თავში ბურუსია ევა ვერაფერს ხვდება რა გააკეთოს.მის წინ დგას ადამიანი რომელიც სიგიჟემდე უნდა.ხო უნდა რადგან არ იცის ამ გრძნობას რა უწოდოს.მთელი სხეული ითხოვს მიეკრას თუმცა როგორ ან რანაირად როცა ამდენი თვალი უყურებთ და თანაც არ იცის რა რეაქცია ექნება ჯიმინს.ხელს ართმევს და ჯონქუქს უთმობს გზას ჯიმინისკენ.
ჯონქუქი არც კი ხრის წარბს ისე მიდის ჯიმინისკენ და ხელს უწვდის.
- მიხარია რომ ისევ შევხვდით_ ჯიმინი იბნევა არ იცის რა უპასუხოს ჰგონია რომ ცოტა უხერხული სიტუაცუაა
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ?_ სონიას ინტერესი სჭამს
- აჰ დიახ მე და ჯონქუქი მეგობრები ვართ_ პასუხობს ჯიმინი და ვარდისფერ ოდნავ სველ ტუჩებს უფრო ასველებს თავისი ენით.ჯონქუქს ეს საქციელი არ გამოჰპარვია და ახლა მზადაა მივარდეს და დაუკოცნოს მისთვის გამზადებული და მაცდურად მაყურებელი ტუჩები.მზად არის მივარდეს ისე როგორც ველური მტაცებელი ებრძვის თავის მსხვერპლს და მხოლოდ ძვლებს უტოვებს,უნდა გულში ჩაიკრას და აღარ მოიშოროს სანამ თვითონ არ ეტყვის,ან საერთოდაც არ ეტყვის.ის გრძნობს,მან იცის,მის ფიქრებში არის ის აზრი რომ ჯიმინს მოსწონს! მოსწონს დანამდვილებით იცის ამას მის სიტყვებში,მის ქცევებში,მის თითოეულ გამოხედვაში და ყველაზე მთავარი მის თვალებში ხედავს,ანგელოზის თვალებში რომლებმაც წამებში მონუსხეს და ახლა სულ მათ ნახვას ცდილობენ.ჯონქუქმა იცის რომ მას აქვს უნარი ადამიანი დანახვისთანავე მოხიბლოს ამიტომაც ჰყავდა უამრავი ,,გასართობი" თუმცა!მას არ უგრძვნია მათ მიმართ მსგავსი რამ არც ერთის მიმართ.ჯიმინი კი სხვაა ის გამორჩეულია იმათგან ვინც კი მას მოსწონებია.მართალია ჯონქუქი ჯიმინს მხოლოდ სამჯერ შეხვდა და ნორმალურადაც არ ულაპარაკიათ თუმცა მან უკვე მოახერხა ჯონქუქის მოჯადოვება.
ჯონქუქი ვეღარ ითმენს და ხმამაღლა ამბობს
- წავიდეთ საყიდლებზე ისედაც ბევრი საქმე გვაქვს და თქვენის ნებართვით მე,ევა და ჯიმინი ერთად წავალთ
- იყოს ასე დანარჩენები ერთად წავიდეთ მანქანას გამოვიყვან_ თქვა სიჰიონმა და გარეთ გავიდა უკან სონია და მამაც გაყვნენ.
ჯონქუქი მაშინვე ჯიმინთან მივიდა და მოურიდებლად ჩაჰკიდა ხელი,ჯიმინი ოდნავ შეცბა ვერ გაეგო რა ხდებოდა მაგრამ აღარ შეეწინააღმდეგა ჩათვალა რომ ეს უზრდელობა იქნებოდა,ჯონქუქმა ხომ უბრალოდ ხელი ჩაჰკიდა მეგობრულად ან საერთოდ სხვა რა უნდა იფიქროს?ჯიმინი თავს აქნევს და უარყოფით აზრებს იშორებს.ჯონქუქი მაგრად კიდებს ხელს და კარში გადიან.ჯერ კიდევ შოკირებული ევა რომელიც ჯიმინის გამიჩენაამ ჩააგდო შოკში გონზე მოდის და ორ ,,მეგობარს"უკან მიჰყვება.სიჰიონის მეორე მანქანაში ჯონქუქი ჯდება საჭესთან გვერზე ჯიმინს ისვავს უკან კი ევა იკავებს ადგილს და თითებს დაჰყურებს ისეა ფიქრებში გადავარდნილი სხვას ვერაფერს ვუწოდებთ ამას გარდა ორმოს საიდანაც ვერ ამოდის ისეა ჩაფლული.ფიქრი მისი განუყოფელი ნაწილი გახდა და ამას ევაც ხვდება,მაგრამ არ შეუძლია არანაირად არ შესწევს ძალა ამას შეებრძოლოს და ფიქრები განდევნოს იქ მაინცაა წყნარად და ამას ვერ დაუშლის საკუთარ თავს.
