რამდენიმე წუთის წინ შეწყდა წვიმა,რამდენიმე საათის წინ შემოაბიჯეს შენობაში,რამდენიმე საათის წინ გადაშალეს წიგნი და კითხვა დაიწყეს,ვინ ან რა სახლობს ბიბლიოთეკის სიჩუმით დატყვევებულ კედლებში?
ადამიანები გარდაიცვლებიან მაგრამ წიგნში შექმნილი პერსონაჟები ყოველთვის იცოცხლებენ.
ამ ფიქრებმა დაამძიმეს გული რადგანაც ოდესღაც დავბერდებით,ფურცლის გადაფურცვლასთან ერთად ქალმა სახეზე მოიკიდა ხელი და შეამოწმა კანი ნაოჭებით ხომ არ ჰქონდა დაფარული,როგორც ჩანს წიგნმა იმდენად იმოქმედა მასზე რომ შეეშინდა პერსონაჟსა და მას შორის ხიდი არ გაჩენილიყო რომელსაც სიბერე დააკავშირებდა.
ახალგაზრდა ყმაწვილი უკვე დიდი ხანია ერთსა და იმავე გვერდს კითხულობს,კიდევ უამრავჯერ წაიკითხავს იმის გამო რომ შეერიოს მას,კარგად შეიგრძნოს თავდავიწყებით შეყვარებული გოგონას გრძნობები თუნდაც გოგონა უბედური იყოს ყმაწვილს სურს რომ იგრძნოს სულ ყველაფერი.
ორი განსხვავებული სხეული ერთსა და იმავე შენობაში სხედან ვერც კი წარმოიდგენენ რომ სხეულისაგან განსხვავებით მათი სულები მონათესავეა,ერთნაირებია.
ყმაწვილის გვერდით ფანჯარაში იკვეთება გზა,ეტლები,შენობების კედლებზე ოდნავ შემშრალი წვიმა და მოხუცი კაცი რომელიც კოჭლობით მიუყვება გუბეებით სავსე გზას.
ქალბატონის ფანჯარაში თუ გავიხედავთ მაშინ მივცემთ ბუნებას უფლებას მოგვტაცოს თვალი,ხეების ფოთლებიდან წვეთავს წვიმის წყალი რომელიც დაცემისას მშიერ მიწაში იკარგება.
რამდენად უარყოფითად და რამდენად დადებითად უნდა იყვნენ ისინი დამუხტულნი რომ ერთმანეთი მიიზიდონ? რამდენად უნდა მოირგოს ქალმა ევას როლი და შეაცდინოს ადამი?
ქალბატონს მართლაც რომ ევა ქვია,გასაგიჟებელი ნაკვთებით არ დაუჯილდოვებია ღმერთს და ეს თვითონაც კარგად იცის მაგრამ მისი ტანი მისი თეთრი თითები ისეთი მიმზიდველია.
ბიჭი სიმპათიურია,თავდაჭერილი და ამაღლებულად სექსუალურია ისეთი თითქოს ერთი შეხედვით რომ შეძლებს გოგონას მონუსხვას მაგრამ ეს მან არ იცის.
მისი სახელია პარკ ჯიმინი...
წვიმა უკვე შეწყდა როგორც გითხარით მაგრამ როგორც ხავს ჩაჭიდებული ისე ეკიდება შენობის სახურავს წვეთი რომელმაც იცის წინასწარ სად მოჯდება ჩავარდნის შემთხვევაში,ვეღარ გაუძლო და ჩამოვარდა ჯიმინის გადაშლილ წიგნს დაეტყო ზემოდან ჩამოვარდნილი წვეთის ლაქა რომელმაც ოდნავ გაამკრთალა ასოები.ბიჭი განაწყენდა ეს ხომ მისი საყვარელი წიგნია უკვე მერამდენედ კითხულობს და ის ისევ ისე გამოიყურება როგორც ახალი,მაგიდას მოშორდა და ერთი მიმართულებით წავიდა.გასასვლელი კარის პირდაპირი კაბინეტს მიუახლოვდა და დაკაკუნების შემდეგ შევიდა,სკამზე განიერი და უხეში შესახედი ხანში შესული კაცი იჯდა რომელიც პატარა ფინჯანით მიირთმევდა ყავას.
- უკაცრავად,იქ სახურავიდან წყალი ჟონავს იქნებ შეაკეთოთ- მიმართა შიგნით მყოფს.
- ამას დამიხედეთ მე რა მონას ვგავარ?!- დაიყვირა კაცმა და მაგიდაზე ძლიერად დაარტყა ხელი.
- მე თქვენთვის შეურაცყოფა არ მომიყენებია ბატონო.
- გადი - უთხრა ჯიმინს. ბიჭი ისედაც არ აპირებდა აქ დარჩენას მაგრამ უკნიდან სიტყვა მოხვდა ყურში რომელსაც არ მოითმენდა- გაუნათლებელი იდიოტი- მიაძახა კაცმა.
