შეხვედრა🍎

418 52 10
                                    

  Eva' pov

  ბიბლიოთეკიდან როგორც კი გამოვედი ღრმად ჩავისუნთქე და ცივ ჰაერს მივეცი უფლება ჩემს ფილტვებში შეეღწია,სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე როგორც კი იქაურობას გამოვეცალე. გული რვაჯერ უფრო გამალებით მიცემდა ეს ძველი მივიწყებული გრძნობა იყო,ის გრძნობა კი არა დაღლის შედეგად რომ ღრმად სუნთქავ არა ეს სხვა რამ იყო რაზეც პასუხს ვერც მე ვცემდი საკუთარ თავს,მაგრამ დანამდვილებით ვიცი ეს მხოლოდ ჯიმინთან სიახლოვისას მემართება.ფიქრებიდან მკლავზე შეხებას გამოვყავარ,თვალებს ვახელ და ჯონქუქის მზერას ვეჩეხები რომელიც დაბნეული მიყურებს
- ევა ხომ კარგად ხარ?_ განერვიულებული მეკითხება
- კი კარგად ვარ უბრალოდ ძალიან იყო ბიბლიოთეკა ჩახუთული_ ვეუბნევი და გზას ვაგრძელებ
- ჯიმინი ვინ არის?_ ღიმილით მეკითხება
- ის...ის უბრალოდ ბიჭია_ დაბნეული ვპასუხობ
- ჰმმ, მე კიდევ არ მეგონა ბიჭი თუ იყო_ სარკაზმით ამბობს და იცინის,მკლავში ოდნავ ვურტყავ
- ეს არ მიგულისხმია და კარგად იცი,ის უბრალოდ ჯიმინია რომელიც ყოველდღე ჩვენს ბიბლიოთეკაშია_ იმის მიუხედავად რომ ჯიმინი მხოლოდ სამჯერ ვნახე ბიბლიოთეკაში მაინც ვცრუობ და ვამბობ იმიტომ რომ ეგონოს ხშირი სტუმარია.
- საოცრად ზრდილობიანია და თანაც მიმზიდველი_ ამოიხვნეშა და მე შემომხედა_ და ასე მგონია სიჰიონი არ გიყვარს
- რა სისულელეა! რა თქმა უნდა სიჰიონი მიყვარს ის ხომ ჩემი ქმარია
- მაგრამ ჯიმინი?_ წარბაწევით კითხულობს
- ჯიმინი? ხუმრობა არ გამოგდის მე ქმრის ერთგული ვარ და რატომ გგონია რომ მე ჯიმინი..._ სიტყვა ვერ დავასრულე რომ ჯონქუქმა შემაწყვეტინა
- არ ვიცი ალბად მის ადგილზე რომ გინდოდა დაჯდომა_ თავი მოიქავა
- არა ის ადგილი უბრალოდ ძალიან მყუდროა და ერთადერთი ადგილია სადაც წყალი არ წვეთავს სახურავიდან_ სიცილით ვთქვი და მასაც გაეცინა
- კარგი ამაზე გვეყოს და ბავშვი? გყავს? ერთხელაც არ გიხსენებია_ მისი სიტყვები უცნაურად ჟღერდა გონებაში ამაზე ხომ ბევრი მიფიქრია მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია რომ არ შემიძლია ვთქვა რომ მყავს პატარა არსება რომელიც მთელი გულით მიყვარს ამიტომ ასეთ ტყუილს მირჩევნია სიმართლე ვთქვა
- ბავშვი *ჩაცინება* მე ის არ მყავს და არც არასდროს მეყოლება
- ეს როგორ?
- სიჰიონი უშვილოა აი ასე _ თავი ჩავხარე,ჯონქუქმა ხელები ლოყებზე მომადო და თავი ამაწევინა
- არ ინერვიულო ყველაფერი მოგვარდება მე ვიცი
- ნეტავ მართლა ასე იყოს_ სახლსაც მივუახლოვდით_ აი მოვედით_ ხელით ვანიშნე სახლზე
