I cried 😢 because of you😭😒

1.8K 149 20
                                    

"საღამოს 6 საათი"
-აააააა! წამოვდექი ლოგინიდან და გავიზმორე.
-რომელი საათიაა! პირზე ხელი ავიფარე და მიმოვიხედე.
ისევ იმ ოთახში ვარ სადაც დავიძინე, ისევ 23 ნოემბერია.
-ამდენი ხანი როგორ მეძინა! წამოვდექი და არეული თმა გავისწორე.
"კარზე კაკუნი"
კარი გავაღე ძალიან მალე და წინ მომღიმარე ჯიმინი შემრჩა.
ძალიან მომდგარი მაისური ეცვა.
ძალიან ძალიან!
ბიცებსები კარგად უჩანდა,.და სექსუალურიც იყო😜
კარის გაღებისას იმ წამსვე მის მაისურს შევხედე.
-ბოდიში ხომ არ გაგაღვიძე! არაჩვეულებრივად გამიღიმა.
-არაა! პირიქით ძალიან გამიხარდებოდა ადრე რომ გაგეძვიძებინე.
ამდენი ხანი მეძინა..
-მერე რა! არაუშავს.
პირიქით ალბათ დაღლილი იყავი.
ძილი კი ჩემი აზრით საუკეთესო საშუალებაა დაღლილობის მოსახსნელად.
-ოოო მადლობა! ისე კარგად მელაპარაკები. სულ მინდა შენთან ლაპარაკი.
გავუღიმე და თმა უკან გადავიწიე.
-ჯიმინ წადი მაისური გამოიცვალე თორემ ხომ ხედავ თვალები ჩამოეყრება! ამ წამს გამოიარა ჯონქუქმა და ისევ ჩააშხამა ყველაფერი.

-ჯიმინ წადი მაისური გამოიცვალე თორემ ხომ ხედავ თვალები ჩამოეყრება! ამ წამს გამოიარა ჯონქუქმა და ისევ ჩააშხამა ყველაფერი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-ლიზა გასართობი პარკებიაა აქ! წასვლას ვაპირებთ.. და ხომ წამოხვალ.
-კიი! კიი! აუცილებლად.
ჩავიცმევ და ჩამოვალ.
კარები მივიხურე, იქვე კარადას მივაწყდი და პატარა უჯრა გამოვაღე.
მაგრამ..
მე ჩემოდანში მიდევს ტანსაცმელი.
უჯრაში კი ბიჭის ტრუსები იდო.
ოოო არაა დიდი ალბათობით ჯონქუქისაა.
ოუუუუ..
გამახსენდა ის რასაც აკეთებდა უწინ და ხელიდან  გამივარდა მისი საცვლები.
სახე ისე მივიბნიდე თითქოს გული მერეოდა.
-რა საზიზღრობაა! ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
ჩემს ჩემოდანს მივუახლოვდი და გაღიმებულმა გავაღე, ამოვიღე ტანსაცმელი და როცა უნდა მომერგო კარი გაიღო და ჯონქუქი დაუკითხავად შემოვიდა.
-შეგეძლო გეკითხა! იქნებ რას ვაკეთებდი კარი რომ შემომიღე.
შევუღრინე და ტანსაცმელი საწოლზე დავალაგე.
-ოთახი ჩემია და როცა მინდა იმ დროს შემოვალ.
გამოაღო ის უჯრა და საცვალი აარჩია.დაბლა ნელა დაიხედა და შემდეგ მე გამომხედა.
ძირს დაგდებული საცვალი აიღო უკან ჩადო უჯრაში და გავიდა.
-ეს რა იყო? დამპალიიი.
შევიშმუშნე და ლოგინზე დავენარცხე.
ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და დაბლა სართულზე ჩავირბინე.
ყველა დაჰის ელოდებოდა, მიხარია მალე რომ მოვრჩი ყველაფერს და კიდევ არ ვალოდინე,
ისედაც მრცხვენია, ყველანაირი ფულის გარეშე დამპატიჟეს მე კი უკვე სირცხვილის ალი მედება ყველაფერზე.
როგორც იქნა ჩამოვიდა გოგონა, ჯონქუქს ლოყაზე აკოცა.
მისგან კომპლიმენტიც კი მიიღო.
მე კი ვიდექი და ყველას ველოდებოდი.
თავს ისე არასრულფასოვნად ვგრძნობდი.
თეჰიონი ამომიდგა გვერდით და შემომხედა.
მიყურებდა, შემდეგ ჩაიცინა რბილად
თავისი ქუდი და კაშნე მოიძრო და ისე შემომახვია ჩემთვის არც უკითხავს.
-მე აღარ გავაგრძელებ იმის თქმას რომ რაიმე გაიკეთო ამის მერე ამას მე თვითონ ვიზამ.
ჩაიცინა და კაშნეში ჩაყოლილი თმა ნაზად ამომიწია.
-არ იყო საჭირო!
გავუღიმე და ცოტა ავწითლდი.
-ხომ მითხარი მე და სიცივე ვერ ვმეგობრობთო, ეგ ცუდია მაგრამ მთავარია ჩემთან მეგობრობ.
ამიტომ სიცივის აღარ შეგეშინდეს.
ჩაიცინა და თავისი მოტიტვლებული ყელი ძალიან ლამაზ ქურთუკში ჩამალა.
-აჰაა წავედით ხალხო! დაიყვირა ჯინმა.
ნუ ყველანი გადავნაწილდით და ატრაქციონებამდეც მალე მივაღწიეთ.
მანქანაში არაფერი მომხდარა ისეთი საინტერესო.
ჯინმა თავისი საფირმო ნამცხვარის რეცეპტი მითხრა და დამავალა რომ ჩემი ქმრისთვის გამომეცხო როცა გავთხოვდებოდი და უფრო მეტად შევუყვარდებოდი მას.
მთელი მანქანა სიცილმა აიკლო ყველა იცინოდა თვითონ ჯინიც მაგრამ ბოლომდე ამტკიცებდა რომ ეს სიმართლე იყო.
რომ მივედით იქ სილამაზე დამხვდა? და ხო ბევრი ატრაქციონი.
ნუ არანაირი რეაქცია..
არ ვარ ასეთი რაღაცეების მოყვარული.
ხო შეიძლება ბავშვური ვჩანვარ მაგრამ უფრო სერიოზული ვარ.
ბიჭებმა ყველა ატრაქციონი ცადეს, ხო მეც ვიჯექი რამდენიმეზე სადაც სიმაღლეზე პრობლემა არ იყო.
ასეთი კი არც ერთი ყოფილა.
ერთში ძალით ჩამტენეს.
მეორეში კი თეჰიონმა არ გამიშვა და ძალით *ვიკატავე*
ბოლოს გადაწყვიტეს დავყოფილიყავით და შიშის ოთახში შევსულიყავით.
რაღაც თამაშის მიხედვით აარჩიეს ბიჭებმა პარტნიორები.
ყველას ის შეხვდა ვინც არ უნდოდა.
და მეც რა თქმა უნდა..
ჯონქუქი ამომივიდა.
მან ეს რომ გაიგო ამოიოხრა და შემომხედა.
გულში დარტყმა ვიგრძენი..
რატომ მიიღო ასეთი სახე?
რატომ?
ამოვიოხრე და მას გვერდით დავუდექი.
ჩვენი ჯერი რომ დადგა ცოტა შემეშინდა.
ხო შეიძლება სერიოზული ვარ მაგრამ ძალიან მშიშარაც, სიბნელის მეშინია და საერთოდ არ არსებობს საშიში კინო რომელიც ტრამვას არ მაყენებს.
როცა შევდიოდით უკვე საშინელი სიბნელე იყო.
ჯონქუქისგან მოშორებით ვიყავი მაგრამ როცა უკვე სინათლე აღარ ჩანდა მასთან დავიწყე მიახლოვება.
ის კი ხმასაც არ იღებდა.
როცა უკვე ძალიან ბნელოდა და საშინელი ხმა გავიგე ჯონქუქს ძალიან მივუახლოვდი.
მას ხელზე ავეწებე ის კი შეჩერდა.
-რა გეშინია? გამომხედა მან.
-კი! პასუხი არ დავაყოვნე.
-არ მესმის ამ გოგოების, თავები საყვარელი გგონიათ ბიჭებს რომ ეკრობით და ეუბნებით რომ გეშინიათ.
-არ მეშინია! წინ წავედი გამართული მაგრამ წინ ჩონჩხი ჩამოვარდა, ისე შემეშინდა უკან მდგომი ჯონქუქი ვერ შევამჩნიე და მას უსირცხვილოდ ავეკარი.მის მკერდში ჩავრგე თავი და აღარ ვინძრეოდი.
მისმა სიცილის ხმამ გამომაღვიძა.
იკრიჭებოდა და ზურგზე ხელს მისმევდა.
-კარგად ვარ! მოვშორდი მას და თავი ჩავღუნე.
ალბათ სიბნელე რომ არა ახლა ჩემს სიწითლეს კარგად დაინახავდა.
--კიი კიი აბა რა! მორჩა სიცილს და გამომხედა.
-შეგიძლია პიჯაკს ჩაავლო ხელი! გამიღიმა და წინ წავიდა.
დაუყოვნებლივ გავუწოდე ხელი და მის პიჯაკს ჩავებღაუჭე.
