"გავიგე, რომ დღეს საიდუმლო შემსრულებლები იქნებიან" თქვა ჯინმა და პიცა მოკბიჩა, რომელიც ხელში ეჭირა.
"ჰიონ წვეულება მანამ არ დაიწყება სანამ პერფორმანსები არ მორჩება" ამოიოხრა ნამჯუნ ჰიონმა.
აიდოლები შეარჩიეს, რომლებიც სიმღერებს შეასრულებდნენ. ყველგან კამერებია. დიახ, ივენთი ლაივში გადის. მაგრამ კამერებს თიშავენ, როცა წვეულება იწყება, რადგან წვეულება VIP-ია და მხოლოდ აიდოლებს შეუძლიათ იქ შესვლა.
მე და იერი ერთი წლის წინ დავშორდით. მისი კომპანიის უფროსს სიმართლე ვუთხარი, ბოდიში მომიხადეს და იერის დააძალეს, რომ შეეწყვიტა ის რასაც აკეთებდა და თერაპიის კურსებზე წაიყვანეს.
პატარა სცენაზე განათებები ჩაქვრა.
როგორც იქნა პერფორმანსები მორჩა და წვეულების დროა.
უცებ ნაცნობი მელოდია გაისმა. მაგრამ პიანინოს ვერსია იყო. სცენა ისევ განათდა და ოთხი ფიგურა გამოჩნდა, სახე დაფარული ქონდათ.
სხვების მსგავსად გრძელი კაბები ეცვათ, მოსაცმელები ჰქონდათ მოხურული და მასკები ეკეთათ - ამან Fake Love-ის ვიდეო გამახსენა.
ირგვლივ ყველას აინტერესებდა რა ხდებოდა. ჰობი ჰიონის გარდა, მას ეშინოდა.
ერთერთმა მასკიანმა სიმღერა დაიწყო.
გამახსენდა. ეს blackpink-ის სიმღერაა.
არ მჯერა...
ყველამ ჩურჩული დაიწყო. ერთადერთი რაც მჭირდება ლისას ხმაა, რომ დავრწმუნდე ისინი არიან თუ არა.
შემდეგ მისი რეპის პარტია დაიწყო.
ის არის...
"მართლა ისინი არიან?"
"დაბრუნდნენ?"
"ხო დაიშალნენ"
"იო, ეს ჩემი ძუკნა ლალისაა" გავიგე ხმა რომელიც ჩვენი მაგიდის უკნიდან მოდიოდა. უკან შევტრიალდი და ვნახე ბემბემი, რომელიც იუგეომს ურტყამდა.

YOU ARE READING
S T A Y / LisKook (Editing)
Fanfiction"თავი ვინ გგონია?" თვალები გადავატრიალე მის უხეშ საქციელზე. "მე ჯონ ჯონგუკი ვარ, BTS-დან" "და რა? მე ლალისა მანობანი ვარ, BLACKPINK-დან" °°° ლისას ცხოვრება ერთი ბიჭის გამო ნაწილებად იმსხვრევა.