- მაშინ ვნახოთ შენი სიჰიონი მომენატრა მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ გვიჩხუბია ბავშვობაში
- შენი ნებაა მობრძანდი_ კარი შევაღე.მისაღებში შევედით და მდივანზე დავსხედით.ცოტახანში სიჰიონის მამაც გამოჩნდა
- ეს ბიჭი ვინ არის?!_ მეკითხება ისევ ბრაზით აღსავსე ტონით
- ჩემი მეგობარია მამა
- ჰმმ და სიჰიონმა იცის მაგ შენს მეგობარზე?!
- დიახ მამა ისიც იცნობს
- მაშინ წავალ მე საცოლეს უნდა შევხვდე_ თქვა და კართან მივიდა რომ ჯონქუქმა ,,ჩაიფხუკუნა" მამაც გაჩერდა და შემოგვხედა
- რაზე იცინი ახლაგაზრდავ
- ბოდიშით ალერგია მაქვს_ მამამ პასუხი არ გასცა და ისე გავიდა.მე მაშინვე ჯონქუქს შევხედე რომელიც სიცილისაგან სულმთლად წითელი იყო
- რაზე იცინი?
- საცოლე? ამ ხნის კაცი და საცოლე?_ ისევ სიცილს აგრძელებს
- ის არაა მოხუცი სამოცი წელი არაა დიდი დრო რომ მოგინდეს იმ ადამიანის გვერდით ყოლა რომელიც ყველაფერში მხარში დაგიდგება
- გამოცდილი ქალივით ლაპარაკობ
- ასეცაა შენი წასვლის მერე მაშინვე გამათხოვეს
- ასე მალე?
- ხო ეს არ იყო ჩემი არჩევანი,ადამიანს რომელსაც იმ დროს საუკეთესოდ ვთვლიდი უბრალოდ მოვუყევი სიჰიონზე მან კი ოჯახს გააგებინა და აი ასე სწარაფად გავთხოვდი
- არ უნდა დამეტოვებინე ნეტავ შემძლებოდა თან წამეყვანე_ თავი დახარა
- მაშინ ხომ პატარა იყავი ამაზე არ იდარდო_ მხარზე ხელი დავადე_ მე აღარ მყავს ძმა მაგრამ იმედია შენ გამიწევ კომპანიას მის მაგივრად
- და-ძმები რისთვის არიან_ თავზე გადამისვა ხელი და თავისკენ მიმიხუტა.დრო მალე გავიდა ამასობაში მე და ჯონქუქმა ეზოში ვისადილეთ,ქუჩაში გავისეირნეთ,შემდეგ ისევ სახლში დავბრუნდით და ახლა ჩაის ვსვავთ.ოთახში კარის ჩხაკუნი გაისმა და სიჰიონი შემოვიდა.როგორც კი დაგვინახა სახე შეეცვალა და მოიქუფრა,ხოლო შემდეგ არ ვიცი რა როგორ მოხდა და ხელებგაშლილი ჯონქუქს გადაეხვია,სიხარულისგან კი სიცილი დაიწყო
- ჯონქუქ რამხელა გაზრდილხარ,აქამდე არ უნდა გენახეთ?!_ ზუგზე ხელს უსვავდა.ვერაფერი ვერ გავიგე ასე როგორ შეიცვალა ორ დღეში რომ იცინის.
- დასხედით და მე ყავას მოგიდუღებთ_ ვუთხარი ორივეს და სამზარეულოში გავედი.დაახლოებით ათ წუთში მათთან ორი ფინჯნით დავბრუნდი და მუხის პატარა მაგიდაზე დავუწყე,მეც იქვე დავჯექი.
- ანუ ჯონქუქ გუშინ ჩამოსულხარ?!_ ამბობს სიჰიონი და ფინჯანს ხელში იღებს
- ხო ასეა
- რამდენი ხნით? იმედია სამუდამოდ
- გეთანხმები,მართლაც აქ ვრჩები და ვგონებ სამუდამოდ_ ღიმილით მოსვა ყავა ჯონქუქმა
- და სახლი? შეიძინე?
