-როგორ ხარ მინო? გავუღიმე მას და თვალები მოვხუჭე ოდნავ როგორც მჩვევია გაღიმების დროს.
-რამდენი ხანია არ მინახიხარ! ჩაიცინა და როცა ცოტა მომიახლოვდა ვიგრძენი თუ როგორ საშინლად მიყურებდა ჯონქუქი.
-გამარჯობა! მგონი მეც აქ ვარ. თქვა გაღიმებულმა ჯონქუქმა.
-ბოდიში! მაგრამ შენ არ გიცნობ ამიტომ არ ვარ ვალდებული მოგესალმო.
-ლიზუს ხომ რას ამბობ.. ჩაიბურტყუნა მან რასაც ჩემი ჩაღიმება მოყვა.
-არ ვიცი.. უბრალოდ გამოვისეირნე და შენ გამახსენდი.
დაიბღვირა და მე გამომხედა.
-კარგად გამოიყურები! რატომ არ დამირეკე? დაბღვერილი მიყურებდა.
-იცი.. მე... ჰმ...ნომერი დამეკარგა და ვეღარ დაგირეკე! ბოდიში.
-არაუშავს მომეცი ტელეფონი და ჩაგიწერ. გაიცინა და როდესაც ხელი გამომიწოდა ჯონქუქმა ახლა მას მიაპყრო მზერა.
-რაას აკეთებ?გახედა ზიზღით
მე კი ლოყებზე ცოტათი ავწითლდი, მაგრამ რატომ?
-ნომერი...
-ლიზი დროზე სახლში წადი. მბრძანებლური ტონით მითხრა მან.
-რა? გავხედე მას გაოცებულმა.
-მართლაც, რა? შენ ვინ ხარ საერთოდ რომ უბრძანებ.
-მალე! არც შემოუხედავს თითი როგორ მიჩვენა სახლისკენ და ტონს აუწია.
სახლისკენ რომ გავიხედე მინომ ხელი ჩამავლო მაჯაში და ახლოს ამომიდგა.
-ლიზი მოიცა!რა სახლი? იცი მე.. არ დაამთავრებინა პირდაპირი მნიშვნელობით წამომგლიჯა.
-ხელი გაუშვი!წამოიყვირა ჯონქუქმა და სახლისკენ წამათრია.
-რაას აკეთებ?ჯონქუქ ხელი გამიშვი მტკივა! სახლის წინ დამაყენა და მანქანისკენ წავიდა ისე რომ ხმა არ ამოიღო.
ავირბინე კიბეებზე და კარები ჩავკეტე.
ფანჯრიდან გავიხედე, და ისინი უკვე დაშლილები იყვნენ არც ჯონქუქი ჩანდა და არც მინო.
ტელეფონზე კი ცალკე თეჰიონისგან და ცალკე ჯიმინისგან იყო მოწერილი.
სად ხარ?
მიხვედი?
ჯონქუქმა დააშავა რამე?
ჩამეცინა, ტელეფონი იქვე მივაგდე და ლოგინზე გავიზმორე.
რა ჯანდაბაა იყო ეს?
მან რა ქნა?
ან რატომ ქნა?
ეს.. რა იყო?
იეჭვიანა? გულზე ხელი მივიდე და უკვე ამოვარდნას იყო ისე ფეთქავდა.ამიწითლდა ლოყები, ჩავიცინე და ხელებს დავხედე ჯერ ისევ მიცახცახებდა მისი მოულოდნელი შეხების გამო.
მოსაცმელზე კი ისევ მისი არაჩვეულებრივი სურნელი შემრჩენოდა რომელსაც ალბათ ყველაგან გავარჩევდი.
რატომ მიყვარს ასე?
ან რას მიშვება როცა მას ვხედავ?
ის ხომ ჩვეულებრივია როგორც დანარჩენები.
ამოვიოხრე და საწოლში ჩავწექი, თბილი პლედი მივიფარე და მალე დავიძინე.
ბედი...
აი რა არის მთავარი, მე კი ჩემს ბედს არ ვემდური.
ვთხოვე და მან ეს შემისრულა.
მინდოდა ქუქთან შეხვედრა და მგონი მასთან საერთო ენა გამოვნახე.
მაგრამ ვარსკვლავი...
ის მართლა მიყვარდა! იმისდა მიუხედავად რომ რამდენიმე დღე ვიცნობდი.
ჯონქუქს კი არაფერი ახსოვს, რაც არ მადარდებს და მიხარია კიდევაც...
ŞİMDİ OKUDUĞUN
ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)
Hayran Kurgu-იციი ყველააზე მთავარი რა არის? მომიახლოვდა და ლოყაზე მომავლო ხელი -რაა? ზიზღით გავხედე ჯონქუქს რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მეცემა. -მე შენში გოგოსაც კი არ ვხედავ! რა მოწონებაზეა ლაპარაკი... (დანარჩენი თქვენ შეაფასეთ...)