სიმარტოვე...
სიშავე და ყველაფერი რაც შავია ვერ ვიტან ამას.
მაგრამ მიწევს შევეგუო იმას რომ მარტოსული ვარ...
გამარჯობა!
მე ლიზა ვარ.
გოგო რომელიც დაიბადა მხოლოდ იმისთვის რომ იფიქროს.
არაჩვეულებრივი დაწყებაა არაა?
უკვე ყველას დეპრესიაში მყოფი მახინჯი და თავისი თავის მოძულე თინეიჯერი ვგონივარ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ესე არ არის.
1.67 სიმაღლეში, ყავისფერი თმა და ბლაბლაბლა...
ვის აინტერესებს ჩემი გარეგნობა?
არავის.
მთვარე და ვარსკვლავები აი რა მაწყნარებს და მამშვიდებს.
თუ გინდათ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, ვარსკვლავებზე და საერთოდ ცაზე უნდა მელაპარაკოთ.
მგონია რომ სხვა სამყაროში გადავდივარ როცა მათ ვუყურებ და ვლაპარაკობ მათთან ერთად.
მაგარამ სამწუხაროდ ქალაქში ისინი იშვიათად ჩნდებიან ცაზე, გამონაბოლქვის და კიდევ ბევრი საშინელი რაღაცის გამო ისინი დიდად თავს არ მაწყენენ, მაგრამ სოფელში ისინი ყველაზე კარგად ჩანან.
ყოველი საღამო ვარსკვლავებზე ყურებაში იწყება და მთავრდება შეიძლება ყოველ დღე არაა მაგრამ ძალიან ხშირად. მათთან ლაპარაკი და ლაყბობა ყველაზე კარგია ჩემს ცხოვრებაში.
იშვიათად გარეთ არ გამოვიდე და მათ სილამაზეს არ დავაკვირდე, პირობებიც ხელს მიწყობს მაღალ სართულზე ვცხოვრობ და თავი მათი მეგობარი მგონია..
უცნაურია არა? მაგრამ ეს ხომ მე ვარ, თვით უცნაური ადამიანი.
რაც ცოტა განსაკუთრებულსაც მხდის.
(არაა საერთოდ, ძალიან ჩვეულებრივი ვარ)
\\\\\\\\\\\\\\\\\\
-ლიზი რა გინდა მანდ შემოდი! მიყვირის დედა და გაოგნებული სახით მიყურებს.
-რა არის? მერე რა რომ გარეთ მინდა ყოფნა! შევუღრინე და ზურგი ვაქციე მას.
-თავში ქვა გიხლიაა! ჩაიბურტყუნა დედამ და დაუბრუნდა საჭმლის კეთებს.
-აუუ ლიზი შემოდი რა.
ახლა ჩემი ძმა გამოესარჩლა.
-რატომ შვილო რა გინდა? გავხედე მას.
-აივნის კარები უნდა დავკეტო და მეცოდები აქ ხომ მარტო იქნები..
-არაუშავს დაკეტე! ისევ ვაქციე მას ზურგი და ცაზე ვარსკვლავებს შევხედე.
ოქტომბერის შუა რიცხვებია მაგრამ ამისდა მიუხედავად მაინც თბილა, რა თქმა უნდა იცის რაღაც ცივი ნიავი ამ ბოლო დროს.
გარეთ პლედიანად გავდივარ რადგან ასეთი ცივი ნიავის დროს ყოველთვის მაჟრჟოლებს ტანში ზამთარში ვეღარ შევძლებ ხშირად გამოსვლას გარეთ ამიტომ დროს ვინაზღაურებ.
-ვარსკვლავებო...
ჩავიბურტყუნე და ტელეფონს დავხედე სადაც არავისგან არაფერი იყო მოწერილი.
მეგობართან ჩხუბის მერე თითქოს უფრო სხვანაირი გავხდი, მაგრამ ვიცოდი რომ მას არ შევურიგდებოდი ძალიან შეიცვალა და ყველანაირად დაიწყო ჩემთვის ზურგის ქცევა.
შეიძლება ასეთიც არ ვარ, მომენტებში ძალიან მხიარული და ცანცარა ვარ მაგრამ როცა ცუდად ვარ მხოლოდ თავთან ლაპარაკი მშველის.
ახალი მეგობარი კი(თუ შეიძლება რომ მეგობარი ვუწოდო)..
ის განსაკუთრებულად განსხვავებულია.
სიგარეტს ეწევა არადა იცის რომ ამის გამო ცუდადაა, ამბობს დანებება მინდაო მაგრამ თავს ვერ ართმევს.
საწყენია..
შევდივარ მის მდგომარეობაში ვიცი როგორი ძნელია როცა გინდა რაღაცას თავი გაართვა და არ გამოგდის.