- აჰ სახლი,ჩემი მშობლების სახლი ისევ აქაა,ამიტომ გადავწყვიტე გავარემონტო,მუშები ხვალიდან იწყებენ სამუშაოებს,ჩემი დაგროვილი თანხით სახლს შევაკეთებ,მერე კი ალბათ რაიმე სამუშაოს დავიწყებ
- ალბათ დიდ დროს წაიღებს რემონტი,მანამდე სად იქნები?_ მრავლისმეტყველად შეხედა ჯონქუქს,ამ უკანასკნელმა ჩაიცინა და ისე გააგრძელა
- ამჟამად ასე ვთქვათ სასტუმროს შევაფარე თავი,მერე კი გადავალ
- ჰმმ_ სიჰიონი ხმას არ იღებს.ჯონქუქი მშვიდად სვავს ყავას  შიგადაშიგ თვალს აპარებს და მიღიმის,მის ბავშვურობაზე მეც მეღიმება და თვალს ვარიდებ.ცოტახანში შიშისგან შევხტი იმხელაზე წამოყვირა სიჰიონმა
- ჩვენთან დარჩი
- აჰჰ იცი მე არ შემიძლია მე...
- არა ძალიან გთხოვ ევას ხათრით მაინც_ სიტყვა გააწყვეტინა
- არ ვიცი_ ჯონქუქმა თავი მოიქავა
- კარგი რა მეწყინება იცოდე,ამით დაგეხმარები თანაც ხომ ხედავ რამხელა სახლია დავეტევით,ჩემი ცოლის ბავშვობის მეგობარს თუ არ დავეხმარე აბა მეტი ვიღას დავუდგე გვერდით_ ჯონქუქი ცოტახანს დაფიქრდა მერე ღრმად ამოისუნთქა და თავი დაიქნია
- კარგი სიჰიონ რადგან ასე მთხოვ,მაგრამ ერთი პირობით
- ბრძანე
- ქორწილის დაგეგმვაში მე გეხმარებით
- როგორც გინდა მაინც ვერ ვიპოვით შენზე კარგ დამხმარეს თანაც გენდობი
- მადლობა ნდობისთვის
- თქვენის ნებართვით მე მაღლა ავალ ვიბანავებ,ჯონქუქ შენი ნივთებისთვის ვინმეს გავგზავნი თუ გინდა
- არა იყოს მე წავალ
- ევა თუ გსურს შეგიძლია შენც გაყვე მე მაინც უნდა გავიდე ისევ საღამოს დავბრუნდები
- კარგი სიჰიონ მადლობა_ სიჰიონმა თავი ღიმილით დაგვიკრა და მაღლა ავიდა
- კარგი ქმრის ხელში ყოფილხარ_ ჯონქუქი მხარში მირტყავს( მეგობრულად)
- ხო აბა რა,წამოდი წავიდეთ_ ორივენი ქუჩაში გავედით და ნელა გავუყევით გზას მანქანების გაჩერებამდე.რაღაც არ მჯერა  რომ სიჰიონმა ასეთი რამ შესთავაზა ჯონქუქს,ადამიანები იცვლებიან! ეს თეორია მოსმენილი ბევრჯერ მაქვს მაგრამ ასე ძალიან და თანაც ორ დღეში არ მჯერა.გაჩერებამდე მივედით რომ ნაცნობი სილუეტი შევნიშნე.
- ჯონქუქ მოდი მე შევალ ამ მაღაზიაში გზისთვის ტკბილეულს ვიყიდი და მოვალ_ ხელი მაღაზიისკენ გავიწოდე
- კარგი შედი და მალე გამოდი მე იქ დაგელოდები
- კარგი_ მაშინვე მაღაზიაში შევედი და ნერვიულად დავიწყე ტკბილეულის არჩევა რაც შემეძლო ნელა ვარჩევდი რომ წასულიყო,მაგრამ რაღაც ნაწილით მინდოდა რომ მთელი სხეულით ავკრობოდი ზედ და სიამოვნებისგან მოვმკვდარიყავი.თუმცა აზრები მალევე გამეფანტა როცა  გამყიდველმა ხელი მომკიდა რომ სხვებიც გამეტარებინა სალაროსთან