ჯიმინს ერთი სული აქვს ევასთან განმარტოვდეს და ამდენი ხნის გრძნობებით შეეგებოს მისი სხეული.მას ქმარი ჰყავს! დღეს გაიგო? არა ჯიმინმა თავიდანვე კარგად იცოდა და ახლაც იცის თუმცა უკან არ დაიხევს რაც არ უნდა მოხდეს არ დაიხევს.ევა მისი გახდება ეს გრძნობა სულს უჭამს და მზადაა მიიღოს გული ეტკინოს მაგრამ არ გაუშვას! არც გაუშვებს! რადგან ეს გადაწყვეტილება ძვალ-რბილში გაუჯდა მისი უკან ამოღება კი შეუძლებელია.მეტიც ჯიმინმა ის გააკეთა რაც არ უნდა ექნა მას ეს არ უნდა დაეშვა! არავითარ შემთხვევაში თუმცა მოხდა! ახლა კი გვიანია! იცით რაარის ეს დანაშაული? ჯიმინმა საკუთარ თავს გაუმხილა,არა უფრო სწორად თავის თავთან აღიარა ეს სიტყვები კი ღამით წარმოთქვა როცა ფიქრებში იყო ჩაძირული. ,,მე ევა მიყვარს" გაისმა მის გონებაში და ამ ღამით თვალი ვერ მოხუჭა მეორე დღეს კი დილიდანვე მის საყვარელ ქალს თვალებში ჩახედა.ჯიმინმა ეს ბედისწერათ ჩათვალა ესეიგი მართლა უყვარს და არც ღმერთია წინააღმდეგი მათი ურთიერთობის.ჯიმინს ყოველთვის ეჩვენებოდა ხოლმე რომ ლოგიკურად ვერ მსჯელობდა თუმცა ახლა ეს ლოგიკა 100%-იანი იყო.მან არ იცოდა რომ დედამისი ევას მამაზე უფროსწორად ევას ,,მამამთილზე"ქორწინდებოდა,მაშინ ისე სძულდა ეს ფაქტი მაგრამ ახლა უხარია.უხარია რომ მისი საყვარელი ქალის გვერდით იქნება.ოთხი შეხვედრა და გულის დამსხვრევა სიყვარულის ნაწილაკებად ეს ყველაფერი მისთვის ძალიან ბევრია თუმცა ჯიმინს ეს თამაშიც მოსწონს და ევას სიყვარულიც.
მანქანას სავაჭრო ცენტრთან აჩერებს და ჯიმინს კარს უღებს,შემდეგ ევას.ახლა სამივე გარეთ ელოდებიან სიჰიონის მანქანას.ისიც მალევე მოდის და გადმოდიან.
- მოკლედ მე სონია და ბატონი შინი(სიჰიონის მამა)ერთად წავალთ და ავარჩევთ საქორწილო ტანსაცმელს დანარჩენები კი გაიყავით და ისე აარჩიეთ ზემოთ რომ მოვრჩები დაბლა მოგეხმარებით სხვებსაც_ განაცხადა ჯონქუქმა და ბატონ შინსა და მის საცოლეს შენობაში შეუძღვა.
- ჯიმინ, ევა თქვენ წადით მე ჯერ ვერ ამოვალ დღეს ჯინვუ მოდის და მატარებლების სადგურზე უნდა დავხვდე წერილი გამომიგზავნა, ფოსტიდან მომიტანეს სანამ სახლიდან გამოვიდოდით მოვალ თანაც მასაც წამოვიყოლებ
- კარგი სიჰიონ მშვიდობით მოდით არ მანერვიულო_ მშვიდად პასუხობს ევა.სიჰიონი მანქანას ძრავს და მიდის.
