it's impossible 😧😳

2.6K 181 19
                                    

-არ მომეკარო! ხელი სწრაფად გამოვწიე და გვერძე მივიჩოჩე.

ტელეფონის ნათურა სახეზე მივანათე და რას ვხედავ,წინ ის აიდოლი მიდგგას რომლის სახელიც ვარსკვლავს მოვუფიქრე.
უბრალოდ იდგა და გაღიმებული მიყურებდა.
წინ კი თმა უფარავდა სახეს მაგრამ გადაწევაზე არც ფიქრობდა, და ჩემს დათვალიერებას განაგრძობდა ზევიდან ქვევით.
-აქედან უფრო ლამაზი ხარ!
შორიდან მიჭირდა შენი დანახვა, ბოლოს უკვე ეჭვიც მეპარებოდა შენს სქესზე.
ჩაიხითხითა და გვერძე მომიჯდა თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვყოფილიყავით.
-ამ სახლში საიდან შემოხვედით ? ან რატომ ჩემთან..
უნდა დამეყვირა როცა ისევ ამაფარა ხელი.
-ძალიან გთხოვ არ იყვირო!არ იყვირო! ლოყაზე ამისვა ცერა თითი და ისევ ჩაიღიმა.
-აქ როგორ მოხვდით? უცებ მივაყარე სიტყვები.
-ხომ გითხარი მე ვარსკვლავი ვარ! ჯონქუქი..
რა ვერ გაიგე?და შენობით მელაპარაკე ძალიან გთხოვ.
თითებს ათამაშებდა და უფრო მიახლოვდებოდა.
-რა სისულელეა! რას მატყუებ? ვარსკვლავი ზის ახლა ჩემს გვერდით?
როგორ გამაცინე!შენ ის აიდოლი არ ხარ? რა ვარსკვლავი? სიცილი დავიწყე და სერიოზული სახით გავხედე.
-ახლა ან სიმართლე მითხარი ან პოლიციას გამოვიძახებ! და ყველანაირი კარიერა წყალში ჩაგეყრება.გაფრთხილებ!
მკვლელი მზერით შევხედე და წამოვდექი.
-მე სიმართლეს გეუბნები ლიზი! რატომ არ გჯერა?
თავი ჩაღუნა და მოღუშული სახე მიიღო.
-ლიზი?ჩემი სახელი საიდან იცი?
აკანკალებული ხმით ვუთხარი მას.
-მე შენზე ყველაფერი ვიცი!საიდან ხარ, რამდენი წლის ხარ! რა გიყვარს და რა არა! საერთოდ ყველაფერი.
ის დღე არ გახსოვს გარეთ როგორ ცუდად იყავი, მე შემამჩნიე მთვარესთან და სახელი დამარქვი?
ან ის დღე მეგობართან რომ იჩხუბე და აქ ტიროდი?
მე ყველაზე კარგად მახსოვს ყოველი დღე შენი ცხოვრებიდან.
ისევ გაიცინა, უკან დამსვა და მხარზე თავი ჩამომადო.
-ცნობილი აიდოლი ჯეონ ჯონქუქი მითვალთვალებს?
მეე შენი მეშინია!მანიაკი ხარ?
ადგომა ვცადე მაგრამ უშედეგოდ უკან დავვარდი.
-არაა შენ არ გეშინია ჩემი მე ამას ვგრძნობ შინაგანად.
გამიღიმა და ისევ მომაშტერდა.
-ძალიან გთხოვ თავი დამანებე,
შიშისგან თავბრუ მეხვევა!
ისევ კანკალით ვუთხარი და განთავისუფლება ვცადე.
-იცი მე აქ რატომ ვარ?
წამიერად გამომხედა.
-ააარაა!არ ვიცი, ახლა შენ წესით მსოფლიო ტურნე უნდა გქონდეს.
-მე აქ შენ დამიძახე!
შენ გინდოდა რომ აქ მოვსულიყავი და აი მეც აქ ვარ.
შენს წინ..
ფართოდ გაიღიმა და ისევ გამომხედა ლეკვის გამომეტყველებით.
რა ლამაზია!
რა სიმპატიურია!
გავიფიქრე და სერიოზული სახით გავხედე.
-მადლობელი ვარ კომპლიმენტისთვის.
ჩაიცინა და თმა აიჩეჩა.
-რაა? პირველად ვერ მივხვდი მაგრამ შემდეგ.
-შენ რა?
-კი შემიძლია შენი აზრები წავიკითხო.
ხელი მომჭიდა და ზედ მაკოცა ისევ.
-გთხოვ ხელებზე ნუ მკოცნი!
არ გიცნობ და თავი უხერხულ მდგომარეობაში მგონია.
ლოყებზე ავიფარე ხელი და ისევ მას გავხედე.
-შენ რა გაწითლდი? სიცილი დაიწყო
-ახლა ყველაფერი წესივრად მომიყევი ძალიან გთხოვ!
წამოვდექი და მის მოპირდაპირედ დავჯექი.
ის კი ისევ მიყურებდა.
-კარგი...
წამოდგა და შემომხედა.
-გამარჯობა!
მე ვარსკვლავი HD 85512 როდესაც აღმომაჩინეს ასტოლოგებმა ეს დამარქვეს მაგრამ..
ეს სახელი არ არის, ეს უფრო კოდია რითიც შეეძლოთ ჩემი ამოცნობა.
არანაირი სხეული და სახე არ გამაჩნია უბრალოდ ვარსკვლავი ვარ რომელიც 1500- წელია რაც ცხოვრობს ყველაფრის გარეშე.
როდესაც შენ გნახე პირველად ალბათ 12 წლის იყავი, გოგო რომელიც უბრალოდ იჯდა და ვარსკვლავებს სილამაზის გამო უყურებდა არ აინტერესებდა საიდან იყვნენ ან როგორები იყვნენ, უბრალოდ უყურებდა მათ.
ჯერ სულელი მეგონე მაგრამ შემდეგ..
ჩემში დიდი დაინტერესება გამოიწვიე.
ყოველ დღე მინდოდა შენი ნახვა და შენი ამბების მოსმენა ცუდის თუ კარგის.
არ ვიცი რატომ და რისთვის?
ალბათ უცნაური რომ იყავი!
ან ვარსკვლავებს რომ ელაპარაკებოდი?
არ ვიცი უბრალოდ მომეწონე..
გავიდა დღეები, თვეები და წლები შენ კი არ იცვლებოდი ისევ ის იყავი რომელთანაც მინდოდა მეგობრობა და უბრალოდ ლაპარაკი.
არ ვიცოდი ეს რა იყო, მეცოდებოდი, მომწონდი თუ..
მაგრამ ვერ მამჩნევდი ეს კი დიდ ბზარს ტოვებდა ჩემში ყოველ დღე.
საღამოს ველოდები რომ დამენახე მაგრამ იყო დღეები როდესაც ვერ გამჩნევდი ხოლმე.
ერთ დღესაც დამინახე და
ყველასგან გამომარჩიე.
სახელიც კი დამარქვი იმისდა მიუხედავად რომ სახელებს ვერ იმახსოვრებ კარგად.
იმ დღეს ყველაზე გახარებული არსება ვიყავი მთელს ცაზე და ზეცა პლანეტაზე.
მიხაროდა რომ ახლა შენთვის რაღაცას ვნიშნავდი და წარმოვადგენდი.
ვხედავ რომ ეს დღეებია იტანჯები გტკივა და ტირი.
ეს კი მეც მტკენს შინაგანად ყველაფერს.
ფიქრობ ძალიან ბევრს ეს კი ბოლოს გიღებს.
ეს კარგად ჩანს შენს ქცევებში.
მოკლედ
გადავწყვიტე მენახე, ამას დიდი ხანია ვფიქრობ მაგრად ყველას არ აქვს ამის საშუალება უბრალოდ ჩამოვიდეს და იბოდიალოს.
მაგრამ მე რატომღაც დამეხმარნენ..
და აი ახლა შენთან ვარ.
შენს წინ და გელაპარაკები...
უნდა გაეგრძელებინა მაგრამ შევაწყვეტინე
-მოიცაა! მოიცა! წამოვდექი და მას გავხედე.
-ანუ რისი თქმა გინდა?
რომ შენ ვარსკვლავი ხარ და დეპრესიაში მყოფი გოგოს დასაწყნარებლად მომევლინე აქ ულამაზესი ბიჭის სახით?
ტონს ავუწიე და მას გავხედე.
-შენ იციი ეს ამბავი ვინმეს რომ მოვუყვე ფსიქიატრიული არ ამცდება?
ისედაც ყველას არ ვგონივარ დალაგებული.
და ახლა რომ ვუთხრა ვარსკვლავი გამომეცხადა და მეუბნება გიჟი ხარ და უნდა დაწყნარდეო მთლად არანორმალური ვეგონები ყველას.
-არაა შენ ვერ მიხვდი..
-არაა მე ყველაფერს მივხვდი! ეს უბრალოდ სიზმარია, მე ისევ ჯონქუქი მელანდება როგორც წინათ სექსის შუა ნაწილში რომ გამეღვიძა.
გარეთ დამეძინა და რაღაც მესიზმრება.
ისევ და ისევ.
დავჯექი იქვე და მას მკაცრი მზერით გავხედე.
