go! please go!😭😓

2.2K 166 30
                                    

ვიღვიძებ ჩემს ლოგინში აბურგბული თმით, დასიებული სახით და ტუჩებით.
ვიხედები აქეთ იქით და უაზროდ ვიღიმი.
-ეს ყველაფერი სიზმარი იყო! ჩავიცინე და სარკეს გავხედე.
-მე გიჟი არ ვარ! მე გიჟი არ ვარ! სიმღერა დავიწყე წამოვდექი და წინ კი..
-გამარჯობა! ჯონქუქი მიდგას და გაღიმებული მიყურებს.
-ო ღმერთო! უკან დავვარდი ლოგინზე და საბანი ავიფარე.
-ტყუილად იმალები მაინც მოგიწევს გამოსვლა ერთ დღეს.
აბნეუად მითხრა და გვერძე მომიჯდა შემდეგ კი წამოკოტრიალდა.
-კარგი მორჩი ახლა! საბანი მომაცილა და გაღიმებულმა გამომხედა.
-იციი არც მეგონა რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა.
თმაზე წამეთამაშა და წამოდგა.
გული რამის წამივიდა რომ დავინახე, ის ხომ ჯონქუქია
ჯეონ ჯონქუქი ბიჭი რომელზეც არც ერთი გოგო არ იტყოდა უარს
ახლა კი ის ჩემს ლოგინში წევს.
რაც გინდა ის იყოს მაგრამ ის ხომ მის სხეულშია.
კანკალით წამოვდექი და მას გავხედე.
-ასე უეცრად ნუღარ დამადგები შეიძლება ერთ დღეს შიშველი ვიყო.
პირში ვუთხარი და წამოვდექი ის კი ისევ მიღიმოდა.
-არაუშავს შიშველი იქნები მეტი ხომ არაფერი?
-რააა? უცებ გაოცებულმა გავხედე.
-ხო მერე რა? მე ახლავე შემიძლია შენს წინ გახდა. მაისურის აწევა დაიწყო და როცა პრესის ნაწილი გამოუჩნადა..
-არაა!არააა გაჩერდიი. მაისური დავუჭირე და რომ დავაკვირდი სხვა გუშინდელთან განსხვავებით სხვა ტანსაცმელი ეცვა.

-სხვებს არ შეუძლიათ შენი დანახვა?
უცებ შევეკითხე მას.
-მე სანამ არ მომინდება იქამდე არ შეუძლიათ.
ხელებს დააკვირდა და მე გამომხედა.
-ძალიან კარგი! ჩავიცინე და იქვე ჭიქით ჩაი იდო და ის მოვსვი, მშობლები დეიდაჩემთან წავიდნენ
ჩემი და ძმა კი გასულები არიან.
-ხომ იცი მე შენი მეგობარი ვარ! უაზრო რაღაც მოროშა და ჩამოჯდა.
-კარგი! თვალები გადავატრიალე და ჩაის დავხედე.
-ლიზი და გული რა არის? შემეკითხა ჯონქუქი თავჩაღუნული უეცრად.
-რაა? გაღიმებულმა გავხედე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ სერიოზულად მეკითხებოდა.
-გული არის ადამიანის ორგანო რომელის სიცოცხლისთვის ეხმარება მას.ბიოლოგიური პასუხი გავეცი და ზურგი ვაქციე.
-და მე მაქვს გული? უცებ იკითხა და ხელი მუცელზე დაიდო.
-არაა გული მანდ არ არის.
მივუახლოვდი და ხელი გულზე დავადებინე, როდესაც გულის ცემა გაიგო სახეზე ღიმილი მოეფინადა ცანცარი განაგრძო, მაგრამ ისევ მე მიყურებდა .
-აქამდე ჩემი გულის ცემა არ გამიგია!დაღონდა მაგრამ შემდეგ ისევ გაიღიმა ვითომ გუნება გამოუსწორდა.
-არაუშავს მთავარია ადამიანს სული გააჩნდეს! რაღაც მოვბოდე მის დასამშვიდებლად რადგან სახეზე შევატყე რომ დაღონდა.