წინ მიდიოდა მეც მივყვებოდი.
და ისევ გადმოხტა რაღაც.
პატარაზე წამოვიყვირე და მის ზურგს ავეკარი.
-აქ ვარ ნუ გეშინია! გვერძე დამიყენა და ხელი ჩამკიდა.
ჩემი და მისი თითები ერთმანეთში აიხლართთნენ.
წინ წავიდა..
გვერდითი ვუდექი, ვგრძნობდი მისი ყოველი ხელის მოძრაობას როცა მახვედრებდა რომ აუცილებლად რაღაც გამოხტებოდა და შემაშინებდა.
ჩემი ნამდვილი სიყვარული აი ეს ჯონქუქია!
მისი ხელი მიჭირავს.
მას ვარ ჩაბღაუჭებული, იმის შიში მაქვს რომ როდესაც აქედან გავალთ აუცილებლად დამივიწყებს და ზურგს შემაქცევს.
გამამწარებს, უაზროდ დამელაპარაკება, ზურგს მაქცევს.
წამიერად მასთან ერთად ეს საშინელი ადგილიც ძალიან საყვარელი მომეჩვენა.
მასთან ერთად თითქოს ჩემი ცხოვრება უბრალოდ საყვარელი იქნებოდა ყველაფერიიი კარგად რომ ყოფილიყო.
მგონია რომ რაღაცის მიღწევას ცდილობს მაგრამ რის არ ვიცი!
როცა უკვე სინათლე დავინახე, მას ხელი ძალით გავუშვი.
რატომ გავაკეთე ეს?
ის სულ ამას აკეთებს..
ის მტკენსს გულს..
ამით მას არაფერი დაუშავდებოდა უბრალოდ ხელი გავუშვი.
გამიჭირდა..
ვფიქრობდი მოდი კიდევ რამდენიმე წამიც..
წამებიღა..
ეს ხომ სულ ასე არ გაგრძელდება?
მაგრამ ხელი გავუშვი.
გაოცებულმა გამომხედა.
არაფერი აღარ მითხრა და არც დამელოდა ისე წავიდა წინ.
დიდი ნაბიჯებით მიდიოდა.
ისეთი დიდით რომ მალე გაუჩინარდა.
წინ კიდევ დიდი გზა ყოფილა მე კი პატარა ნათებით დავკმაყოფილდი.
შემეშინდა ასეთ სისასტიკეში მარტო ვიყავი.
წინ ძალიან მალე წავედი, ფაქტიურად გავრბოდი.
რადგან უკან მეგონა რაღაც მომდევდა.
საშინელი ხმა იყო..
თავი კოშმარში მეგონა, და ახლა რაც მინდოდა უბრალოდ გამოღვიძება იყო.
ჩამოვარდნილი ცრემლი მოვიწმინდე და მთელი სისწრაფით გავიქეცი.
დაა კი სინათლე უკვეე კარგად ჩანდა სანამ ვიღაცამ არ დამიჭირა და საშინლად შემაშინა.
ეს ერთ ერთი ნაწილი იყო დადგმის.
მე კი ისე შემეშინდა ტირილი დავიწყე.
შეუჩერებლად ვტიროდი..
იმ კლოუნმა კი თვითონ დამიწყო დამშვიდება და მეუბნებოდა რომ ეს უბრალოდ შოუს ნაწილი იყო.
თვითონ მიმაცილა გასასვლელამდე და ლამაზი ცხვირსახოცი მომცა.
და მითხრა რომ აქ ვინმე ძლიერის გარეშე ფეხი არ შემომედგა რადგან დაუცველს ყველა შემაშინებდა.
როდესაც კართან ვიყავი ცხვირსახოცით ცრემლები შევიმშრალე და გარეთ გავედი.
ჯონქუქი დიდი ხნის გასული იყო.
თეჰიონი კი საშინელი თვალებით მიყურებდა, თითქოს მეკითხებოდა რას ვაკეთებდი ამდენი ხანი იქ.
როგორც დებილმა.
მათ არაფერი ვუთხარი.
მხოლოდ ჯიმინი მიყურებდა დაღონებული.
თვალებში მიყურებდა და სიმწრისგან იცინოდა.
როცა რაღაცას ჭამდნენ ჯიმინმა ცოტა ხნით გამიყვანა და მთხოვა მისთვის სიმართლე მომეყოლა.
მეც არ დავაყოვნე და ყველაფერი ვუთხარი.
ის თუ როგორ დამტოვა მათმა სანაქებო ჯონქუქმა მარტო საშინელ ადგილას და თვითონ ლაჩარივით წამოვიდა.
საშინელი უჰაერობა მქონდა.