ზოგჯერ ბრძნულად ლაპარაკობს არადა მგონია რომ ისეთი ჭკვიანი არ არის როგორც თავს ასაღებს,
ღმერთის არ სწამს ათეისტია, და ყოველთვის ცდილობს დამაჯეროს რომ ის მართლაც არ არსებობს. მაგრამ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს მე კი ღმერთის ყველანაირად მჯერა.
კარგი მოლაპარაკეა ყველაფერზე დაელაპარაკები მას, ეს კი მის ასეთ საქციელს ფარავს.
ენა არ ებმება და მშვენიერი მოლაპარაკეა როგორც ვახსენე.
ჰმმ მეგობრად გამოდგება? რა ვიცი ალბათ...-როგორი ძნელია კარგი მეგობრის პოვნა! მაგრამ იქნებ მე ვარ ცუდი.
მე ვერ მეწყობა ვერავინ, და მე ვარ ასეთი უტვინო ადამიანი.
უცებ დედას სიტყვები გამახსენდა: იქნებ შენც ხარ დამნაშავე!
მოვიწყინე და
ისევ დავიწყე ბურტყუნი. ვარსკვლავებს დავაკვირდი რომლებიც ერთმანეთში ირეოდნენ სიმრავლის გამო.
-ასტროლოგები როგორ იმახსოვრებენ თქვენს სახელებს? ძალიან ბევრნი ხართ.
მიმოვიხედე და ჩემი ყურადღება უკან მყოფმა ვარსკვლავმა მიიბყრო რომელიც ნახევარმთვარესთან ახლოს იმყოფება გამარტოებული.
მთვარის შუქი თითქოს მე მანათებდა ის ვარსკვლავი კი მე მიყურებდა და მიღიმოდა.
-პირველად რატომ შეგამჩნიე? გავხედე მას და თითი მივაფარე.
ისეთი იდუმალი იყო ყველა ვარსკვლავისგან გამოვარჩიე და სახელიც კი შევურჩიე.
-ჯონქუქი! აი რას დაგარქმევ.
და რატომ ჯონქუქი? და არაა ესმა, ან ლილიანი, ან მარგარიტა.
იმიტომ რომ ჩემს არის ჯგუფი საიდანაც ერთ ბიჭს გამოვარჩევდი, სიმპატიური საყვარელი და თავის არამომაბეზრებელი ბიჭია.
უცებ მისი სახელი მომაფიქრდა და გადავწყვიტე ეს დამერქმია.
-ჯონქუქ ნეტა ახლა შენთან ვიყო...
გავხედე ვარსკვლავს რომელიც გაუნძრევლად იდგა.
დავამთქნარე და საათს შევხედე უკვე 12 დაწყებულიყო მე კი სახლში შესვლა არ მინდოდა.
"რა კარგი იქნება ეს ღამე რომ გაგრძელდეს"
გავიფიქრე და ჯონქუქს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
-ძილინებისა! ხვალე შევხვდებით..
წამოვდექი და ტელეფონი ავიღე.
სახლში შესვლისთანავე დედას და მამას ეძინა ჩემი დაც მათ მდგომარეობაში იყო ძმას კი ტანსაცმლიანად ჩასძინებია.
ჩამეცინა...
ლოგინში ჩავწექი თვალები მოვბნიდე და დამეძინა კიდევაც.
***
-მე მიყვარხარრ! ხელი გადამისვა თავზე და მაკოცა.
ჩემი პირველი კოცნა რომელიც ასეთი სასიამოვნო იყო.
მეც ავყევი კოცნაში.ხელში ბავშვი მიჭირავს და ვიღაცასთან ერთად სადღაც მივდივარ.
ბავშვი ლოგინში დავაწვინე და იმ ბიჭს რაღაც ვუთხარი...
***
-არაა! წამოვხტი და თმა უკან გადავიწიე.
-ისევ სიზმარი.თვალები დავიჭყლიტე და დროს შევხედე ჯერ დილის 5სთ იყო.
თვალები ისევ მოვბნიდე და გავაგრძელე სიზმარზე ფიქრი რადგან მინდოდა გაგრძელებულიყო.
-მიყვარხარ...
ისევ ის ხმა მაგრამ მისი სახე მას ვერ ვხედავ...
__________________აბაა როგორ მოგეწონათ?
მგონი კარგად დავიწყე..
იაქტიურეთ და აუცილებლად დამიკომენტარეთ.
უზომოდ მიყვარხართ..
BẠN ĐANG ĐỌC
ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)
Fanfiction-იციი ყველააზე მთავარი რა არის? მომიახლოვდა და ლოყაზე მომავლო ხელი -რაა? ზიზღით გავხედე ჯონქუქს რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მეცემა. -მე შენში გოგოსაც კი არ ვხედავ! რა მოწონებაზეა ლაპარაკი... (დანარჩენი თქვენ შეაფასეთ...)