we are together (done)

2.8K 154 63
                                    

ტუჩები მოვბზიკე და მისას ნელა და ფრთხილად შევახე.
პირველად ვაკოცე მას ჩემი ნებით, ისე სულ თვითონ მკოცნიდა ხოლმე.
რა კარგი ყოფილა იმის შეგრძნება რასაც ამდენი ხანია ელოდები..
რა კარგი ყოფილა მისი ასე ახლოს ყოფნა და მისი უკარგესი სუნის შეგრძნება..
კარგი ყოფილა..
შემიყვარდა!
არ შემიძლია მის გარეშე სუნთქვაც კი..
არ შემიძლია რომ მის გარეშე ვიცოცხლო, ის რომ არ იყოს ალბათ სიცოცხლესაც აზრი დაეკარგება!
როდის შემიყვარდი ასე?
როდის შემაყვარე ასე თავი ჯეონ ჯონქუქ?
იმ დროს როცა კლუბში გნახე?
თუ იმ დროს როცა პირველად ძაღლების კაფეში აღმოგაჩინე?
ეს გრძნობა რასაც განვიცდი შენს მიმართ, ძალიან უცნაურია.
ძაან მტკივა, ხან მიხარია ხანაც აღზნებული ვარ!
მაგრამ შენ.. ყველაფერის მიზეზი შენ ხარ!
ბოლოს მიღებს შენი ტუჩსაცხის გემო, ადეკალონის და თმის სუნიც კი მკლავს..
მას გაღიმებულმა გვახედე ის კი ნელა ეფერებოდა ჩემს თმებს და თითებში იხვევდა.
-იცი ყველაზე მეტად რისი შემეშინდა? ჩახლეჩილი ხმით მითხრა და თავი ჩემსკენ გამოატრიალა.
- შენს ღიმილს რომ ვეღარ დავინახავდი, ან შენს ლაპარაკს რომ ვეღარ მოვისმენდი, იმის რომ შეიძლებოდა მომკვდარიყავი! იმის შემეშინდა! ცრემლი ჩამოუვარდა რომელიც წამიერად მოიწმინდა.
ხმა ვერ ამოვიღე მის ასეთ მდგომარეობაში დანახვის გამო მეც ავტირდი ის კი უბრალოდ თავზე მეამბორა.
-შენი სუნი.. ეს სურნელი უბრალოდ ძალას მმატებს!
შენი თბილი სხეული, და გაყინული თითები.. ამოიოხრა მოიწია და კიდევ კოცნა დამიტოვა ბაგეებზე შემდეგ კი ტუჩებზე.
მის ამ ქცევას მეც ავყევი, ლოყაზე ნაზად მოვეფერე და მის ამღვრეულ თვალებს შევხედე.
-ამას ნუ აკეთებ, ჩემს გამო ცრემლებს ნუ ყრი! ცრემლები მოვიწმინდე და დარდიანად გავხედე.
-იცი.. რომ მებრძოლა, და არ დამელია! იმ გოგოსთანაც არ ამოვყობდი თავს, იქნებ მე წამეყვანე იმ ატრაქციონებზე სადაც მას ყავდი,
მე რომ არ დამეტოვებინა მარტო იმ შიშის ოთახში ალბათ იმ ოთახიდან გაღიმებული გამოხვიდოდი.
მე უნდა მეკოცნა შენთვის ლოყაზე და მეთქვა რომ
*მაინც საყვარელი ხარ!* მაგრამ სამწუხაროდ ეს სხვამ გააკეთა! იმის გამო რომ ვიეჭვიანე და გითხარი რომ არ მაინტერესებ.
-შენ გვითვალთვალებდი? გაღიმებულმა გავხედე მას მან კი წამიერად თავი დააქნია.
-მე გითხარი.. არავის ვენდობი მეთქი! რამე რომ ექნა იმას ალბათ მოვკლავდი კიდევაც..
ამოიოხრა და ისევ თმების წვალება დამიწყო.
- ქუქ შენი აზრით ის ვიდეო ვინ გამომიგზავნა? უცებ გავხედე მას მან კი თვალები გააფართოვა და წამოხტა.
-შენი აზრით ეს იმ დამპალმა ქნა? გამომხედა ჯონქუქმა.
-არაა მე ეგ არ მითქვამს უბრალოდ შეგეკითხე! თვალები გააფართოვე და მის სახეს გავხედე.
-კარგი აღარ იფიქრო მაგ..
ლაპარაკობდა როცა მედდას ხმა გაიგონა და ფარდას ამოეფარა.
-რა ჯანდაბას აკეთებ? შევეკითხე მან კი თავი გამოყო და საჩვენებელი თითით მანიშნა რომ გავჩუმებულიყავი.
-აბა საყვარელო როგორ ხარ? ჩემოვიდა შუახნის ქალბატონი და პატარა მაგიდით მინი საუზმე შემოიტანა.
-კარგად, შედარებით! წამოვიწიე და მის სახეს გავხედე.
-ანუ იმ ბიჭს ხელები ტყუილად არ დაუგლეჯია! ჩაიცინა მან და წინ დამიდგა.
-ვერ მიგიხვდით.. ჩავიცინე და მის გაღიმებულ სახეს დავხედე.
-შენმა ლამაზმა ბიჭუნამ დაამტვრია ყველაფერი, იქამდე სანამ არ გააგებინეს რომ კარგად იყავი! ჩაიხითხითა და წინ ჩამოჯდა.
-მართლა? პირზე ხელი ავიფარე და ჩავიცინე.
-პირველად დავინახე ადამიანს ასე ეტიროს! ხელი გადამისვა და ამოიოხრა.
-მან იტირა? გავოცდი და ისევ ჩავიცინე.
-თვალები დაუსივდა საწყალს, ალბათ მიხვდა რომ შენს ლამაზ სახეს ვეღარ დაინახავდა! უმშვენიერესი კომპლიმენტი მაჩუქა და პალატას თვალი მოავლო
-აბა შვილო თქვენ რომ ბავშვი გეყოლებათ, საავადმყოფოში არ დააწვინონ შენი შეყვარებული..
-არაა ქალბატონო შეყვარებული არ არის! ჩავიცინე და წყალი მოვსვი.
-აბა ქმარია? ამოიოხრა და გაოცებულმა გამომხედა.
მე კი წყლის ყლუპი სასულეში გადამცდა.
აქ ჯონქუქი რომაა სულ დამავიწყდა!
-არაა შვილო თქვენს ასაკში უკვე ქორწილი ეს დანაშაულია..
-კი ლამაზები ხართ! შეიძლება გიყვარდეთ ერთმანეთი მაგრამ ქორწილი?
შუბლი მოისრისა და წამოდგა.
-არაა ქალბატონო რა ქორწილი! ხელები ავაფართხუნე მაგრამ სადღაა მედდა გავიდა სიცილით და კისკისით გარეთ.
ჯონქუქი  გაღიმებული მიყურებდა მე კი ავწითლდი და შევეცადე ჩემი წითელი ლოყები სადმე დამემალა.
-კარგი რა! რისი შეგრცხვა? ამომხედა ჯონქუქმა და თავზე გაღიმებულმა მაკოცა.
-რატომ დაიმალე? უცებ გავხედე მას მან კი ისევ დაკრიჭა კბილები.
-გუშინ მედდამ არ შემომიშვა და შემოპარვა გადავიწყვიტე!
კეფაზე დაიწყო ხელები და ისევ გამიღიმა.
-ცოტა ვერ ხარ! გავუეღიმე მან კი ხელზე მაკოცა.
მისი სისხლშემხმარი ხელი დავინახე და ჩემი ხელი წამიერად გამოვწიე.
-ეს ჩემს გამოა? მისი თითები დავიჭირე და მას გავხედე.
-არა შენს გამო არა! გამიღიმა და ხელები მოადუნა.
-თუ რამეს ვიტენდი დედა ნატკენზე მკოცნიდა ხოლმე, მეუბნებოდა მალე მოგირჩებაო!
მისი თითები ტუჩებთან მივიტანე და თითოეულს ნაზად ვაკოცე.
-იცოდე რომ მალე მოგირჩება! ცოტა ქაფური და სპორტი უნდა მაგრამ მაინც მალე გამოკეთდები.
გავიღიმე და მის სახეს გავხედე, იღიმოდა და ისევ მიღიმოდა თითქოს ციდან ასული იყო ზემოთ და კიდევ ზემოთ..
უცებ გონებაზე რომ მოვიდა წამოდგა და განათებული სახით გამომხედა.
-მომწონხარ! მომახალა და პალატიდან გავიდა..

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Donde viven las historias. Descúbrelo ahora