- ჯინვუ ვინაა?
- სიჰიონის დაა წამოდი ავიდეთ
- ევა _ ჯიმინი ხელს უჭერს და თავისკენ აბრუნებს.ევა ამ შეხებისგან შოკში ვარდება ისე სასიამოვნოთ შეეხო ეს თბილი თითები მის გაყინულ კანს.
- რა?_ გაბრაზებული ეკითხება თითქოს ჯიმინი იყოს რამეში დამნაშავე.
- მომენატრე_ ჯიმინი ევას თვალებში იკარგება.ევა მზერას არიდებს და ხელს უხეშად ,,გლეჯს" მისი ხელიდან.შენობაში შედის.ჯიმინი ოხრავს და უკან მიჰყვება.მეორე სართულზე ადიან კიბეებით.დერეფანში გაშლილ დახლებს მიუყვებიან და ქალების ტანსაცმლის სექციაში შედიან.ევა რაღაც კაბებს არჩევს და გასახდელში შედის.
ჯიმინიც ათვალიერებს ვინმე ხომ არ უყურებთ და ევას ფარდას სწევს მხოლოდ თეთრეულში (ანუ საცვლებში) გამოწყობილ ევასთან შედის და ზედ ეკრობა ისედაც ვიწრო კაბინაში.ქალი ჯერ იბნევა თუმცა როცა ჯიმინი თითებს ნაზად ასრიალებს მის თეთრ ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე მაშინვე დუნდება და გრძნობებს მიჰყვება.მშიერივით კოცნის ტუჩებში.ჯიმინი ჯერ კრთება თუმცა მალევე გონს მოდის და კოცნაში ყვება.ხელებს ქალის თეძოებზე ათავსებს და თავისკენ მაგრად ქაჩავს რასაც ევას ოდნავ წამოკვნესება მოჰყვება ხოლმე. მათი ენები ერთმანეთში იხლართებიან და სინქრონში მოძრაობენ.ევა ლამისაა მოკვდეს და ამ გრძნობას გადაჰყვეს ოღონდაც არ გაჩერდნენ,გონებაში ითხოვს რომ არ შეჩერდნენ.უკვე ფეხებზე ჰკიდია რომ ქმარი ჰყავს და ქორწილისთვის ემზადებიან ოღონდაც აქ და ამ წამსვე დანებდეს ჯიმინს.ჯიმინიც თითქოს ჯინაზეც უფრო ეჭიდება თეძოებზე და ყელზე გადადის კოცნებით.ევა სიამოვნების მორევში ისეა გადავარდნილი რომ ვერც კი იაზრებს როგორ რჩება ჯიმინის მიერ სულმთლად შიშველი.ჯიმინი ჯერ ათვალიერებს ურცხვად ევას სხეულს შემდეგ ოდნავ იღიმის და კოცნას აგრძელებს.ევას წამიერად გამორთული ტვინი ერთვება და ჯიმინს იშორებს.
- მაპატიე არ უნდა მექნა უბრალოდ თავი ვერ შევიკავე_ ჯიმინი სიტყვებს ერთმანეთს აყრის.ევა მხოლოდ იღიმის და ეუბნევა
- არაუშავს მეც ვერ გავუძელი _ ნაჩქარევად იცვამს.
- იმედია გავიმეორებთ ოღონდ ბოლომდე
- მეც ამის თქმა მსურდა_ გამომწვევას ეუბნევა ევაც.ჯიმინს ცოტა გაუკვირდა პირველ ჯერზევე რომ დასთანხმდა.არ დაიბნა და კითხვა დაუსვა რომელიც სწვავდა
- მოგწონვარ?_ ევა ასეთმა უეცარმა შეკითხვამ დააბნია და მაინც გასცა პასუხი
- ხო,ვიმედოვნებდი რომ ამას პირველივე ჯერზე მიხვდებიდი თუმცა...
