აკრძალული ხილი 🍎 დასასრული

545 72 49
                                    

  ახალი დღე ახალი შემართებით იწყება,ჯიმინი საწოლიდან ძლივს გადმოდის ასე ჰგონი მატარებელმა გადაუარა,ისე ასეც იყო ჯონქუქთან ღამეები სულ ასე სრულდება.გული დამძიმებული აქვს დღევანდელი დღეც მოვიდა,ორი კვირა გავიდა ასე რომ დროა აირჩიოს.ფეხზე იცმევს ჩუსტებს და ქვემოთ მთქნარებით ჩადის
- ჯონქუქ სად ხარ_ ბუზღუნით ამბობს და სამზარეულოში ჩადის
- ჯონქუუქ_ უკვე ყვირის_ ღმერთო ჩემო სად წავიდა_ ოთახებში არაა,კედელზე ფურცელს იღებს და კითხულობს
,,ჯიმინ მე და ევამ ვისაუბრეთ დღეს ბიბლიოთეკაში შევხვდეთ და გააკეთე არჩევანი,მანამდე მე საქმეები მაქვს მოსაგვარებელი ოთხ საათზე შევხვდებით,მიყვარხარ" ბოლო სიტყვაზე ეღიმება და ტანზე ბურძგლავს,სულ ასე ხდება როცა ჯონქუქი ეუბნევა რომ უყვარს.ნაჩქარევად ჭამს, ბანაობს,იცმევს და გარეთ გადის,მაჯის საათს უყურებს ჰმმ უკვე შუადღის ორი საათია? ჯანდაბა ამდენ ხანს ეძინა დღეს?თავს აქნევს და ქუჩას მიუყვება,გზაზე ბუშტების გამყიდველია,მასთან მირბის
- გულის ფორმის ბუშტი მომეცით_ იღიმის,გამყიდველიც თავს უქნევს და უწვდის სამ გულის ფორმის ბუშტს სამივეს წითელს.ფულს იხდის და ისევ მიდის.ეღიმება სიცილს იწყებს თუმცა ვერც ხვდება რა აცინებს.გზაზე პატარა გოგონას აწვდის ბუშტებს და ლოყაზე კოცნის შემდეგ გზას აგრძელებს

****

- მადლობა,შეგიძლიათ წახვიდეთ_ ჯონქუქი დამხმარეს აცილებს.მთელი დღეა ბარგს ალაგებს თავისთვის და ჯიმინისთვის.თუ ის დათანხმდება წაიყვანს თან,ხოლო თუ არა თვითონ წავა ბუსანში.
- იმედია მოგეწონება ჩემი საჩუქარი ჯიმინ_ იღიმის კარს კეტავს და ბიბლიოთეკისკენ ფეხით მიდის.

****

ევა ძლივს დგება საწოლიდან გული ისევ ერევა,ექიმმა თქვა რომ გულის რევები იმ მიზეზითაა რადგან გვიან დაორსულდა,ორსულობა რთული იქნება თუმცა საშიში არაფერია.გადაწყვიტა თუ ბიჭი იქნება ჯონქუქს დაარქმევს და თუ გოგო სონიას.სააბაზანოში ხელს პირს იბანს და სახეს იმშრალებს.საერთოდ არ სურს ჯიმინის ნახვა თუმცა ვალდებულია.სიჰიონის სიტყვების მერე ,,ევა მიყვარხარ და გპატიობ,ჩვენი შვილი ყველაზე ბედნიერი იქნება ამ ქვეყნად"- ო მას გაახსენდა ის გრძნობა რაც ერთ დროს მას და სიჰიონს აკავშირებდათ,ჯიმინი უბრალო გატაცება ყოფილა რადგან მასზე საერთოდ არ უფიქრია ეს დღეები,არც მონატრებია.აი სიჰიონს კი სულ ეჩხუბება რომ მარტო ტოვებს და მეტს არ კოცნის.სიჰიონი ყოველდღე რაღაცეებს ყიდულობს ბავშვისთვის ევას დაუკითხავათ ევა კი სულ ეჩხუბება ,,ჩვენ არ ვიცით გოგო იქნება თუ არა"- ო მაგრამ სიჰიონს არ ესმის.
ევა იცმევს და ბიბლიოთეკაში მიდის.

Has llegado al final de las partes publicadas.

⏰ Última actualización: Sep 11, 2019 ⏰

¡Añade esta historia a tu biblioteca para recibir notificaciones sobre nuevas partes!

აკრძალული ხილი🍎Donde viven las historias. Descúbrelo ahora