Eva's POV
სულისშემძვრელი მომენტიდან ბიბლიოთეკის მომუშავე პერსონალმა მიხსნა რომელმაც დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად წამიყვანა ახალი წიგნების შემოტანის თაობაზე.ჯიმინმა წასვლისას გამაჩერა ღმერთო ჩემო ის ჩემს მხარს შეეხო და მითხრა
- განვმეორდებით (?) _ ეს კითხვა მტკიცებათ ჟღერდა თუ ნამდვილად კითხვა იყო ვერ გავაანალიზე არაფერი მითქვავს ერთადერთი რაც მახსოვდა ეს მისი არაამქვეყნიური ღიმილი იყო,ხელი მოვაწერე ყველაფერს და შემდეგ პირდაპირ სახლში წავედი ისე რომ ჯიმინი არ მინახია, ყველაფერი კალაპოტში ჩადგა ისევ დავუბრუნდი სახლს სადაც მხოლოდ და მხოლოდ შავთეთრი ფერებია და მე კი მინდა ცისარტყელა მეჭიროს ხელში,მისვლისთანავე გამომიძახა ჩემი ქმრის მამამ თავისთან,მეც მივედი
- შენი ქმარი სად არის, ორივეს უნდა დაგელაპარაკოთ _ თქვა გაბრაზებული ტონით
- არ ვიცი,ჯერ არ დაბრუნებულა
- კარგი,მე ვიპოვე ერთი ქალი რომლის ცოლად მოყვანაც მინდა_მარჯვნივ გაიხედა და შემდეგ ისევ შემომხედა_ მოკლედ როდესაც ჩემი შვილი მოვა ყველაფერს განვიხილავთ
- კარგი მამა_ ვუთხარი და ოთახი დავტოვე,სიჰიონი არ მოსულა სახლში.შუაღამისას ვიგრძენი როგორ დაეშვა საწოლზე სხეული მე გამეღვიძა და იმის მერე თვალიც ვეღარ მივხუჭე,ჩემი გონება დაიფარა იმ მომენტით რაც ბიბლიოთეკაში მოხდა და მე რატომღაც ძლიერი ბედნიერება ვიგრძენი ,,ნეტავ მალე გათენდეს რომ ვნახო" გავიფიქრეJimin's POV
ის აღარც დაბრუნებულა შებინდებისას მეც დავტოვე ბიბლიოთეკა და სახლში წავედი სადაც დედა მელოდებოდა
~~~~~~~~~- არა დედა ამას არ გააკეთებ!!!_ ვყვიროდი და გაჩერებას არ ვაპირებდი
- მე უკვე გადავწყვიტე შვილო და ამას გავაკეთებ_ მითხრა დედამ
- და რა არ შეგრცხვება?!
- მორჩი ჯიმინ შენ არ გაქვს უფლება გამკიცხო_ მითხრა და მომშორდა მერე კი უაზროდ სწრაფად დაღამდა
Eva's POVდილით როგორც მითხრა სიჰიონის მამამ თავისთან დაგვიბარა,ოთახში შევედით მე კარებთან დავდექი ყველაფერი განვიხილეთ გვითხრა რომ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და მზადებას ვიწყებდით,სიჰიონო რატომღაც არ იყო დღეს უხეში არ ვიცი რატომ მაგრამ არ იქცეოდა ისე როგორც წინა დღეებში.
მალევე გამოვედი სახლიდან და გავყევი ქუჩას,მზიანი დღე იყო,ქუჩებში სასიამოვნო ნიავი ტრიალებდა მაღაზიებში გასავლელად მივდიოდი უცბად დავინახე ნაცნობი სხეული რომელიც შორს იყო ჩემგან მაგრამ მოემართებოდა მაღალი და სუსტი დავფიქრდი, მას სახეზე ვერ ვცნობდი მაგრამ მისი სტილი კარგად მახსოვს მერე ის უფრო მომიახლოვდა გვერდით ჩავუარე ის უცბად შემობრუნდა
- ევა შენ ხარ?_ მკითხა და გაოცებული სახე მიიღო
- ჯონ ჯონგუკ?_ მეც გავოცდი _ ეს შენ ხარ?