-მაგრამ მე ადამიანიც კი არ ვარ! თმა გაისწორა და ისევ ყალბად ჩაიცინა.
-ჩემი აზრით მშვენიერი ადამიანი ხარ! პირიქით მგონი შენნაირი ადამიანიები იშვიათობაა ამ სამყაროში.
მხარზე ხელი დავადე და გავუღიმე.
-მმმადლობა! ფართოდ გამოაჩინა კბილები და წინ ძალიან ახლოს დამიდგა რამაც ჩემი შეცბუნება გამოიწვია.
-და სიყვარული? ნელა და კონკრეტულად შემეკითხა.
-ჰმმ...
სიყვარული ეს უკვე სხვა თემაა, ეს ექსპერტებს უნდა შეეკითხო მე გამოუცდელო ვარ ასეთ საქმეებში. ხელებიდან გამოვუძვერი
ჩავიცინე და ჩაი მოვსვი ისე რომ საშინელი ხრუტუნის ხმა გამოვიწვიე და სიჩუმე ჩავახშე.
-არა უბრალოდ რომ ამიხსნა! საწყალი თვალებით გამომხედა და ხელები წინ გამომიწოდა.
-სიყვარული ეს...
გრძნობაა როდესაც გიხარია ყველაფერი ამ სამყაროში.
სულ გინდა მის გვერდზე რომელიც გიყვარს, ყოფნა. არ გინდა მის გარეშე წამის გატარება.
გინდა სითბო, ჩახუტება  გახალისებს მისი უბრალო ლაპარაკიც კი ღიმილი და უაზრო ხუმრობაზეც კი გეცინება რადგან მისი მოყოლილია.
ალბათ სიყვარული ეს არის.
მხრები ავიჩეჩე და უკან შევბრუნდი ჩემს ოთახში.
-და შენ არ გინდა სიყვარულის გამოცდა? უკან ბაჭიასავით გამომყვა და წინ ისე მალე გადამიდგა მეც ვერ შევამჩნიე.
-ეს როგორ?
თვალები გამიფართოვდა და უკან დავიხიე.
-პასუხი? თვალები მობნიდა და გამომხედა.
-პასუხი არის..
არ ვიცი.
იმიტომ რომ მეშინია! ვყპასუხე და ზურგი ვაქციე
-და რატომ?
-იმიტომ რომ ურთიერთობაში მაინც და მაინც კარგი არ ვარ.
მეგობრებსაც კი ვერ ვიძენ დიდი ხნით, ურთიერთობა და სიყვარული? არაა მადლობა.
-და არ გინდა ჩემი სიყვარული იყო? წამწამები შეაერთა ერთმანეთს.
-არაა ჯონქუქ! მე შენი სიყვარული არ ვარ.
და ვერც ვიქნები რადგან შენ უბრალოდ ჩემი გახალისების გამო ამბობ ამას.
მაისური უნდა გამეხადა მაგრამ მას გავხედე.
-რაა? ხელები ზემოთ აწია და ისევ გამიღიმა.
-რა და შენ შეიძლება არ გაიტერესებს და არ გრცხვენია გაშიშვლების მაგრამ მე ეგეთი რაღაცეები მრცხვენია ამიტომ...
-კარგი! მივხვდი.
გატრიალდა და თვალებზე ხელი აიფარა.
მეც მალე გამოვიცვალე და წინ დავუდექი.
-მადლობა! გავუღიმე ნაზად და თვალები მოვხუჭე.
-ძალიან მიყვარს შენი ღიმილი, და ისიც თუ როგორ ხუჭავ თვალებს ყოველ გაღიმებაზე.
ციდანაც კი კარგად ჩანდა ხოლმე შენი შეუდარებელი ღიმილი. ლოყაზე ამისვა ხელი და თვითონაც გაიღიმა.
პირველად მივიღე გაღიმებაზე კომპლიმენტი თან ვისგან?
ჯონქუქისგან თუ ვარსკვლავისგან რომლიც მგონი...