  Jungkook's pov

ევა მაღაზიაში განერვიულებული შევიდა და ვერც მივხვდი რატომ.გაჩერებასთან მისულს ჯიმინი დავინახე,როგორც ჩანს თვითონ ვერ შემნიშნა.ნელა მივუახლოვდი და მხარზე ხელი დავადე,უცბად შემოტრიალდა და სახეში რაღაც შემაყარა.ისე დამეწვა თვალებზე მოვივლე ხელები და ყვირილი დავიწყე
- ახხ ჯანდაბა მეწვის
- ჯჯ...ჯ..ჯონქუქ?_ ენის კანკალით თქვა ჯიმინმა და ხელებზე მომკიდა.
- რა დავაშავე ჯიმინ?_ სიცილით ვუთხარი
- ხელები ჩამოსწიე უფრო დაგეწვება მანახე_ ხელები ჩამოვწიე.ის სახესთან გამითანაბრდა,ახლოს მოიწია სულ რამოდენიმე სანტიმეტრით ჩვენს ტუჩებთან,ამ დროს მისი სავსე და ვარდისფერი ტუჩები შეიხსნა და სული შემიბერა რაღაც გაურკვეველი ფხვნილის შეყრის გამო.წვაც დამავიწყდა მხოლოდ მის ტუჩებზე მქონდა გადატანილი ყურადღება.ჯონქუქ გამოფხიზლდი ის ფაქტი რომ გეი ხარ არ ნიშნავს იმას რომ ახალ გაცნობილ ბიჭს თვალი დაადგა და თანაც იმას ვის ორიენტაციაშიც დარწმუნებული არ ხარ.ჯიმინი საერთოდაც არ გავს ბიჭს რომელსაც თავისი სქესის ადამიანი და თანაც მე მოვეწონები,ასე რომ დაივიწყე.
- ჯონქუქ ახლა კიდევ გეწვის?_ ღიმილით მეკითხება ჯიმინი,მის შემხედვარეს მეც მეღიმება და თავს უარის ნიშნად ვაქნევ
- არა გამიარა მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რა შემაყარე
- აჰ ეს თავის დასაცავად მაქვს რაღაც ფხვნილია სახელი არც ისე ადვილი დასამახსოვრებელი მე მას დაბრამავება დავარქვი_ ხმამაღლა გაიცინა და მისი მშვენიერი თვალები წამშივე დაიკარგა
- რათ გინდა თავის დაცვა,უფრო სწორად ვისგან იცავ თავს?
- ამასწინათ გამქურდეს ქუჩაში,ცოტა არ იყოს შევშინდი და ეს ფხვნილი შევიძინე როგორც მირჩიეს.
- მეგობრების რჩევა?
- არა მე ისინი არ მყავს ეს ზედმეტი თავის ტკივილია_ შუბლი მოისრისა
- მაგრამ მე...
- ხო შენ უკვე მეგობრად ითვლები თანაც დანაშაულს ამით გამოვისყიდი _ ისევ გაიცინა შემდეგ მხარზე ხელი დამადო და მითხრა _ კიდევ შევხვდებით ჯონქუქ კარგად
- კარგად_ მისი ხელი ჩემს სხეულს მოშორდა და წავიდა.თვალის დაუხამხამებლად ვუყურებდი და საერთოდ ვერ ვხვდებოდი ასე მალე როგორ გამოიწვია ინტერესი ჩემმა გონებამ მისდამი .უკნიდან ვიღაცის ხელი ვიგრძენი ზურგზე და მივტრიალდი
- აბა ჯონქუქ არ წავიდეთ?_ მკითხა ევამ და ხელში რომ ეჭირა ის პარკი ააშრიალა.
- წავედით...

შემიფასედ😊🙏❤

აკრძალული ხილი🍎Donde viven las historias. Descúbrelo ahora