ეს დღე დამღლელი აღმოჩნდა ქანცი გამძვრა.აი ჯონქუქზე კი იგივეს ვერ ვიტყოდი მთელი დღის მუშაობის მერეც კი კარგად გრძნობდა თავს. სიჰიონი და ის მთელი დღე რაღაცაზე ბჭობდნენ ან ერთად მიდიოდნენ საყიდლებზე.მე მთელს სახლში ,,უბორკა" დავიწყე,რამდენიმე ქალიც დავიქირავე რადგან ამ სახლს ერთი ვერ დაალაგებს თანაც ერთ დღეში.მამა ის მთელი დღე დარჩა საყიდლებზე და მხოლოდ საღამოსკენ დაბრუნდა პარკებით ხელში.
ახლა ვახშამს ვამზადებთ მე და ჯონქუქი,მამა მაღლაა ნივთებს აწესრიგებს,სიჰიონი თავის კაბინეტშია და უკვე ნახევარი საათია თავისი სამსახურის პრობლემებს აგვარებს.სალათის ფოთლებს ჯამში ვდებ და ვრეცხავ ჯონქუქი ხელიდან მაცლის და მეუბნევა
- ეგ ასე არ ირეცხება შენ მას ცხელ წყალში რეცხავ ცხელში რაც კი სასარგებლო აქვს სცილდება და მხოლოდ მწვანე უსარგებლო ფოთოლი რჩება
- ოჰ მართლა ბატონო ჯონქუქ? კიდევ რამეს ხომ არ მირჩევდით?
- კიი ჭურჭელს როცა რეცხავ რეზინის ხელთათმანები ჩაიცვი თორემ კანი გაგიფუჭდება
- კარგი რა არ დაიღალე მთელი დღე და ეხლა მეც მასწავლი რაღაცეებს მართლა არ დაღლილხარ
- არა საერთოდ არა ახლა ვივახშმებთ და მერე მე და შენ სიას შევადგენთ რა გვჭირდება ქორწილისთვის საჭმელი,დასალევი,ყვავილები და ასე შემდეგ თანაც სტუმრების სიაც არ გვაქვს
- მე შევადგინე_ სამზარეულოში სიჰიონი შემოდის და ხელში ფურცელს უფრო სწორად დასტას აფრიალებს
- რამდენია სტუმრების ჩამონათვალი რამდენნი იქნებიან_ ვეკითხები,სიჰიონი თავს ფურცლებში რგავს და ამბობს
- სულ რაღაც შვიდას კაცზე ვაკეთებთ_ გაოცებისგან მე და ჯონქუქს პირი ღია გვრჩება და ერთმანეთს ვუყურებთ
- გაგიჟდი? სად დაატევ მაგდენს
- ევა ვიხუმრე_ სიჰიონი ხმამაღლა იცინის და ცოტა საგონებელში ვვარდები ის იცინის!
- აბა რამდენი...
- ოთხას კაცზე მეტი ნათესავები არც იქნებიან მამასაც დიდი აურზაური არ უნდა,მეზობლები ნათესავები,მეგობრები და ასე შემდეგ .
- ხო ასე ჯობია შედარებით და მისი საცოლე და შვილი როდის მოვლენ?
- როგორც ვიცი ხვალ შუადღისას,ჯერ ნივთებს მოიტანენ და მერე შუადღისთვის ორივე მოვა ვესაუბრე მაგ ქალს და ასე თქვა.
- კარგია ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად ჩაივლის_ ვთქვი და თეფშები ავიღე გარეთ გასატანად
- მეც ამის იმედი მაქვს_ ჯონქუქმა მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა შემდეგ მეც უკან გამომყვა და სუფრა გავშალეთ.
- წავალ მამას დავუძახებ_ ვთქვი და მამას ოთახისკენ წავედი.კარზე დავაკაკუნე და შევედი ის ფანჯარასთან იდგა და როცა შევედი შემოტრიალდა.განერვიულებული ჩანდა ახლოს მივედი
- მამა რამე მოხდა? ცუდად ხომ არ ხარ მითხარი_ შუბლზე ხელი მივადე
- არა შვილო არაფერი არ მჭირს ცოტას ვნერვიულობ_ მოიცა ახლა ამან შვილი დამიძახა და არა ,,ევა" ,,ქალო" ,, ჰეი შენ " არა არ მჯერა
- არაუშავს ხომ იცი კარგად ჩაივლის ყველაფერი და ქორწილიც კარგი გამოვა არ ინერვიულო
- მადლობა გამხნევებისთვის იცი ყოველთვის ცუდად გექცეოდი თუმცა ვერ ვხვდებოდი რომ შენ ზრუნავდი ჩემზე ამაზე გუშინ დავფიქრდი და მინდა ბოდიში მოგიხადო ყველაფრისთვის მაპატიე_ ვერ ვიჯერებდი მან მე პატიება მთხოვა ახლახანს.სიტყვის თქმა არ მაცადა რომ გადამეხვია,ცოტახანს გავშეშდი და მერე მეც გადავეხვიე.მალევე მომცილდა
- მამა წამოდი ვივახშმოდ შენ გელოდებით
- კარგი წავედით_ ორივე დაბლა ჩავედით და მაგიდას მივუსხედით.
VOCÊ ESTÁ LENDO
აკრძალული ხილი🍎
Fanfic- რა მოხდება თუ ახლა ავდგები და ტუჩის კუთხეში გაკოცებთ? - არაფერი - მაშინ რა მიშლის ხელს? - ის ფაქტი რომ შესაძლებელია მეც გიპასუხო კოცნაზე - მოხარული ვიქნები - მაგრამ ჩემი ქმარი არა * * * - ახლა ავდგები და გაკოცებ - არა არ მაკოცებ - რატომაც არა? ...