განვმეორდებით (?)🍎

382 58 17
                                    

- არა,უბრალოდ შენი ტუჩები...- გავშრი,გავთეთრდი,ენას კბილები ძლიერად დავაჭირე რომ კიდევ რამე სისულელე არ მეთქვა.მაგრამ ის მიყურებდა,თითქოს რაღაც შეურაწყოფა მიაყენესო მსგავსი სახით მიყურებდა,ღმერთო რა ვქნა,მე მყავს ქმარი მე...მე ეს არ შემიძლია,არა.- ისინი ლამაზია- ძლივს ამოვღერღე.
  თვალები ოდნავ ჩვეულებრივზე დიდხანს დახუჭა და შემდეგ გაახილა,შევატყვე ლოყების ფერის მაგრამ მასზე რა ვილაპარაკო როდესაც მე უარეს დღეში ვიყავი, ვეღარ გავჩერდებოდი ერთ ადგილას ამიტომაც ავდექი და ნაბიჯი გადავდგი
- საით - მკითხა მან,ღმერთო მაბნევს თანაც ძალიან.
- წიგნს დავაბრუნებ - ამოვიხრიალე სუსტი ხმით და თაროებისკენ წავედი რომელიც შენობის ყველა ნაწილში იყო მოთავსებული მე შუაში შევედი როგორც წესი წიგნები რომლებიც იწყება ,,ი" ასოზე სულ მთლად შუაშია მოქცეული,ბიბლიოთეკის წყობა თითქოს ლაბირინთს გავს,როდესაც გავიაზრე რომ შორს ვიყავი მისგან,თაროს მივეყუდე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი.
  Jimin's pov

