bye..

1.7K 137 15
                                    

ჯიმინ პოვ.

მოსაღამოვდა და უკვე  სახლში უნდა წავსულიყავით როცა ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
-ჯიმინ მე წავედი!
ლიზასგან იყო..
ის წავიდა?
სად?
წამოვდექი და მისი ძებნა დავიწყე, სიმართლე არ მეგონა.
თეჰიონს შევეკითხე მაგრამ მანაც არაფერი იცოდა.
მართლა წავიდა?
ჯონქუქმა რაღაც მიქარა?ისევ?
-ხალხო ჩავჯექით აბა მანქანებში! დაიყვირა ჯინმა.
-ლიზა სად არის? იკითხა იუნგიმ და გარშემო მიმოიხედა.
-ხო არც მე მინახავს! გააგრძელა თეჰიონმა.
-ის წავიდა! დაღვრემილმა ვთქვი და მანქანაში ჩავჯექი.
-წავიდა? გაიკვირვა თეჰიონმა და გვერძე მომიჯდა.
მანქანები დაიძრა და სახლისკენ წავედით.
-როგორ თუ წავიდა?
გამომხედა მან.
ჰოსოკი გვიყურებდა ჯინი კი ხმას არ იღებდა.
-მან მომწერა რომ წავიდა მეტი არაფერი უთქვამს.
-კი მაგრამ რატომ? გააგრძელა ჰობიმ.
(დიდი სიჩუმის შემდეგ)
-ჯონქუქმა ატირა და იმიტომ.
-როგორ თუ ატირა?
ჩაახველა ჯინმა.
-იმ ატრაქციონზე მარტო დატოვა! ლიზას კი თურმე სიბნელის ეშინოდა.
რაღაცამ შეაშინა და ტირილით გამოვიდა იმ ადგილიდან.
ჯონქუქმა კი იქ დატოვა.
-რაა? შეუძლებელია.
ამოიოხრა თეჰიონმა.
-მან თქვა რომ ლიზა დაკარგა და თვითონ წამოვიდა.
გააგრძელა ჯინმა.
-ალბათ მოიტყუა! ვუთხარი მათ და ლიზას ნომერი ავკრიფე.
"ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან...
-არ იღებს!
-რატომ გახდა ჯონქუქი ასეთი?
გააგრძელა ჰობიმ.
-ასეთი...
-ხოო ასეთი არ იყო.
-ლიზა ყველას მოეწონა, მას კი არა! ისე ექცევა თითქოს რაღაც დაუშავა მან.
ჩაახველა ისევ ჰოსოკმა და დიდ სახლს გახედა.
-ესე არ უნდა წასულიყო!ვთქვი და მანქანიდან გადავედი.
-იქნებ ჯონქუქს დაველაპარაკოთ და რამე გვითხრას.
-იქნებ! ამოვიოხრე და სახლში შევედი.

ჯკ პოვ.

როდესაც უკვე ვნაწილდებოდით ლიზას ძებნა დავიწყე.
ბოდიში უნდა მომეხადა ყველაფრისთვის რასაც  ვუკეთებდი.
პირველად ეს ყველაფერი ხუმრობა იყო მაგრამ შემდეგ მისი გაბრაზება მომწონდა.
ახლა კი საზღვრებს გავცდი.
-ის წავიდა! გავიგე ჯიმინის ხმა.
წავიდა?
გავიფიქრე და დაჰის კმაყოფილ სახეს გავხედე.
-კარგია რომ დროზე ადრე მიხვდა.. ჩაიბურტყუნა და გვერდზე ამომიდგა.
ხმა არ გამიცია ისე ჩავჯექი მანქანაში და სახლისკენ წავედით.
სახლში შესვლისთანავე ჩემს ოთახში ავედი.
მომეჩვენა რომ დაცარიელდა.
აღარც მისი ხმა ისმოდა და აღარც მისი წუწუნი.
მაგრამ შევამჩნიე რომ ისევ ტრიალებდა მისი სურნელი.
განა რაიმე ძვირადღირებული დუხის.
არამედ ადამიანური სურნელი იყო.
*ლოგინზე დავწექი*
და თეთრეულზეც მისი სურნელი ტრიალებდა.
არაამქვეყნიურიად კარგი სუნი ასდიოდა.
ბალიშს ვუსუნე და თითქოს იას ყვავილის სუნი დასტრიალებდა.
რომელიც მის თმას ასდის ხოლმე.
საიდან ვიცი?
დღეს მის თმას ვუსუნე როცა შეეშინდა და ზედ შემომახტა.
ისეთი საყვარელი იყო.
მისი გულის ფეთქვაც კი ვიგრძენი იმ დროს.
*ამოვიოხრე*
რა გავაკეთე ისეთი რომ წავიდა?
ბალიში წინ მოვიქციე და თვალები მოვხუჭე.
უცებ კარი გაიღო და ჯიმინი შემოვიდა.
გაღიმებულ სახეზე ცოტა დანაღვლიანება ეტყობოდა.
-ჰიონ უნდა ვჭამოთ და არ წამოხვალ?
-არაა არ მინდა! მადლობა.
ვუთხარი მას და ისევ მივიბნიდე თვალები.
-თუ ეს ოთახი არ მოგწონს, ჩემს ოთახში გაგიცვლი. ისიც დიდია.
-და რატომ არ უნდა მომწონდეს ეს ოთახი? წამოვდექი და მას გავხედე.
-არ ვიცი ალბათ ლიზა რომ იყო
აქ! ხმადაბლა მითხრა.
-ეგ რა შუაშია! კარგი ოთახია და აქ მინდა დაძინება.
-კარგი! კარგი! ხელები აწია და კართან გაჩერდა.
-დღეს რა მოხდა?
-რაზე? უეცრად გავხედე
-ძალიან კარგად იცი რომ ის შენს გამო წავიდა!
მითხრა ჯიმინმა
-ის ვინ?
ლიზა?
ჩავიცინე.
-რატომ იცინი ჯონქუქ? ეს სასაცილო გგონია?
ხმაზე სიბრაზე ეტყობოდა.
-არაა მე...
-იცი რომ დღეს იტირა! იმის გამო რომ სიბნელეში მარტო დატოვე. იცი?
-იტირა? სახე ვიცვალე და მივხვდი ჩემს დანაშაულს.
-კიი იტირა! და ეს შენი ბრალია! კიდევ რამდენი ხანი აპირებ მის წვალებას არ ვიცი! მაგრამ იცოდე შეიძლება გარედან ძლიერი ჩანს მაგრამ შინაგანად ძალიან სუსტია.
და ამით ნუ იმოქმედებ.
გაჩუმდა და ჩემს სახეს დააკვირდა.
-ახლა წავალ! და იფიქრე შენს დანაშაულზე, და იმაზე რომ სულ სხვა გახდი.
მე სხვა ჯონქუქს ვიცნობ.
და ის ჯონქუქი გოგოს არასდროს ატირებდა.
ახლანდელი ჯონქუქი კი ნაბიჭვარივით იქცევა.
ხმა დაიბოხა ადგა და კარი მიხურა.
-ნაბიჭვარი? წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე.
-ანუ ნაბიჭვარი გავხდი! ჩავიცინე და ლოგინში ჩავწექი.
ტელეფონი ავიღე და სქროლვა დავიწყე და ალბათ დაახლოებით ხუთი საათისკენ დამეძინა.

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Donde viven las historias. Descúbrelo ahora