- ჩშშ..._ ტუჩებზე ხელი ააფარა და ისევ აკოცა თუმცა ხანგრძლივად არა.მალევე მოსწყდა მის ბაგეებს და გარეთ გავიდა,ევა კი მარტო დატოვა.ევამ მზადება დაიწყო როცა გონს მოვიდა.
ჯიმინი ბიჭების სექციაში უსიცოცხლოდ დაიარება და ვერაფერს ვერ არჩევს,ყველაფერი მოსაწყენია ეხლა მხოლოდ ევასთან ყოფნა უნდა.აი გამოჩნდა თავისი ზომა პიჯაკიც თუმცა ისევ მაღლა თაროზე.ჯიმინი გულში სწყევლის ამ მაღალ ადგილებს რადგან თვითონ დაბალია არც ისე თუმცა მაინც. ოხრავს და ყუთებზე დგება რომლებიც ნახერხითაა სავსე და შიგ ახალი სათამაშოები დევს მაგრამ ამ სექციაში რა უნდა თვითონაც ვერ ხვდება.მაღლა იწევა აი სულ სამი სანტიმეტრიც და...ფეხი უცურავს და ჰაერშივე ხვდება რომ დღეს რამის მოტეხვას ვერაფრით აცდება.თუმცა მას ძლიერი მკლავები იჭერენ რომლებიც წელზე სარტყელივით ჰყავს შემოჭდობილი.ჯიმინი ჰაერშივე დახუჭულ თვალებს ნელა ახელს და ჯონქუქის სახეს აწყდება.თვალებში უყურებენ ერთმანეთს და ამით თითქოს ორივე ტკბება.ალბათ უფრო ჯონქუქი რადგან ჯიმინი ჯერ ვერ ხვდება რატომ აქვს ასეთი რეაქცია.ჯიმინი მზერას არიდებს და ეხლა უკვე ჯონქუქის ტუჩებს უყურებს რომელიც ასე მადის აღმძვრელად უყურებენ ელოდებიან როდის დააგემოვნებს ვინმე.მაგრამ ჯიმინი ხვდება რომ სულელურად იქცევა მას ხომ ქალები მოსწონს მას ევა უყვარს! ხო უყვარს მისმა ქვეცნობიერმაც და თავისმა ყველა ,,მე"- მ იცის რომ მას ევა უყვარს.ხვდება რომ ჯონქუქის მკლავებში უკვე დიდი ხანია მომწყვდეული ჩიტივით და გათავისუფლებას ითხოვს.ჯონქუქიც ნელა სვავს და ჩიტს გალიიდან უშვებს.
- მადლობა_ სუსტი ხმით ხრიალებს ჯიმინი.ჯონქუქი იბნევა თავს აქეთ-იქით აქნევს თითქოს უნდა რაღაც უარყოსო და ჯიმინს ეუბნევა
- რამე აარჩიე?_ თემას ცვლის და ამას ჯიმინიც ამჩნევს
- აი ის_ თითს იშვერს ჯონქუქს კი ეს საოცრად ებავშვება და საყვარლად ეჩვენება.
- ვერ მიწვდი ხო?_ იცინის და ჯიმინიც სანაცვლოდ მხარში ოდნავ ურტყავს
- ნუ დამცინი
- ბოდიში უბრალოდ საყვარელი ხარ_ ჯიმინი თვალებს აჭყიტავს და ისე უყურებს ჯონქუქს,ჯინქუქიც ხვდება რომ უხერხულად გამოვიდა
- კარგი მოდი დაგეხმარები მერე კი შენ ამარჩევინე გაწყობს?
- კი მაწყობს_ ორივემ გაუღიმეს ერთმანეთს და დაიწყეს ტანსაცმლის არჩევა.
VOUS LISEZ
აკრძალული ხილი🍎
Fanfiction- რა მოხდება თუ ახლა ავდგები და ტუჩის კუთხეში გაკოცებთ? - არაფერი - მაშინ რა მიშლის ხელს? - ის ფაქტი რომ შესაძლებელია მეც გიპასუხო კოცნაზე - მოხარული ვიქნები - მაგრამ ჩემი ქმარი არა * * * - ახლა ავდგები და გაკოცებ - არა არ მაკოცებ - რატომაც არა? ...