არაა არაა თავი გავაქნიე და გამახსენდა რომ..
-ხოო მე შენს აზრებს ვკითხულობ! და კომპლიმენტი უბრალო არსებისგან მიიღე.
კმაყოფილი ხარ?
თავისი სახის ფერება დაიწყო და ისევ გამომხედა.
-მართლა მიხარია რომ ასეთი სიმპატიური ბიჭის სხეულში ვარ.
თავი ყველაფერის პატრონი მგონია, მაგრამ რა ველური არსებაა ჯერ ვერ შევეჩვიე თვითონ პიროვნებას.
-აბაა რა გგონია? ის განთავისუფლებას ცდილობს.
-ხოო შეიძლება..
-კი მაგრამ, მას მართლა დატვირთული გრაფიკი აქვს შენ კი რამდენი ხანია რაც აქ ხარ?
ეს არ შეიძლება, მას პრობლემები შეექმნება.
-არაა ხომ გითხარი, დრო დროზე მაქვს გათვლილი.
ახლა ყველას ის გასული ჰგონია მე კი შენთან ვარ.
ისევ ჩაიღიმა და გვერძე მომიჯდა თავი კი უნებლიეთ ჩამომადო თავზე.
-და ეს რა დრომდე უნდა გაგრძელდეს?
-არ ვიცი! ალბათ იქამდე სანამ ძალა შემიწყობს ხელს.
ეს კი დიდი ხანი არ გაგრძელდება.
ამოიოხრა და თმაში შეიცურა ხელები.
-რას გულისხმობ? უცებ მას გავხედე თითქოს მისმა ამ სიტყვებმა რატომაც მიჩხვლიტა სხეულში.
-სულ არ შემიძლია შენთან ყოფნა, შეიძლება მე მინდა რომ სამუდამოდ აქ ვიყო მაგრამ ეს შეუძლებელია...
-და რატომ?შენ ხომ ძალა გაქვს ამისთვის.
-არაა ლიზი მე ძალა სულ ვერ მექნება.
ეს შეუძლებელია ყველასთვის.
სადამდეც ძალა შემწევს იქამდე ვიქნები აქ, შემდეგ კი ალბათ...
-ალბათ რა? წამოვხტი სკამიდან.
-გავქრები! ჩაიღიმა და უკან დაჯდა.
-შენ ეს ადვილი გგონია? გაქრება! და რის გამო? ჩემს გამოო? სულ გაგიჟდი? შენს სიცოცხლეს რისთვის წირავ?
ახლავე წადი..
ხელი ვკარი და თვალებგაფართოებულმა გავხედე.
-არაა მე არ მინდა წასვლა! უკვე უმიზეზოდ ვცხოვრობ 1500 წელია, ყოველ დღე შენი ნახვა მინდოდა და ახლა მეუბნები წავიდე??
არაა არ წავალ! დამიყვირა და უკან დაჯდა.
-წადიი! შენ საბოლოოდ მოკვდები.
და ეს ჩემს გამო იქნებაა.
გთხოვ წადი. ცრემლი მომადგა როცა ის მომიახლოვდა და ჩამოვარდნილი ცრემლი მომწმინდა.
-ახლა ერთ ამბავს მოგიყვები.
გაღიმებულმა გამომხედა და მოყოლა დაიწყო.
-ძალიან ძალიან ძველად ორი არსება შეხვდა ერთმანეთს.
ბიჭი და გოგონა.. ბიჭს გოგო ერთი ნახვით შეუყვარდა მაგრამ
პირველად გოგოს ბიჭი არ უყვარდა, დრო და დრო მან ბიჭის შინაგანობა დაინახა და ის თავდავიწყებით შეუყვარდა.
ბიჭის ოჯახმა გოგო რძალად არ აღიარა რადგან ის მდიდარი ოჯახიდან არ იყო.
და ამიტომ ის ქმრის წინ აწამეს მისი შეცდენისთვის.
ბიჭმა ხმა ვერ ამოიღო მამამისის შიშის გამო, იმ საშინელ დღეს და უყურა თავისი სიყვარულის წამებას.
