korea what?😓🌾

2K 164 24
                                    

-არაუშავს! არაფერია! ისევ იგივეს ლაპარაკი დაიწყო მან.
-ნუ ლაპარაკობ ისე თითქოს მართლაც არაფერი იყოს!
მხარში უხეშად ჩავარტყი და შევამჩნიე დაღონებული როგორ დაჯდა სკამზე.
-თუ რამე გაინტერესებს შეგიძლია შემეკითხო.
ყალბი ღიმილით ამომხედა.
მე კი შეუჩერებლად მივაყარე კითხვები.
-ვეღარასდროს გნახავ? ვეღარც ცაზე? საერთოდ ვერასოდეს? ჯონქუქს რამე ემახსოვრება ამაზე?
გულნატკენი ხმით ვუთხარი.
-სამწუხაროდ ვეღარ მნახავ!
თუ რა თქმა უნდა ამ სხეულის პატრონს არ შეხვდი, ჯონქუქს კი შენი სახეც ემახსოვრება ალბათ და ყველაფერი რაც აქ მოხდა, შეიძლება კიდევ რაღაცეები არ ვიცი..
ცინიკურად გაიღიმა.
-მაგ სხეულის პატრონს ვერ შევხვდები ეგ ძალიან კარგად იცი.და თუ შევხვდები არც შემომხედავს
ამოვიხვნეშე და დივანს მივეყრდენი.
-რა იცი ბედი რას გიმზადებს, არ დანებდე მთავარი ეგ არის, და შენს თავს ნუ აყენებ შეურაცხყოფას შენ ძალიან ლამაზი და კარგი ხარ.
თმაზე გადამისვა ნაზად ხელი და შევამჩნიე რომ ცრემლი ჩამოუვარდა თვალიდან.
-როგორ მინდა, ნამდვილი ვიყო და არა სული როგორც ახალა! ტირილი დაიწყო და მომეხვია.
მე კი პასუხს ვერ ვცემდი რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა მე არაფერი ვიცოდი რადგან მისი დაწყნარება უბრალოდ არ შემეძლო.
-მგონი დროა წავიდე! წამოდგა და ცას გახედა.
-არაა ჯერ..
-ალბათ უკეთესია, რაც მალე წავალ მით მალე შეეგუები ყველაფერს.ცრემლიანმა გამიღიმა და ისევ თვალი მომავლო.
-არაა ჯერ ადრეა! სად მიდიხარ. ხმას ავუწიე და ხელი ჩავავლე
-უნდა შემპირდე რომ არაფერს გააკეთებ, არც დეპრესიაში ჩავარდები არც იტირებ..
უნდა შემპირდე.
თავზე ხელი დამადო და ლოყაზე მაკოცა
-მე არაფერს დაგპირდები! ამას ვერ ვიზავ, რატომ წირავ თავს ჩემს გამოო? რატომმმ? მეეე ვერ შევეგუები იმას რომ, ჩემს გამო ვიღაც მოკვდება.
და მეუბნები ამაზე არ ვიფიქრო? ტირილი დავიწყე ისევ და ზურგი შევაქციე მას.
-უნდა წავიდე ის ისევ და ისევ მასუსტებს.
მუცელზე ხელი მოიკიდა და კედელს მიეყრდნო.
-არაა! მივვარდი და დავიჭირე.
-ბოდიში! მე უფრო ვამძინებ სიტუაციას ამ ყვირილით.
(ჩავისუნთქე)
გპირდები რომ დეპრესია არ მექნება და არც ბევრს ვიტირებ.
ტირილნარევი ხმით ვუთხარი და მას გავხედე რომელიც ნელ ნელა უჩინარდებოდა.
-როცა ლაპარაკი მოგინდება მე დამელაპარაკე რადგან მე ყოველთვის მოგისმენ და შევეცდები დაგეხმარო.
ეს მითხრა და სულ გაუფერულდა.
რამდენიმე საათის წინ მინდოდა რომ ის სიზმარი ყოფილიყო ახლა კი...
სიმწრის ცრემლი ჩამომვარდა რომელიც მალევე მივიწმინდე
-მე მას დავპირდი რომ არ ვიტირებდი! ჩავიცინე და ტანსაცმელს ვწვდი.
-მე მას დავპირდი... ვკრუსუნებდი და თან ცრემლები მომდიოდა.
-ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი!
ყველაფერი ჩემს გამოაა.
ისევ ვტიროდი და გაჩერება არ შემეძლო რაც მკლავდა...

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin