ბეტონის კედელს კიდევ ერთხელ დავარტყი მუშტი მთელი ძალით. ტკივილს არ ვგრძნობდი, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი ეს სიბრაზე იყო.
"ჯონგუკ შეწყვიტე" თეჰიონმა კედელს მომაშორა. "ასე ხელს იტკენ"
არ მაინტერესებს რა მოუვა ჩემს ხელს
"გააკეთა" გავიცინე. "ყველაფერი აურია"
"ასე რატომ ხმაურობთ?" კიბეებიდან ჩამოვიდა იუნგი, რომელმაც როგორც ჩანს ახლა გაიღვიძა და მისაღებ ოთახში შემოგვიერთდა.
"ახალი ამბები წაიკითხე" თქვა ნამჯუნ ჰიონმა.
იუნგიმ თავი დაუქნია და ტელეფონი აიღო. წაკითხვამდე ყელი ჩაიწმინდა.
"Red Velvet-ის იერიმ და BTS-ის ჯონგუკმა მათი ურთიერთობა დაამტკიცეს..." კითხვა შეწყვიტა და მე შემომხედა. "იერიმ დაამტკიცა მათი ურთერთობა დაჯილდოების შემდეგ""აი ამას მიიღებ გაუაზრებლად, რომ მოიქცევი" ხელები გადააჯვარედინა.
"ეს ყველაფერი შენი უგუნურობის გამო ხდება""ჰიონ..." ჰობი შეეცადა იუნგის შეჩერებას.
"არაუშავს ჰიონ" ამოვიოხრე.
"ლისას აკოცე და ეს მოხდა? ღმერთო ჩემო, ჯონგუკ მეგონა უფრო ჭკვიანი იყო"
მის ნათქვამზე თვალები დავჭყიტე.
"საიდან-""თუ არ იცი გეტყვი, რომ ლისა უფროსი ძმასავით მიყურებს. მან მითხრა"
ბიჭებმა იმედგაცრუებული მზერით გამომხედეს.
"საერთოდ იცი როგორ იგრძნობს თავს, როცა ამის შესახებ გაიგებს?"
"ჰიონ..." ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ის რის თქმასაც ახლა ვაპირებ. "უკვე იცის"
გაბრაზებულმა შემომხედა. "როგორ?!" ხმას აუწია. "იერი მისი ერთერთი საუკეთესო მეგობარია. უნდა გეთქვა მისთვის, რომ ერთად იყავით როცა დაახლოვდით. მაგრამ არა, ნება მიეცი რომ მისი გრძნობები გაზრდილიყო"
"გრძნობები?"
"ასეთი სულელი ხარ ჯონგუკ?" მწარედ ჩაიცინა იუნგიმ.
DU LIEST GERADE
S T A Y / LisKook (Editing)
Fanfiction"თავი ვინ გგონია?" თვალები გადავატრიალე მის უხეშ საქციელზე. "მე ჯონ ჯონგუკი ვარ, BTS-დან" "და რა? მე ლალისა მანობანი ვარ, BLACKPINK-დან" °°° ლისას ცხოვრება ერთი ბიჭის გამო ნაწილებად იმსხვრევა.