- როგორ შეიცვალე ევა_ ერთმანეთს გადავეხვიეთ.ჯონგუკი ჩემი ბავშვობის მეგობარია ის ჩემი გარდაცვლილი პატარა ძმის კლასელი იყო,თითქმის ყოველდღე ჩვენთან იყო და ჩვენთან ერთად იზრდებოდა,მანამ სანამ ავტოკატასტროფის შემდეგ ჯონგუკის მშობლები,ჩემი მშობლებიც და ჩემი პატარა 16 წლის ძმაც არ დაიღუპნენ.როგორც ვიცი პარტნიორები იყვნენ,ერთ-ერთი სხდომიდან ბრუნდებოდნენ ჩემი ძმა გზაში შეხვდათ,მანქანაში ჩაჯდა და როდესაც მანქანა დაიძრა გვერდიდან სატვირთო დაეჯახათ,ორი კვირა ჩემი ძმა აპარატზე იყო შეერთებული,მერე კი გამორთეს.ასე დასრულდა ბედნიერი ოჯახის ისტორია,მაშინ 19_ის ვიყავი მაგრამ ბავშვური გონებით.ჯონგუკი ბიძამისმა წაიყვანა,მეც ნათესავებმა გამზარდეს,როდესაც დეიდაშვილს გავუმხილე რომ სიჰიონი შემიყვარდა მან მთელს ოჯახს გააგებინა,სასწრაფოდ გაესაუბრნენ სიჰიონის მშობლებს და ორ კვირაში უკვე მისი მეუღლის წოდება მქონდა.
- ჯონგუკ როგორ ხარ სად იყავი ამდენი ხანი ქალაქში არ ჩანდი, უფროსწორად არ ჩამოხვედი.
- წამოდი სადმე წავიდეთ და ვისაუბროთ _მხიარულად გამიღიმა და ქუჩა გავაგრძელეთ მერე შევედით კაფეში სადაც ძალიან მყუდროდ ვიგრძენი თავი, ჯონგუკმა ორი ყავა მოიტანა და წინ დამიჯდა
- მოყევი ევა რა ხდება შენთან?_ მკითხა და გაიღიმა
- მე გავთხოვდი ჯონგუკ _ ვუთხარი და ყავა მოვსვი
- დაიცადე მატყუებ ხო?_ გაიღიმა
- არა მართლა
- და სად გაქრა ის გოგონა რომელიც იძახდა არასოდეს გავთხოვდებიო?
- შემიყვარდა მაგრამ ახლა..._ მოვიწყინე
- მოიცა...ცუდად გექცევა? ევა მითხარი და თავპირს გავუერთიანებ
- არა ჯონგუკ დაწყნარდი...შენზე მომიყევი_ თბილად გავუღიმე
- აჰჰ ევა ჩემთან ყველაფერი სხვანაირადაა,მე ის ჯონგუკი არ ვარ ვინც ადრე ვიყავი
- მე ვერაფერს გატყობ_ გვერდით გადავიხარე და თვალი ავაყოლე მერე სიცილი აგვიტყდა_ ჯონგუკაა მითხარი რა მოხდა სად იყავი აქამდე?
- ამერიკაში ვიყავი, ჩემი თავი ვიპოვე და დაბრუნება გადავწყვიტე
- და შეყვარებული? ცოლი?_ გაეღიმა_რა ქვია მაგ გოგოს?
- ბიჭს!_ სერიოზულად? სახე სულ მთლად გაურკვევლობაში ჩამეძირა_ ევა მე გეი ვარ მაგრამ მეორე ნახევარი აღარ მყავს დავშორდით
- ახლა თუ ხუმრობ არ გამოგდის იცოდე_ სიცილი დავიწყე მან კი სერიოზული სახით შემომხედა
- არ ვხუმრობ ევა
- აჰჰ კარგი,ჩემთვის პრობლემა არ არის მე ამის გამო ზურგს არ გაქცევ ძამიკო_ ხელებზე მივკიდე და გავუღიმე
- და შენ არ გითქვამს ვის გაყევი ცოლად_ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა
- სიჰიონს _ ვიცოდი ამას მართლაც დიდი რეაქცია მოყვებოდა ამიტომ მოვემზადე
- იმ სიჰიონს რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდი?
- კარგი რა, ხომ გითხარი შემიყვარდა_ ისევ მოვიწყინე
- წამოდი სიჰიონის ნახვაც მინდა_ისევ ხტუნაობა დაიწყო მე კი დავფიქრდი და გავაანალიზე რომ ზოგი რამ არ იცვლება მაგალითად მისი ბაჭიას ღიმილი რომლითაც ყოველთვის ახერხებდა ხოლმე ჩემს დაყოლიებას
- კი მაგრამ მე ბიბლიოთეკაში მინდოდა მისვლა ცოტახნით
- კარგი ჯერ ბიბლიოთეკა იყოს_ ადგილიდან წამოხტა და ხელი მომკიდა მერე სალაროსთან მიმაპროწიალა გადაიხადა და გარეთ გავედით
ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე თავი სახლში ვიგრძენი ისეთივე სუნი დგას როგორც ყოველთვის,იმედი მქონდა რომ ჯიმინი აქ იქნებოდა,ღმერთო იმას ვნატრობდი რომ ცოტახნით მაინც დამენახა იმაზე ლაპარაკიც არ იყო რომ გუშინდელზე გველაპარაკა,იმ მაგიდასთან წავედი სადაც ჯიმინი იჯდა გასული დღეების მანძილზე,ხელში ჩემი წიგნი მეჭირა,ჯონგუკი დაბნეული სახით ათვალიერებდა გარემოს მერე წიგნების ერთ-ერთ განყოფილებასთან მივიდა რომლებიც ასო ს_ზე იწყებოდა,უკან ჩემთან დაბრუნდა
- ევა ნახე მე რა მაქვს_ისევ ბაჭიის ღიმილი
- ჯონგუკ საიდან ასეთი გარყვნილება?_თვალები დავუჭყიტე და მერე მეც გამეცინა
- ნუ...ეს მოთხოვნილებაა_წიგნში ჩაყო თავი.