მეორე დღეს ბიჭმა თავი ცისთვის გაწირა და ღმერთს ევედრებოდა რომ მისი სიყვარული ცაზე ვერსკვლავების სახით მოვლენილიყო და ის კი ისეთი არსება ყოფილიყო რომ ზეცაში მაინც არავის შეეშალა მათთი სიყვარულითვის ხელი.
მეორე დღეს ბიჭი მკვდარი იპოვეს..
ლეგენდის თანახმად გოგო იქცა ვარსკვლავებად ბიჭი კი მთვარედ გადაიქცა.
ასე გვევლინება ცაზე ვარსკვლავები და მთვარე.
ეს შეყვარებული წყვილია რომელიც სულ ერთად არიან ყველაფრის მიუხედავად.
მე შეიძლება რამდენიმე დღეში წავიდე მაგრამ იცოდე რომ სულ შენთან ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს.
და როგორი ძნელიც არ უნდა იყოს.
-და შენ ჩემი დეპრესიის გამო არ ჩამოხვედი აქ?რა სიყვარული, რა შუაშია ეს ლეგენდა?
-არაა მე აქ სიყვარულის გამო ჩამოვედიი რომელიც უკვე 4 წელიაა უდარდელად მაცხოვრებს რადგან შენ იყავი ჩემს სამყაროში.
მეც ხომ უნდა მომეღოს ბოლო.
თან ამ ბიჭს დიდი ხანი ვერ ვაწვალებ, უკვე აღარ მემო..
ძირს დავარდა და ისევ გაიღიმა.
-ჯჯჯონქუქ! მივვარდი და წამოვაყენე ის კი შეუჩერებლად იცინოდა.
-ძალიან გთხოვ ნუ იცინი.
მმაშინებ..
ამოვიკრუსინე და შიშით გავხედე.
-ხედავ ის უფრო ძლიერია!
მაქსიმუმ ხვალამდე ვიყო აქ.
-რაა სისულელეა? შენ მე გუშინ გაგიცანიი.
ეს უსამართლობაა...
არაა...
-ბოდიში! თავი ჩაღუნა მან.
-არაუშავს, შენ შენი გაგჭირვებია.
დებილი გოგოს გამო ტოვებ ამ სამყაროს.
ჩემს გამო...
-კარგი მორჩი! სიცილი დაიწყო და წამოდგა.
-თუ გაქვს რამე სურვილი წასვლამდე შემიძლია შეგისრულო.
გავუღიმე და თმა სახიდან გადავუწიე.
-კოცნა...
ხმადაბლა მითხრა და აჭარხლებულმა გამომხედა.
-კოცნა? მეც ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები და გავხედე მას.
-კარგი იყოს კოცნა...
მივუახლოვდი და ნაზად ვაკოცე ტუჩზე ის კი გაფართოებული თვალებით მიყურებდა და გონზე მოსვლას ცდილობდა.
მე კი ჯერ ვერ ვხვდებოდი ეს რატომ გავაკეთე.
-მადლობა! ჩაიცინა და თავი დაბლა დახარა.
-ბოდიში! ტირილი დავიწყე და მას თავი მკერდზე მივადე.
-რრა რატომ? თავი ამომიწია და შემომხედა.
-შენ ჩემს გამო უნდა მოკვდე.
ტირილი გავაგრძელე და თან მხარში ვურტყამდი მას..

___________

ალბათ ვერ ხვდებით რატომ განვითარდა ყველაფერი ესე მალე არა??
აი მიხვდებით მალე არადა წინ იმდენი რაღაცაა ნუ გაგიჯდებით.
სიყვარული არ არის ეს, შემდეგს დაელოდეთ და ყველაფერზე დალაგდებით.
ცუდია ვარსკვლავი რომ სიკვდილის პირასაა...
მითხარით თუ მოგეწონათ.
დააკომენტარეთ.
მიყვარხართ..
(დაიდო one shot შუგაზე წაიკითხეთ)

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Where stories live. Discover now