why you are screaming?

1.8K 146 16
                                    

მანქანაში იუნჯე და ლიზა უჩუმრისპირად ჩაჯდნენ, არც ერთს ხმა არ ამოუღია.
ცოტა შემრცხვა ჩემი ასეთი საქციელის გამო მაგრამ რას ვიზამთ.
იუნჯე სახლში მივიყვანე და ლიზას სახლის გზისკენ წავედი, მას რომ გავხედე უბრალოდ ჩუმად იჯდა.
ხმას არ იღებდა ფანჯარას უყურებდა და მორჩა.
მინდოდა რამე ეთქვა თავს უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი როცა ასე წყნარად იყო.
მაგრამ რამე რომ ეთქვა რა უნდა მეპასუხა?

ლიზას პოვ.

ჯონქუქმა დამიყვირა!
ძალიან ხმამაღლა დამიყვირა.
და გამოგიტყდებით მისმა ასეთმა საქციელმა ცოტა შემაშინა.
მაგრამ რატომ დავთანხმდი მას?
რატომ არ შევეწინააღმდეგე, და რატომ არ დავრჩი მინოსთან?
არ ვიცი..
უბრალოდ ვერ ვუძებნი პასუხს.
ალბათ იმიტომ რომ ჯონქუქი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე მინო რომელიც მთელი ცდილობდა ჩემს შებმას.
დავთანხმდი ჯონქუქს იმიტომ რომ უბრალოდ აღარ მინდოდა მეტი ჩხუბი.
მანქანაში უბრალოდ ხმას არ იღებდა.
იჯდა და ერთ წერტილში იყურებოდა.
მივხვდი რომ ჩემთან ლაპარაკის სცხვენოდა.
მეც არ ვიყავი ისეთ სიტუაციაში რომ რამე მეკითხა, ამიტომ სულ გავჩუმდი.
-ბოდიში! უცებ წარმოთქვა მან.
(ხმა არ ამოვიღე)
-ბოდიში, ძალიან ცუდად გამოვიდა! მე მართლა არ მინდოდა ყველაფრის ჩაშლა..
-კარგი ნუღარ მიხსნი! გავაჩერე და ისევ ფანჯარას გავხედე.
-ალბათ გძულვარ ხო?
წამიერად გამომხედა.
-არაა არ მძულხარ! გავხედე მას.
-აბა? მე ხომ..
-არ ვიცი რატომ ქენი ეს მაგრამ, მადლობა! იმიტომ რომ მინოს ქცევებისგან უკვე დაღლილი ვიყავი.
თმა გადავიწიე და წამიერად ვიცვალე სახე.
-არაფერს! ჩაიცინა და ისევ გზას გახედა.
-გამიხარდა, რომ მალევე დამთანხმდი მეგონა მას გაამართლებდი.
-სიტუაცია რომ ვერ გამეგო, აუცილებლად მინოს მხარეს დავდგებოდი მაგრამ ახლა შენთან ყოფნა ვამჯობინე.
-ჩემთან ყოფნა? გამომხედა მან და სახლის წინ მანქანა გააჩერა.
-დაივიწყე! ჩანთას მოვკიდე ხელი და გადასასვლელად მოვემზადე როცა მოჭერა ვიგრძენი მაჯაზე, ამ მოქმედებამ მასთან უფრო ახლოს მიმაბჯინა.
მისი სუნამოს სურნელს ვგრძნობდი, და ძლიერ, გახშირებულ სუნთქვას რომელიც ჩემს ღაწვებს ეგებებოდნენ.
მე მას უბრალოდ გავხედე და დავინახე ის ლამაზი თვალები რომლებიც ალბათ მთელს ვარსკვლავებს მირჩევნია.
მისი პატარა ტუჩებიც კი ისე მიყურებდნენ, თითქოს უნდოდათ რომ მათ შევხებოდი.
ჯონქუქის მზერა ვიგრძენი, როგორ მიყურებდა და თან აცეცებდა თვალებს, უკვე კარგად დავინახე მისი სიწითლე ლოყებზე.
ჩემი სიწითლე კი მარტო ლოყებზე კი არა მთელს ტანზე იყო მოდებული.
ვაკოცო?
არ ვაკოცო?
ვაკოცო?
არ ვაკოცო?
და კი ძალიან მორცხვი ვარ!
როდესაც კინოებში ასეთ მომენტებს ვუყურებდი ვამბობდი რომ გოგოს უნდა გადაედგა ნაბიჯი და უნდა ეკოცნა ბიჭისთვის.
მაგრამ რა ვქნა რომ ასე მრცხვენია?
როდესაც მის თვალებს გავხედე ძალიან ოდნავ მივუახლოვდი მას და ქვედა ტუჩზე შევეხე, ეს  კოცნა კი არა უფრო ტუჩების შეხება იყო.
დავინახე როგორ გათეთრდა ჯონქუქი და პატარა თვალები გადიდდა.
მე კი ამ უტვინო საქციელის გამო ახლა მხოლოდ მინდოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო.
წამოვხტი ძალიან ძალიან სწრაფად და სახლისკენ გავიქეცი.
პირდაპირი მნიშვნელობით.
შევაღე კარი ჩავრაზე ყველაფერ და საბანი გადავიფარე.
იქნებ არა სწორედ მოვიქეცი?
იქნებ არაა ეს სწორი საქციელი?
წამოვდექი ფარდა გავწიე და ჯონქუქის მანქანა კიდევ აქ იდგა.
ამის დედაც!
დავიყვირე და იქვე ჩავიკეცე.
ამის დედაც!
ბიჭი ისე შევაშინე ვეღარც მიდის!
თავში ხელების რტყმა დავიწყე.
ეს კოცნაც კი არ იყო!
მე უბრალოდ შევეხე ესეც შემთხვევით,
ვიწყნარებდი თავს და თან ვხვდებოდი რომ საკუთარ თავს ვატყუებდი.
უცებ ძალიან მალე, წამოვდექი და ლოგინში ჩავწექი.
დავიფარე ჩემი ფუმფულა საბანი და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.

ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)Where stories live. Discover now