ორი კვირა 🍎

379 44 54
                                    

   სირბილის მიუხედავად მაინც შედის ოთახში და ვერ ვეწევი კარს ისე ხურავს.
- დედა გააღე ვისაუბროთ
- შენ გეი ხარ
- არა დედა მომისმინე მის მიმართ რაღაცას ვგრძნობ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ გეი ვარ
- არ მაინტერესებს იმედებს მიცრუებ როგორც ყოველთვის_ ხმამაღლა ყვირის.მეც ვფეთქდები მე ვუცრუებ იმედებს?
- მართლა? იმედები მე გაგიცრუე? და ვინ გათხოვდა ორი დღის გაცნობილ კაცზე აბა გაიხსენე!_ ვღრიალებ.კარი იღება და სახეში მწარედ მირტყავს
- მე შენ ასე არ გამიზრდიხარ რომ ვიღაც ბიჭის გულისთვის დედაშენს ასე ესაუბრო,მასთან აღარ დაგინახო
- მაპატიე რომ ცუდი შვილი ვარ მაგრამ მასთან ყოფნას ვერავინ და ვერაფერი ამიკრძალავს
- პაკ ჯიმინ იქნებ შეწყვიტო ეს ფარსი და მორჩე,ვიცი ამას ჩემს გასაბრაზებლად შვრები
- დედა ავადმყოფი ხარ თუ შეიშალე რას ვაკეთებ სპეციალურად_ გაოგნებული ვარ მისი სისულელით
- ახლავე უთხარი რომ არ მოგეკაროს
- თორემ რა?
- აქედან წახვალ_ თვალებში ცრემლები ჩამიდგა ეს დედაჩემია მეც რა მიკვირს,ის ასეთია უგრძნობი,უხეში და არ ვუყვარვარ
- კი ბატონო როგორც თქვენ მეტყვით ქალბატონო პაკ უფრო სწორად კიმ სონია_ მხრებს ვიჩეჩავ და თავს ვაქნევ შემდეგ სირბილით გავდივარ ეზოში.ჯონქუქიც მომყვება
- ჯიმინ რა გითხრა
- სახლიდან მივდივარ აი ეს მითხრა_ გაბრაზებული მას ვუყვირი
- კარგი დამშვიდდი რამეს მოვიფიქრებთ
- რა უნდა მოვიფიქროთ რა არის მოსაფიქრებელი საერთოდ_ ისევ ვყვირი როცა ვხვდები რომ სულელურად გამომდის ბოდიშს ვუხდი_ მაპატიე შენ არაფერ შუაში ხარ
- ჩემთან გადმოდი_ უეცრად ამბობს მე კი ვიბნევი
- რა?
- ჩემთან გადმოდი წადი ნივთები ჩაალაგე დამირეკეს ყველაფერი მზადაა რვა ოთახი მაქვს ცარიელი და მგონი გეყოფა_ სიცილით ამბობს.მე კი ვეხუტები
- საუკეთესო ხარ ჯონქუქ _ ლოყაზე ნაზად ვკოცნი და მაშინვე ოთახისკენ მივრბივარ.

******

  საღამოს უკვე მზად ვიყავი ნივთებიც ჩავალაგე,მაგრამ ჯონქუქი და მე ჯერ არ წავსულვართ მასთან,როგორც დავგეგმეთ ევასთან უნდა ვისაუბროთ.ახლა იმ ადგილზე ვართ რაღაც კაფეში, ევა ჯერ  არ ჩანს მე და ჯონქუქს კი სასაუბრო ამოგვეწურა მთელი დღეა ვსაუბრობთ ის ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა.აი ევაც გამოჩნდა ჩვენს მაგიდას მოუჯდა და ყავა შეუკვეთა.
- მოდით საქმეზე გადავიდეთ_ ევამ დაარღვია სიჩუმე.
- კარგი...როგორც ვთქვი მე ორივე მომწონხართ ორივესთან მინდა ყოფნა მაგრამ არჩევანს ვერ ვაკეთებ,ვიცი ეს ჩემი ბრალია თუმცა ასე ვარ და ვერაფერს ვცვლი ფიქრიც კი არ მშველის ეს უფრო მტანჯავს და არჩევანს მაინც ვერ ვაკეთებ,შენ ქალი ხარ და მიყვარხარ,შენ ბიჭი ხარ რომელთანაც თავს მშვენივრად ვგრძნობ თუმცა არ ვიცი მიყვარხარ თუ არა მაპატიე...მოდით ისე გადავწყვიტოთ რომ არც ერთს არაფერი გვეწყინოს
- გეთანხმები ასე უნდა მოვიქცეთ მაგრამ ვარიანტები გაქვს?_ ჯონქუქი წარბაწევით კითხულობს
- კი...მე ხომ შენთან გადმოვდივარ
- რა?_ ევა თითქმის ყვირის
- დედამ სახლიდან გამაგდო ამიტომ მასთან ვრჩები
- ხო ახლა გამარტივდება მე რა შანსი მექნება არა? ჭკვიანი ხარ ჯონქუქ ყოჩაღ დრო გიხელთია
- ევა გთხოვ არ გვინდა ჩხუბი
- მე ვჩხუბობ ჯონქუქ? აბა დაფიქრდი რას აკეთებ მე გაგაცანი და შენ ისაკუთრებ?
- მე სათამაშო არ ვარ რომ რომელიმემ მიმისაკუთროს გაიგეთ? ევა შეწყვიტე ამ თემაზე საუბარი გთხოვ
- როგორც მეტყვით_ ხელებს მაღლა სწევს
- მოკლედ ერთი კვირა მაქვს ამ ერთ კვირაში ორივესთან დიდ დროს გავატარებ და კვირის ბოლოს არჩევანს გავაკეთებ ან ჯონქუქი ან ევა მოვრიგდით?
- მე მომწონს ეს იდეა დავიცდი დრო ისედაც გვაქვს_ ამბობს ჯონქუქი
- კარგი და რა დღეებში ვიქნებით ერთად
- ხვალ ჯონქუქთან ვარ მერე შენთან და ასე თანმიმდევრობით
- კარგი მაშინ მე წავალ დღეს ექიმთან ვარ ჩაწერილი
- რა გჭირს?
- დილით გული ამერია და ცოტა ვერ ვარ სიჰიონი მგონი იქ მელოდება და წავალ არ მინდა რამე იეჭვოს აბა კარგად შეხვედრამდე ჯიმინ_ ფეხზე დგება და მიდის.კარში უჩინარდება თუ არა ჯონქუქი მიტრიალდება
- მიდი დალიე ყავა და წავიდეთ
- როგორც იტყვი_ ღიმილით ვპასუხობ.ახლა დავაკვირდი ევასთან სულ დაძაბული ვარ ხოლო ჯონქუქთან ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს,თავისუფლად,მასთან არაფრის მერიდება.და მე ეს მომწონს...

აკრძალული ხილი🍎Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz