omg😂💜

1.7K 141 16
                                    

-ჯონქუქ..
მის ზემოდან ვარ მოქცეული და თვალებში ვუყურებ.
-შენი.. ჰმმმ... ის.. ხელებს პირსახოცისკენ ვწევ.
-ვიცი..გამომხედა აწითლებულმა და პირსახოცს გახედა.
-თვალები დახუჭე და ისე ადექი!
ყურში ჩუმად მითხრა
-მე.. მართლა..
-დროზე! აუწია ტონს და ისევ გამომხედა.
-ვვვდგები! ავიფარე ხელები და ძალიან მალე წამოვდექი.
წამოხტა ჯონქუქი პირსახოცი შემოიხვია და უკანმოუხედავად გავიდა.
-ვაიმე... წამოვდექი და აწითლებულ სახეზე ხელები დავიდე.
-არაფერი დამინახია! ყველაფერი კარგადაა!
მოვიფხანე თავი და ისევ გამახსენდა მას როგორ დავეცი.
-უტვინო ვარ! უტვინო! მოუხერხებელი!
დავჯექი მაგრამ მერე ისევ წამოვხტი.
-დარწმუნებული ვარ რომ არაფერი დავინახე? შევეკითხე ჩემს თავს და ლამის ჩავიკეცე.
-არაა არააა... ლოგინზე დავწექი და შეუჩერებლად დავიწყე სიცილი.
მაისურს დავხედე, მთლად სველი იყო..
და მისი სურნელი დასტრიალებდა.
გავიხადე და ახალი მაისურის ამარა ჩავედი დაბლა.
-გამარჯობა კიდევ ერთხელ! გავუეღიმე ყველას და მისაღებში სავარძელზე ჩამოვჯექი, საშინელი ქაოსი იყო ყველას ხმა ერთმანეთში ირედა.
-ბჭობენ რა აკეთონ მთელი დღე!
ამოიოხრა იუნგიმ და იქვე დადებული შუშის ჭიქა ძირს დააგდო.
ხალხი გაჩუმდა.
-ტვინი შეიჭამა! ცოტა ხმადაბლა ქენით.
წამოიყვირა და გვერდზე მომიჯდა.
-იუნგი ჩემი საყვარელი ჭიქა იყო! თქვა ჯინმა და ჭიქის ნაფცქვენების კრეფვა დაიწყო.
თან ბუზღუნებდა იმაზე რომ მის დალაგებულს ყველა ფეხებზე იკიდებდა.
ისევ ქაოსი დაიწყო...
-აუუუ ტვინი შეჭამეს რაა.. დაიბღვირა იუნგიმ და ბალიშის ქვეშ ამოდო თავი.
გამეცინა წამოვდექი და მათ მიუახლოვდი, მაინტერესებს რა ხდება.
ისეთი ხმაური იყო, ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობდნენ.
ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი.
იქვე საყვარელი საქანელა დავინახე
ჩამოვჯექი და წინ ულამაზეს ხედს გავხედე.
-როგორი ლამაზია აქაურობა! ამოვიოხრე და მიმოვიხედე.
-გეთანხმები! მომიახლოვდა თეჰიონი უეცრად.
-საღამოობით როგორი ლამაზი იქნება აქაურობა.
ჩავიცინე და ცივი ხელები ქურთუკში ჩავიწყე.
-მერე გამოდი და ნახე! აქ ასე ხშირად ხომ ვერ მოხვალ.
ისევ გამიღიმა და გვერდზე საქანელაზე ჩამოჯდა
-მართალი ხარ..
მაგრამ მე და სიცივე ვერ ვმეგობრობთ, ამიტომ მირჩევნია სითბოში ვიყო.
-სწორი არჩევანია.
ისევ გამიღიმა მან.
-ვიცი... მაგრამ ზოგჯერ მიფიქრია ამ ქვეყანაში იმდენი უსახლკაროა, მე კი ვარსკვლავების სანახავად უბრალოდ იმიტომ არ გამოვდივარ რომ ცივა. ბევრ მათგანს კი უხდებათ მთელი დღე გარეთ იყვნენ და ლუკმა პური საიდანმე იშოვონ.
უძლებენ დამცირებას, დაცინვას, ცემას, სივივეს..
მხოლოდ ნაჭერი პურის სანაცვლოდ..
პატარა ბავშვები, რომლებსაც უბრალოდ ბავშობა არ აქვთ.
პატარები სათამაშოზე ოცნებობენ ისინი კი საჭმელზე.
-(ხმა არ გამცა)
