სიმართლე 🍎

321 43 27
                                    


  ცხვირზე რაღაც მიღიტინებს და თვალებს ნელა ვახელ,ჯონქუქს ხელში ბუმბული უჭირავს და ცხვირზე მისმევს თან ბაჭიასავით იცინის.ღმერთო რატომ არის ასეთი საყვარელი.
- გაიღვიძე ძილისგუდავ გათენდა,მე კი მომენატრე
- რა სულელი ხარ_ ვუღიმი და ლოყაზე ვეფერები.
- ადექი ჩაიცვი და ვჭამოთ
- შენ რატომ არ გაცვია_ ტანზე დავხედე მხოლოდ შარვალი აცვია,ტერფები შიშველი აქვს,წელს ზემოთაც შიშველია ისევ მეღიმება თვალებს მკერდიდან ვაშორებ და ვუყურებ.თვითონაც ეცინება
- ღმერთო ჩემო,სულ ასე რატომ მიყურებ როცა ტანსაცმელი არ მაცვია?
- გეჩვენება_ მორცხვად ვამბობ და ვეხუტები.
- ასე ვერასდროს გავაღწევთ ამ ოთახიდან_ სიცილით მეუბნევა
- ხოდა თუ ასეა აღარ ჩაგეხუტები_ ვიბუტები და საწოლიდან ვდგები.ფეხები მტკივა გუშინდელის გამო ალბად,იმდენი ვიარეთ რომ კიდევ კარგად ვარ.სააბაზანოსკენ ბარბაცით მივდივარ
- რა გჭირს?_ გვერდზე მიდგება და ხელს მხვევს
- არ ვიცი კუნთები მტკივა საშინლად იქნებ წყალმა მიშველოს_ მხრებს ვიჩეჩავ
- კარგი შედი და იცოდე თუ კიდევ გეტკიება მითხარი რამეს ვიზავ
- მზრუნველი_ ჩავილაპარაკე და სააბაზანოში შევედი.

******

  წყალმა მართლაც მიშველა აღარ მტკივა.საუზმის მერე გადავწყვიტეთ ფილმისთვის გვეყურებინა ფეხები ჯონქუქის კალთაში ჩავდე მან კი მასაჟის გაკეთება დაიწყო.ხმამაღლა გავიცინე ტერფებზე რომ თითი ამისვა
- გეყოფა_ სიცილით ვუთხარი
- გვიანია ჯიმინ მოდი აქ_ კალთაში მისვავს და მუცელზე მიღიტინებს მეც მთელ ხმაზე ვყვირივარ.
- როგორც ვხედავ კარგად ერთობით_ ოთახში ევა შემოდის,ჯონქუქიც ჩერდება,ორივე მას ვუყურებთ_ რა სახეები გაქვთ ჯიმინ წავიდეთ?_ ცოტა ხანს ჯონქუქს მივაშტერდი ახლა საერთოდ არ მინდოდა სადმე წასვლა და მისი დატოვება მან მხოლოდ თავი დამიქნია და ბოლოჯერ ჩამეხუტა.შემდეგ კი მოვემზადე და ევასთან ერთად დავტოვე სახლი.

*****

  ნახევარი საათის მერე ერთ სასტუმროში მივედით,ევა მაშინვე მეცა როგორც კი კარი დავკეტეთ.გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდით საწოლში, ისე არაფრის თავი არ მქონდა თუმცა მაინც...

აკრძალული ხილი🍎Donde viven las historias. Descúbrelo ahora