   სხეული გამიშეშდა როდესაც ის ადგა და სადღაც წასვლა გადაწყვიტა,მე ვკითხე სად მიდიოდა,რადგან ასე ვერ გავუშვებდი თითქოს არაფერი ეთქვა უცნაური,პასუხად კი მითხრა რომ წიგნს დააბრუნებს.
   სახელი ,,ი" ზე იწყება,მაგიდიდან ავდექი და გადავწყვიტე შემემოწმებინა ის, ნელ- ნელა მივიწევდი სიღრმეში სადაც ასო ი-ზე დალაგებული წიგნები მეგულებოდა
  აი მივედი და დავინახე სხეული რომელიც ეყრდნობოდა თაროს და სულ მთლად გაწითლებულ ყელზე ხელი ჰქონდა მიდებული,ჩუმად ვუყურებდი და ჭკუა მეფანტებოდა,რა მჭირს განა ეს ბედისწერაა? რატომ მინდა ასე ძლიერად მასთან ახლოს ყოფნა? რატომ მინდა ჩევეხუტო,შევეხო მის თმას ის ხომ ჯერ კიდევ გუშინ გავიცანი? თუ გაცნობას ვახსენებთ სინამდვილეში დღეს გავიცანით რადგანაც დღეს გავცვალეთ სახელები.არასოდეს მჯეროდა ერთი ნახვით სიყვარულის,ეს ალბად უფრო მეტია,უფრო მეტი იმის გამო რომ სიგიჟემდე მსიამოვნებს მისი ყურება,ის გრძნობა როდესაც გინდა შეიგრძნო მისი დილით ბალიშზე დადებული თმიდან,გინდა იგრძნო მისი მონატრება მაშინაც კი როცა იცი რომ შენ გეკუთვნის
  არ ვიცი საიდან ან რამდენად ძლიერად ვიღებდი გამბედაობის მსხვილ ნაკადს მაგრამ მე ვგრძნობდი რომ შემეძლო,მასთან ახლოს მისვლა,ამიტომაც ავდექი და მივედი,როდესაც დამინახა დაიბნა უფრო მეტად შიში დაეტყო მაშინ როდესაც ჩემი სწრაფი ნაბიჯები შენიშნა მას მივუახლოვდი და სახე ახლოს მივუტანე მის ცხვირთან
  დაბნეული თვალები აქეთ-იქით იურებოდნენ და თითქოს ვიღაცას ეძებდნენ.ხარბად შევისუნთქე მისი სუნი მიახლოვებისას,რომელიც ისე მათრობდა შეიძლებოდა აქვე დამკარგვოდა მახსოვრობის ანდაც არსებობის უნარი.
  მარჯვენა ხელი მის სახესთან მივიტანე და სულ რაღაც მილიმეტრების დაშორებით გავაჩერე მის კანთან,როგორ მინდიდა შევხებოდი,როგორ მინდოდა მისი შეშინებული სახე გადაქცეულიყო სიყვარულით სავსე მზერად,კოცნას ვერ ვბედავდი და უნებურად ჩემი თითები მის ტუჩებს შეეხო  ,,ამას რატომ ვაკეთებ?" ვიღაცამ მითხრა გონებაში.თუკი შევძლებ ვაკოცო იქნებ შევისწავლო მისი სახე რომ სამუდამოდ დამამახსოვრდეს და არასოდეს წაიშალოს მეხსიერებიდან,თითებზე მისი ათრთოლებული ტუჩებიდან გამომავალი ჰაერი მომხვდა და თითქოს გამომაღვიძა,მაშინვე მოვაშორე მის სახეს ხელი.
   როგორი მოუხერხებელი მომენტი იყო მე მარცხენა ხელი მის უკან თაროს დავადე და დავებღაუჭე  თითქოს სადღაც გადავარდნის მეშინოდა,თვალები დავხუჭე და გადავწყვიტე ამ საქციელით დამეხშო ტვინის წინააღმდეგობა გულის სურვილთან,აი ჩვენს სახეებს შორის მანძილი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა,მცირდებოდა და კიდევ დაუსრულებლად სანამ ჩემი ტუჩები მისას არ შეერწყა ნაზად დავუტოვე კოცნა ზედა ტუჩზე  და მოვშორდი მერე სიტუაციის განსამუხტად მის ხელს მივწვდი და ხელებში მოვიქციე,შეშინებული სახე ოდნავ დაუწყნარდა,მისი გრძელი ლამაზი თითები მე მეჭირა,როგორი მშვენიერი იყო.
- ჩემი ტუჩები მოგეწონა- რაღაც არაადამიანური ძალა მაძალებდა მესაუბრა
- არ...ა...არმესმის- ამოღერღა ჯერ კიდევ გაყინული სახით მდგარმა
- ხომ მითხარი რომ ისინი ლამაზია,მე შენი ტუჩების გარეგნობა კი არა გემო მეტად მომწონს
  დამუნჯდა უკვე ვხვდებოდი რომ საკმარისად შევაშინე,ამ ძლიერ  და თავხედ ,,მეს" შიგნით ჩაკეტილი ,,მე" უკვე გარედ გამოსაღწევათ რას არ აკეთებდა,სურდა გამოსულიყო და ეს სითავხედე შეეჩერებინა მაგრამ თითქოს ავი სული დამეპატრონა სულ უფრო მეტი მინდოდა
- შენ ჩემი კოცნა არ გინდა- დავამატე
  ხმას არ იღებდა საერთოდ თითქოს ენა ჩაუვარდა,გაფითრებული სახე ,მასზე ამოიკითხებოდა გაოცება
- მაპატიე ჩემი უცნაური საქციელი- ყველაფრის გამოსწორება მინდოდა მაგრამ მაინც იმ ნდობამ გადამიჯოკრა
- მაგრამ...მე მინდა...
- მე ქ...- შემაწყვეტინა,რაღაცის თქმას შეეცადა როდესაც ნაბიჯების ხმა გავიგეთ ევას ხელს მოვშორდი,ნაბიჯების პატრონი მოგვიახლოვდა ეს ის კაცი იყო რომელსაც გუშინ ვეჩხუბე,დაეჭვებული სახით გაჩერდა ჩვენ წინ და ევას მიმართა
- რაღაც დოკუმენტებია ქალბატონო და მომყევით
- რა თქმა უნდა- უთხრა კაცს,თმა გაისწორა  და უკვე შებრუნდა მოხუცის უკან გასაყოლად მე შევაჩერე და უიმედოდ იმედის მოპოვების სურვილით ყურში ჩავჩურჩულე
- განვმეორდებით (?)

  ახალი თავი გაღირსეთ სულ დამაგვიანდა მარა ბოდიში.მოკლედ ვინც ვერ მიხვდით ეს ფიკი ძველ დროშია დაწერილი ვითომ.მე კიდე მიხარია და თქვენც გახარებთ რო ამის შემდეგ თავში ჩემი შავი პრინცი,ჩემი უბიასობესობა ჯონგუკი გამოჩნდება და თქვენც გაგახარებთ🌻😁მოკლედ დაავოუთეთ და აზრი მაინტერესებს ფიკზე ძალიან.მიყვარხართ💚💛💜💙💚💛💜💙💚💛😊

აკრძალული ხილი🍎Onde histórias criam vida. Descubra agora