-როცა რაიმე სიძნელეს გადავლახავთ ვამბობთ რომ ძლიერები ვართ.
ისინი კი ყოველდღე ცდილობენ პრობლემის გადალახვას და ზოგს ეს გამოსდის კიდევაც რადგან ცოცხალია.
ძლიერები ჩვენ კი არ ვართ,
ძლიერები ისინი არიან, ყოველ დღე ბრძოლობენ სიცოცხლისთვის.
ამისთვის კი უნდა დავაფასოთ და დავეხმაროთ იმისდა მიუხედავად რომ უდიერად ვურტყათ წიხლები, ამ ხალხის არ მესმის რატომ არიან ასეთი დაუნდობლები.
თავი გავაქნიე და თვალზე პატარა ცრემლი მოვიწმინდე.
-ბოდიში.. რაღაც გამახსენდა და ამას მოვაყოლე.
ხმა დავირეგულირე და თავი დაბლა ჩავღუნე.
ის კი ხმას არ მცემდა.
გავხედე და რა შემრჩა წინ, მომტირალი თეჰიონი, რომელიც თავის ცრემლებს ჩუმად იწმინდავს.
-ბოდიში მე მართლა..
-ეს ყველაზე კარგი სიტყვები იყო,
ძალიან მესიამოვნა როგორც საუბრობდი, ჭკვიანი ხარ,
ეს კი ძალიან მომწონს.
ცრემლი მოიშორა და გაქანდა.
-მიხარია რომ მიხვდი რაც ვიგულისხმე.
გაყინულ ცხვირზე მივიდე ხელი
და ისევ ცას გავხედე.
-ყველა ადამიანი დასაფასებელია ამ ქვეყანაში.
ჩაიბურტყუნე და თეჰიონს გავხედე.
-ყველა ადამიანი თანასწორია ყველაფრის მიუხედავად.
და ყველას აქვს თავისი აზრი, რომელსაც თვითონ განაგებს.
გავიღიმე და თეჰიონს გავხედე რომელიც თანხმობის ნიშნად თავს მიკრავდა.
-უნივერსიტეტი როგორ დაამთავრე?
-კარგად! მოკლედ ვუპასუხე და წამოვდექი.
-რა თქმა უნდა... ჩაიცინა და უკან გამომყვა.
სახლში შევედი და სითბო იყო..
სითბო და კარგი საჭმელის სუნი ტრიალებდა.
ნუ აღარც ქაოსი, და აღარც ღრიანცელის ხმა ისმოდა.
ხვალ უკან ვბრუნდებით და ალბათ ყველა ტანსაცმელებს ალაგებს.
თეჰიონიც ზემოთ ავიდა და გაუჩინარდა.
მე კი ამხელა მისაღებში დავრჩი მარტოდ მარტო,
სავარძელზე ჩამოვჯექი როცა გვერძე ჯონქუქი ჩამომიჯდა, კანკალი ამიტყდა.
ახლა არ მინდა მასთან ლაპარაკი მხოლოდ წასვლა მინდა ამ წამს.
-უსახლკაროები გადარდებს? გამომხედა მან.
-ასე ნუ ეძახი.. შევუღრინე და თმა გადავიწიე სახიდან.
-არადა უფრო სხვანაირი ჩანხარ, არ მეგონა ასეთი თუ იყავი.
-ასეთი? გავხედე გაოცებულმა.
-ხო! არ მეგონა უსახლკაროები თუ გადარდებდა,ან..
-შენ რა ლაპარაკის დროს მომისმინე? ისევ გავხედე მას.
-არაა არ მომისმენია.. უბრალოდ გამოვიარე და გავიგე ჰიონს როგორ ელაპარაკებოდა.
-ანუ მომისმინე ეგ იგივეა..
-ხო შეიძლება მოვისმინე, მერე რა! ზურგი მაქცია და ტელეფონს ჩახედა.
უცებ კარები გაიღო და კარში ჯიმინი და ნამჯუნი შემოვიდნენ ხელში პარკები ეჭირათ.. ძალიან ბევრი პარკი..
-გამარჯობა! მოგვიახლოვდა ჯიმინი და ორივეს კორნდოგები გამოგვივიწოდა.
-მადლობა! გავუღიმე და გამოვართვი.
-მე არ მინდა.. არც შეხედა ისე უთხრა და ტელეფონზე გააგრძელა რაღაცის კეთება.
ჭამა დავიწყე და თან წინ ტელევიზორს ვუყურებდი.
როცა ჯონქუქის საშინელი მზერა ვიგრძენი

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Место, где живут истории. Откройте их для себя