*ავად*

550 41 2
                                    

"კარგით, დღეისთვის მორჩა" თქვა რეჟისორმა.

გულში ვზეიმობდი, რომ უკვე სახლში წასვლა შემეძლო.

დღეს დილით თავს კარგად არ ვგრძნობდი. ძალა აღარ მაქვს და სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ ყველანაირად შევეცადე რომ ამას გადაღებებში ხელი არ შეეშალა.

წყლის ბოთლს ხელი დავავლე და მოვიყუდე. უცებ თავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რამაც წონასწორობა დამაკარგინა. თვალები დავხუჭე და მოვემზადე ძლიერი ტკივილის შესაგროძნობად, რაც იატაკზე დაცემას მოყვებოდა.

1...

2...

3...

როგორც ჩანს იატაკზე არ დავეხეთქე. თვალები ნელა გავახილე და წყვილი ლამაზი თვალები მომშტერებოდა.

თავისი მამაკაცური ხელები ჩემს წელზე შემოეხვია, დაცემისგან დამიცვა.

ლამაზი თვალები აქვს. მისი სახის თითოეული ნაკვთი შესანიშნავია. ყველა მხრივ.

რამდენიმე წამი ასეთ პოზაში ვიყავით. ჩვენი სხეულების კავშირი კი მე დავარღვიე, თუმცა ვინანე. მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავით. "ამ... შეგიძლია უკვე ხელი გამიშვა"

თავი დამიქნია და ხელი გამიშვა.

"კარგად ხარ?" მკითხა.

თავი დავუქნიე. "კი, ძალიან დიდი მადლობა"

"ფერმკრთალი ხარ, დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ?" ხელი შუბლზე დამადო და შეკრთა. "იწვი"

"ვიწვი?"

"შენს მძღოლს მიწერე, დასვენება გჭირდება და სახლში წადი"

მძღოლს დავურეკე და ვუცდიდი სანამ მიპასუხებდა.

"თიმონ ოპა აქ ხარ?" ვკითხე და დავჯექი.

"კი ლისა, გარეთ გიცდი"

"კარგი, მადლობა" ვთქვი და ყურმილი დავკიდე.

"სახლამდე მიგაცილებ" თქვა ჯონგუკმა.

"არა იყ-"

S T A Y / LisKook (Editing) Donde viven las historias. Descúbrelo ahora