საათზე დავიხედე შვიდის ნახევარი,შვიდამდე გავჩერდები მერე წავალ იმედი მაქვს მოვა,ამას ვფიქრობდი როცა უკნიდან სხეული ვიგრძენი,მისი მზერა ჩემს სხეულს გამჭირვალეს ხდიდა და მეც შემეძლო რომ იქვე მოვმკვდარიყავი ამ მზერისგან,შევბრუნდი.
- ჯიმინ_მივმართე
- გამარჯობა_თქვა და ადგილიდან არ განძრეულა
- მე ჯონ ჯონგუკი ვარ_წამოხტა ქუქი და ხელი გაუწოდა
- ჯიმინი_თქვა და ხელი ჩამოართვა_ ეს ჩემი ადგილია_ დაამატა სერიოზული ტონით
- შენი ადგილი? ევამ აქ მოინდომა დაჯდომა_ ჯონგუკს გაბრაზებულმა შევხედე რითაც ვეუბნეოდი რომ გაჩუმებულიყო
- მოინდომა?_ ეშმაკურად ჩაიღიმა_ აქ გინდოდა დაჯდომა?_ მე შემომხედა
- არაფერიც არ მინდოდა წავედით ჯონგუკ _წამოვდექი და წავედი
Jimin's povბიბლიოთეკაში მისვლისას შევამჩნიე ჩემს ადგილას ორი სილუეტი,ერთი ევა მეორე კი ვერ ვიცანი ვიღაც ბიჭი იყო,ეტყობოდა რომ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს.მივუახლოვდი მათ.მითხრა რომ ევას უნდოდა ჩემს ადგილას ჯდომა ევას შერცხვა და გაიქცა.ჯონგუკიც ადგა და მომიახლოვდა
- სასიამივნო იყო შენი გაცნობა ჯიმინ_ გამიღიმა
- ჩემთვისაც
- კარგი პერანგია_ხელი საყელოზე მომკიდა გამისწორა და ისევ გაიღიმა,მერე კი წავიდა
დავჯექი იქ სადაც ევა იჯდა წიგნი გადავშალე,მერე წინ გავიხედე სადაც დავინახე თითქმის რვეულის მსგავსი წიგნი.ეს ადგილი იმ ბიჭს ეკუთვნოდა ჯონგუკს.წიგნს ეწერა 18+ და რაღაც უაზრო ნახატით იყო მორთული.*გამეღიმა* უმიზეზოდ მაგრამ ალბად დიდი მიზეზის მქონეს.
გამეღიმა მაგრამ არ ვიცი რატომ.....................................................
მოკლედ ხალხო ძლივს გაღირსეთ ახალი თავი,მეზარებოდა რადგან ამას დაქალს რო უწერია იქიდან ვიწერ რვეულში და მერე აქ ვწერ და ძაან დამღლელია და მეზარებოდა.ჰოდა ძლივს მორჩა იმის თავები რაც ეწერა ეხლა აღარც გადაწერა მომიწევს და ჩემით დავწერ მიხარია😂😊ისეთები მაქვს უჰუუჰ.
ვისაც მოგწონთ vote და აზრი გამოხატეთ არ მიკვდებით თქვენი აზრით რა მოხდება?😮
1005 words 😨
STAI LEGGENDO
აკრძალული ხილი🍎
Fanfiction- რა მოხდება თუ ახლა ავდგები და ტუჩის კუთხეში გაკოცებთ? - არაფერი - მაშინ რა მიშლის ხელს? - ის ფაქტი რომ შესაძლებელია მეც გიპასუხო კოცნაზე - მოხარული ვიქნები - მაგრამ ჩემი ქმარი არა * * * - ახლა ავდგები და გაკოცებ - არა არ მაკოცებ - რატომაც არა? ...