როცა გრძნობები ვერ მოვთოკე  ცრემლი ჩამომივარდა უცებ მოვიწმინდე და მას გადავეხვიე რომელიც საწყალი სახით მიყურებდა.
-ჯიიმმმმინ იქ საშინელება იყო..
ძალიან შემეშინდა, მან კი უბრალოდ იქ დამტოვა.
უკან არც შემოუხედავს ისე წავიდა.
გავაგრძელე ტირილი და თან ვქვითინებდი ისე მინდოდა ყველაფრის დავიწყება.
-ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მომკლავდა, იქ არავინ იყო.საერთოდ არავინ ვინც..ვინც..
გავაგრძელე ტირილი და მის კისერში ჩავრგე თავი.
-კარგი! დაწყნარდი! ახლა ყველაფერი კარგადაა.
აქ ხარ..
ჩემთან.
ნუ გეშინია,იქ აღარასდროს შეხვალ.
თავზე ხელი გადამისვა და ჩამოვარდნილი ცრემლი მომწმინდა.
-აღარ იტირო კარგი!გამიღიმა.
მის ღიმილზე მეც ჩამეღიმა.
-აი ასე! აღარ იტირო..ყველაფერი კარგადაა.
დაწყნარდი და წამოდი ნაყინს გიყიდი გონება რომ გამოგისწორდეს.
გამიღიმა და დაღვრემილმა გაიხედა წინ.
-ჯონქუქი... რატომ იქცევა ის ასე? ამოიოხრა და თავი მოიფხანა.
წამოდგა და ნაყინის გამყიდველთან მიმიყვანა დიდი ნაყინი მიყიდა და იქიდან წამომიყვანა.
როცა ხალხთან მივედით ჭამას ახალი მორჩენილები იყვნენ, და უბრალოდ საუბრობდნენ.
-სად იყავით? გამოგვხედა ნამჯუნმა.
-ლიზას რაღაცაზე დაველაპარაკე და ნაყინები ვიყიდეთ.
-ლიზ თვალები გაწითლებული რატომ გაქვს? გამომხედა უცებ თეჰიონმა.
ამის თქმაზე თითქოს ყველამ მოახდინა რეაგირება და მე შემომხედეს.
-სიცივის ბრალია! უთხრა ჯიმინმა და გაღიმებულმა გამომხედა.
-ხოო სიცივე! დაბლა დავიხედე და თვალი ისევ მოვისრისე.
ალბათ მეტყობოდა რომ ვიტირე, იმიტომ რომ ყველა სხვანაირად მიყურებდა.
რამდენიმე წუთში მათ მოვშორდი და ატრაქციონებს გავხედე.
უკან რომ გავიხედე ჯონქუქი და ნამჯუნი ლაპარაკობდნენ.
ჯონქუქი ოხრავდა.
ატრაქციონებს იყვნენ ამოფარებულები ორივე.
მაგრამ მე მაინც დავინახე.
მათ ჩუმად მივუახლოვდი და.გავიგე როგორ ლაპარაკობდნენ ჩემზე და დაჰიზე.
-ჯონქუქ ლიზასგან რა გინდა? ისიც ჩვეულებრივ წამოვიდა.
-ესე უსასყიდლოდ რატომ პატიჯებთ? რა იცით იქნებ ვინმე ისეთია.
-კარგი რა ჯონქუქ! დაჰი ხომ უსასყიდლოდაა.
-არაა ჰიონ დაჰის მე ვუხდი.
ამ გოგოზე კი არავინ აიღო პასუხიგებლობა.
-ჯონქუქ.. ესეთი რატომ გახდი? რა პასუხისმგებლობა.
ამას რატომ ამბობ?
-ჰიონ მომისმინე...
აღარ მომისმენია უბრალოდ ავდექი და წამოვედი.
იქვე ტაქსები იდგა.
ერთ ერთი მათგანი დავიჭირე და ამით სახლში წავედი.
კარზე კოდი ედოთ.
საბედნიეროდ ვიცოდი რადგან დავინახე ჰოსოკი როგორ კრიფავდა.
ავიღე ჩემი ყველანაირი ტანსაცნელი ჩავილაგე და სახლში წავედი.
და ჯიმინის მივწერე:
უნდა წავიდე!
_______
ჰაიი!
აბაა როგორ ხართ..
მე ცოტა ცუდ გონებაზე ვიყავი და სევდიანი დავწერე.
ამ გოგოს ტიპაჟი ძალიან მომწონს
საყვარელია...
აბაა როგორ მოგეწონათ?
მითხარით კომენტარებში.
ახალს ალბათ მალე დავდებ..
ნუუ როგორც ყოველთვის
მთელი გულით მიყვარხარ თ😭💞💞💜💜💜💞💜💜💞




ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Where stories live. Discover now