ბიჭი შემოტრიალდა და მაღალი ხმაზე დაიყვირა
- და იქნებ მითხრათ სად შეუძლია ნახოს ამ იდიოტს ბიბლიოთეკის მეპატრონე?!- ახლა მას უბრალოდ მოხუცის გამოლანძღვა უნდოდა რომელმაც მას ასეთი სიტყვები უწოდა იმდენად ხმამაღლა იყვირა რომ მის ხმაზე ოთახის კარი გაიღო და შიგნით ვიღაც ქალი შემოვიდა
- აქ რა ხდება? არ დაგავიწყდეთ რომ ბიბლიოთეკაში ხართ - სერიოზული ტონალობით წარმოსთქვა ქალმა რომელსაც ევა ერქვა და რომელსაც ავღწერდი ზემოთ.
- არ ვიცი ვიღაც იდიოტია - უპასუხა მოხუცმა ჯიმინმა კი მას მკვლელი მზერა ესროლა.
- ერთხელ კიდევ იტყვი და- სიტყვა შეაწყვეტინა ევას ხმამ
- გეყოფა გარეთ გადი- უთხრა და თვითონაც გაყვა
ბიჭი ახლა ძალიან დაბნეულად გამოიყურებოდა არასოდეს დამართვნია ასე,უბრალოდ პატარა რამის გამო არასოდეს უჩხუბია ასე სკოლაშიც არ ჩხუბობდა,სულ მთლად ნერდი არ იყო მაგრამ არც ძალიან თავქარიანი,ის 22 წლის ჩამოყალიბებული ახალგაზრდაა რომელმაც იცის რაც უნდა.
აი ევა კი მშვიდი და სუფთა ადამიანია.ჯიმინმა შეატყო ერთი დანახვისთანავე რომ ის მასზე დიდი იყო ასაკით და შეეცადა გაეფანტა ის გრძნობა გონებიდან რომლითაც ფიქრობდა რომ ქალი რომელიც მის წინ იდგა საშინლად მიმზიდველი იყო აი შემდეგ კი ისიც კი გაეპარა ფიქრში ნეტავ როგორ გამოიყურებოდა ის ძილის წინ,ან როგორ ივარცხნიდა თმას რომელიც მკერდზე ჰქონდა ჩამოშლილი,ან როგორ ისმევს ტანის გელს ბანაობისას მის სათუთ კანზე.თავი აქეთ-იქით გააქნია იმის იმედით რომ ასეთი აზრები მოშორდებოდა.,,ღმერთო როგორ შეუძლია ასეთი სექსუალური იყოს?" კიდევ ერთხელ გაიფიქრა და იქონია იმედი რომ ბოლოჯერ.
- რატომ ყვიროდი?- იკითხა ქალმა და ბიჭს მხარზე ხელი დაადო- ყველაფერს გამოვასწორებთ
- აა..ა არაფერია- ჯიმინი დაიბნა მის შეხებაზე,ქალის ხელი უჭერდა მის კანს ტანსაცმლის გარედან ,,ის არ არის ისეთი ლამაზი რომ თავი დამაკარგვინოს,გამოფხიზლდი პარკ ჯიმინ" ქალს ხელი მხრიდან ნერწყვის ჩაყლაპვასთან ერთად მოაშორებინა და ბიბლიოთეკა დატოვა.ფიფოლ დაგიბრუნდით ახალი ფიკით პირობა პირობაა.მოკლედ ეს არაა ჩემი ფიკი ეს არის ჩემი მეგობრის @nino midodashvili-ს ფიკი ( თაგი არ ვიცი როგორ დავუწერო ამან გააუქმა ვათპადი) მოკლედ ამან დაიწყო და დაწერა 4 თავი მე ძალიან მომეწონა და დავითანხმე რომ დანარჩენი მე გამეგრძელებინა ასე რომ პირველი ოთხი თავი მისია მე ვერ დავიბრალებ მაგრამ დანარჩენს მე გავაგრძელებ .მოკლედ ეს ფიკი არის ჯიქუქი და მხოლოდ და მხოლოდ ჯიქუქი.როგორც ნამდვილი ჯიქუქერი გპირდებით რომ მხოლოდ ჯიქუქზეა.ჩემს დაქალს ეს ევაზე და ჯიმინზე ქონდა მარა ჩემი თხოვნის მერე ჯიქუქად აქცია მაგრამ მერე კი სულ მობეზრდა და აღარ უნდოდა ამიტომ წერია თავიდან მხოლოდ ამაზე მაგრამ მგონი მეოთხე თავში ჯონგუკი გამოჩნდება.ესეც სპოილერი.მადლობა რომ კითხულობთ💜🍎💜
YOU ARE READING
აკრძალული ხილი🍎
Fanfiction- რა მოხდება თუ ახლა ავდგები და ტუჩის კუთხეში გაკოცებთ? - არაფერი - მაშინ რა მიშლის ხელს? - ის ფაქტი რომ შესაძლებელია მეც გიპასუხო კოცნაზე - მოხარული ვიქნები - მაგრამ ჩემი ქმარი არა * * * - ახლა ავდგები და გაკოცებ - არა არ მაკოცებ - რატომაც არა? ...