქვს?'

'ლისა: არა, უბრალოდ ბემბემთან ვაპირებ დღეს დრო გავატარო'

'მე: სერიოზულად, თქვენ ორი ერთად ხართ?'

'ლისა: დებილო. ბავშვობის მეგობრები ვართ. შენსკენ რა ხდება?'

'მე: ახლა მოვრჩი ცეკვის პრაქტიკას და დაღლილი ვარ. შეგიძლია მოხვდე? მომემატრე'

'ლისა: ასეთი რა ჭამე?'

'მე: ლანჩზე რამიონი მქონდა. რატომ მეკითხები?'

'ლისა: უცნაურია'

'მე: რამიონი არ არის უცნაური'

S T A Y / LisKook (Editing) Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz