Eva's pov
მე და ჯონქუქი მალე სასტუმროში მივედით.იქ მომუშავე პერსონალს გასაღები გამოართვა და კიბეებით მაღლა ავედით.გაგვიმართლა რომ მისი ნომერი მესამე სართულზე იყო.კარი გააღო და შიგნით შევედით.ყველაფერი არც ისე ცუდი იყო,ცოტა მტვრის სუნი იდგა,მისი ტანსაცმელები დაკეცილები იდო ერთ ადგილიან საწოლზე.მე იქვე სავარძელში ჩავჯექი,რომელსაც ყავისფერი გადახუნებული ტყავი ეკვროდა გარედან,შიგნიდან კი ალბად ჩვეულებრივი ნაჭერისგან იყო დამზადებული.
- ევა რამე ხომ არ შევუკვეთო?!_ თავაზიანად მკითხა ჯონქუქმა
- არა,მაგრამ აქ როგორ გაჩერდი და მითუმეტეს შენ სისუფთავის მოყვარული ჯონ ჯონქუქი
- აჰჰ სხვაგან ვერსად ვნახე ამაზე კარგი სასტუმრო,თანხაც არ იყო ბევრი თვეში 300 დოლარი არაა ბევრი_ მითხრა და კარადიდან გადმოღებულ ჩანთაში თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო
- და ეგ იაფია? მაინც ძვირი მეჩვენება
- ხო რავიცი როგორც არის,ევა ქორწილი როდისაა?_ ბოლო მაისურიც ჩადო და შემოტრიალდა.
- ქორწილი? როგორც მამამ თქვა სამ დღეში
- რა?!_ წამოიყვირა ჯონქუქმა მე კი სიცილი დავიწყე
- ხო მამა ძალიან ჩქარობს
- სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მზადება ხვალვე ვიწყებთ და შენც მომეხმარები!
- კარგი რადგან ასე ამბობ სხვა რა გზაა_ დანებების ნიშნად ხელები ავწიე.
- მოვრჩი წავედით_ მითხრა და ჩანთას ხელი მოკიდა.ნომრიდან გამოვედით.დაბლა სართულზე ჩავედით,ჯონქუქმა გასაღები დააბრუნა,თანხა გადაიხადა და მადლობის მერე უკვე გარეთ გამოვედით.ტაქსი როგორც იქნა გავაჩერეთ და ჩავსხედით.ჩვენს ქალაქში არაა ხშირ გამოყენებაში ტაქსი,ძირითადად ავტობუსით ან მატარებლებით მგზავრობენ.მთელი გზის განმავლობაში ვლაპარაკობდით,როგორი უნდა ყოფილიყო ქორწილი და საერთოდაც ვერ ვხვდები ჯონქუქს ქორწილის დაგეგმვაში რა ესმის.სახლში მივედით,შიგნით შესულებს არავინ დაგვხვდა.ჯონქუქი მესამე სართულზე ავიყვანე და თავისი ოთახი ვაჩვენე.ოთახი ყოველთვის მზად მაქვს სტუმრებისთვის მიუხედავად იმისა რომ ისინი არ გვყავს ხოლმე.ოთახში მწვანე შპალერია გაკრული,ორი სავარძელი,პატარა მაგიდა,ორადგილიანი საწოლი,პატარა ლამფა,კარადა და ერთი ტუმბო დგას,ძირს კი ყავისფერი ხალიჩაა დაგებული რომელიც მთელს ოთახშია გაშლილი და იატაკი არც ჩანს.
- მადლობა ევა მე ნივთებს ამოვალაგებ_ მითხრა ჯონქუქმა და საწოლზე ჩამოჯდა
- კარგი მე საჭმელს გავაკეთებ სანამ სიჰიონი მოვა მერე კი ერთად დავილაპარაკოთ ქორწილზე.
- სიჰიონის მამა რომელ სართულზეა?
- ის დაბლა პირველ სართულზე იქ ყველაზე კარგი ოთახი აქვს და რათქმა უნდა მან აირჩია,მე და სიჰიონი მეორეზე იქ კიდევ სამი ოთახია,ხოლო აქ მესამეზე შენი ოთახის გარდა კიდევ ორი ოთახია.
- მხოლოდ ის გკითხე სად იყო მამამისი შენ კი მთელი სახლის გეგმა წარმიდგინე_ სიცილით მითხრა ჯონქუქმა და მეც გავიცინე.
- კარგი,კარგი ჯობია წავიდე სანამ კიდევ დამამცირე
- რას მკადრებ?_ წარბები ასწია.მე აღარ მივაქციე ყურადღება და სიცილით ჩავედი ქვემოთ.საჭმლის მზადება დავიწყე.
ESTÁS LEYENDO
აკრძალული ხილი🍎
Fanfic- რა მოხდება თუ ახლა ავდგები და ტუჩის კუთხეში გაკოცებთ? - არაფერი - მაშინ რა მიშლის ხელს? - ის ფაქტი რომ შესაძლებელია მეც გიპასუხო კოცნაზე - მოხარული ვიქნები - მაგრამ ჩემი ქმარი არა * * * - ახლა ავდგები და გაკოცებ - არა არ მაკოცებ - რატომაც არა? ...