-მთვარემ შენ და ეს სხეული ერთმანეთს დაგაკავშირათ? გამომხედა და ხელებზე დაიხედა.
-მთვარე მართლა მართავს ჩემს სიზმრებს?უცებ გავხედე მას.
-კიი! მართავს და თან შეუძლია მაჩვენოს იმის სიზმარი რომელიც მომინდება.
ჩაიცინა ბოროტულად.
-ეეეე!ეეეე!ეეეე! წამოვხტი უცებ მან კი სიცილი განაგრძო.
-და რატომ მაინც და მაინც იმ ბიჭის ტანით ხარ რომლის სახელიც დაგარქვი?
-იმიტომ რომ შენ გინდოდა ასე, იმ ბიჭის სახელი სხვა ტანით და სხეულით არ წარმოგიდგენია და იმიტომ.
მე არ მქონდა სხეულის არჩევის უფლება ეს შენ უნდა განგესაზღვრა შენ კი ეს სხეული აირჩიე.
ჩაიცინა და მაისურის ქვემოთ ჩაიხედა.
-რა სისულელეა! რა სისულელეა! თავში ხელების რტყმა დავიწყე.
-ცოტა პატარა ბიჭი რომ აგერჩია არაა?
ისეთი სხეული აქვს მიჭირს სიარული სიმძლავრის გამო.
ისევ ჩაიხედა და პრესს დააკვირდა.
-არაა ტანი არაჩვეულებრივი აქვს! ჩაიხითხითა და მე გამომხედა მაისური უნდა აეწია მაგრამ გავაჩერე.
-და ახლა თვითონ მას რა ჭირს?
დიდი სიჩუმის შემდეგ გავხედე.
-მას ცოტა ხნით სძინავს, მისი სხეული ვითხოვე ასე რომ ვთქვათ.საწყალს ისეთი განრიგი აქვს დრო დროზე უნდა ჩავუწყო,
თვითონ მეწინააღმდეგება უნდა რომ სხეული დაიბრუნოს ბიჭმა, მაგრამ ჩემნაირი ძლიერი არ არის.
ალბათ რომ გაიღვიძებს შენი სახეც და ყველაფერი ეს სიზმარი ეგონება.
იმიტომ რომ ზუსტად იგივეს ხედავს რასაც მე.
მაგრამ ჯანზე იქნება.
ჩემი ძალის ნახევარი მასაც ექნება და ვარჟისითვის ძალა აუცილებლად შერჩება.
ჩაიცინა და ისევ თავის სხეულს დააკვირდა.
-ანუ?
-ანუ რაც არ უნდა გავაკეთო მისთვისაც არის დანახვა შესაძლებელი, და კიდევ ჩემი ძალის ნაწილი ყოველი შეცვლის შემდეგ მასაც ეძლევა.
და სხეულს კიდე ვერ იბრუნებს რადგან ყველანაირად ჩემს ხელშია.
ჩაიცინა ბოროტულად მაგრამ მერე კეთილი სახე მიიღო.
- გთხოვ მითხარი რომ ეს ყველაფერი ტყუილია! და შენც გამოგონილი ხარ.
ამღვრეული თვალებით გავხედე.
- არაა მე მართლა შენთან ვარ, და არ ვარ გამოგონილი.
ჩაიცინა და უეცრად გადამეხვია.
-ძალიან გთხოვ! ნუ მეხები.
მე ეს არ შემიძლია!
ყველაფერი ისეთი უცნაურია.
უკან დავიხიე და მას გავხედე.
- მე...
რაღაცის ლაპარაკი დაიწყო და შეჩერდა.
-კარგი! მაშინ თუ გინდა რომ წავიდე წავალ, თუ გეშინია და ჩემი გრცხვენია წავალ.
მე ეს არ გამიჭირდება.
ამოიოხრა და გამომხედა.
-წადი...
მალევე ვუთხარი და მას გავხედე.
არ წახვიდე!
არაა მე აქ მეშინია!
ფიქრი დავიწყე ისევ გონებაში.
მან კი გაღიმებულმა გამომხედა.
-ცუდად იტყუები!
თმაზე ხელი გადამისვა და მომიახლოვდა.
-სანამ მე შენთან ვარ შეეცადე იშვიათად იფიქრო.
ვულგარულად ჩაიცინა და ხელი მჭიდროდ მომკიდა.
-იმიტომ რომ მე აქ დიდი ხნით ვერ ვიქნები...

_____________

ვოტ ახალიცც.
აბაა როგორ მოგწონთ?
აუცილებლად
ქომენთ დამ ბოლოვ.
აუცილებლად.
მიყვარხართ ყველა.
ძაან მალე one shot ები დაიდება...

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Where stories live. Discover now