-აუუუ იცი რა! წამოვდექი და ჩანთას ვსტაცე ხელი.
-მივდივარ.. კიბეებისკენ გავიქეცი მაგრამ მისმა ხელმა შემაჩერა.
-სად მიდიხარ კაი რა!
თვალები გააფართოვა და ხელზე მძიმედ მომიჭირა.
-იცი რა ჯონქუქ ჩამოყალიბდი რა..
დავიღალე შენი უაზრო საუბრებით და უაზრო სარკასტული ლაპარაკით.გავხედე და ხელი გამოვწიე
-ლიზ..
-არაა რა, სანამ შენ ჩამოყალიბდები იქამდე მე შემიყვარებს ვინმე..
-არაა შენ არავინ შეგიყვარებს!
ამოიოხრა და ვისკის ნაწილი გადაყლაპა.
-ნაბიჭვარო! ვერ გიტან.
შევუღრინე და ბარათის გადახეული ნაწილები ავაგროვე.
-და რას იზამ მას დაურეკავ?
ისევ ჩაიცინა და კიბისკენნ წავიდა, ჩაირბინა და ბრბოში შეერია.
-ვერ ვიტან ამ საზიზღარს! ჩანთა მოვუკიდე და კლუბიდან დაუყოვნებლივ გავედი.
ნელა მივაბიჯებდი კორეის ლამაზ ქუჩებში..
ისეთი ლამაზია იქაურობა ღამე, განათებული შენობები მუსიკის ნელი ჰანგები გამოდიოდა კაფეებიდან, როგორი კარგია ღამე სიარული..
მაგრამ ეს ბიჭი, რატომ არ ვანებებთ ერთმანეთს თავს?
გამუდმებით ვეკითხები ამას საკუთარ თავს.
რატომ მიზიდავს?
მე ხომ ნაბიჭვრები ადრე არ მიზიდავდნენ?
თუ მიზიდავდნენ?
სახლამდე ძალიან ძალიან ნელა მივდიოდი, თითქოს არ მინდოდა სახლში მისვლა და იქაურობის ნახვა..
მისვლისთანავე ფეხზე გავიძრე მოსაცმელი იქვე მივაგდე, ლიგინამდე ოხვრით მივედი..
ისევ ჯონქუქზე მეფიქრებოდა..
როგორ შეიძლება მისი ეჭვიანობა?
ვითომ იმ ბიჭს რომ დავურეკო?
მან ხომ მითხრა რასაც გინდა იმას გაგიკეთებო..
პაემანზე წასვლა რომ ვთხოვო?
მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი
სანამ არ დამეძინა იქამდე ვფიქრობდი..
ალბათ ეს ფიქრი აუცილებლად შემიწირავს..
(ზზზზზზ~ კარზე)
-მივდივარ!! ლოგინიდან წამოვხტი და კარი მთქნარებით გავაღე.
-ჯიმინ! გავიკვირვე და აბურგნული თმა სახიდან გადავიწიე.
-შემოდი.. გავუეღიმე და სახლში შემოვიპატიჟე.
-ხომ არ გაგაღვიძე?
მორცხვად შემოვიდა და სავარძელზე ჩამოჯდა.
-ყავა გაგიკეთო? გავხედე და თვალებმობნედილმა ვუპასუხე.
-რასაც შენ დალევ მეც ეგ გამიკეთე..
-მე ჩაი უნდა დამელია და მაშინ შენც ჩაის გაგიკეთებ..
-კარგი! ჩაიცინა და მორცხვად ჩამოჯდა.
-რა კარგია რომ მოხვედი! მივუახლოვდი და წინ დავუჯექი.
-მართლა ხომ არ გაგაღვიძე?
მორცხვად თქვა და მოსაცმელი გაიხადა.
-არაა რას ამბობ! პირიქით შენი მოსვლა ყოველთვის მიხარია ხოლმე. გავუღიმე და ფეხი ფეხზე გადავიდე.
-გუშინ გეძებდი და სად წახვედი?
-რაღაც საქმეები მქონდა და ბოდიში..
ჩაიდნის ხმამ შემაჩერა.
-ჩაის დავასხავ! წამოვხტი და სამზარეულოში წავედი, ამ დროსაც კარზე ხმა გაისმა.
-ჯიმინ შეგიძლია გააღო.
გავძახე და ცხელი წყალი ჭიქებში ჩავასხი.
ცხელი ჭიქებით გავედი გარეთ სანამ სავარძელზე მისკუპებული ჯონქუქი არ დავინახე, ტელეფონში რაღაცას აკეთებდა.
-გამარჯობა! გავუღიმე და ჯიმინის ჩაი გავუწოდე
-გამარჯობა .. ცმაჩახლეჩილმა მითხრა მან.
-რა არის რა ხმა გაქვს? ჩაი მოვსვი და მას გავხედე.
-გუშინ იმდენ გოგოს კოცნა გლანდები ამოუტრიალეს.
ჩაიცინა ჯიმინმა და ჯონქუქის გაღიმებულ სახეს დააკვირდა.
-რამდენი იყო ქუქ?
-ზუსტად არ ვიცი მგონი 5..
ჩაიცინა და ტელეფონი გვერდზე გადადო.
-5 გოგო ეს უკვე საქმეა..
მწარედ ჩავიცინე და მას გავხედე.
-მეც შეიძლება პაემანზე წავიდე დღეს..
ჩავიცინე და თვალები მივიბნიდე.
-ვისთან ერთად? გამომხედა ჯიმინმა და ჩაის ჭიქა გადადო
-გუშინ საღამოს ვიღაც გავიცანი, და პაემანზე უნდა გავყვე.. ჩაის ჭიქა სამზარეულოში გავიტანე და მათთან დავჯექი.
-ყველა სანდო არ არის! მითხრა ჯონქუქმა.
-მართალი ხარ.. მაგრამ რატომღაც მისი აურა მომეწონა!
ამიტომ გავყვები ჩემი რა მიდის, იქნებ პირველ კოცნასაც გამოვკრა ხელი.
ეს ძალით ვთქვი..
რადგან ჯონქუქს ადრე ვაკოცე და მასთან იმიტომ ვთქვი რომ იცოდეს..
მასთან კოცნას კოცნაც არ ვთვლი!
-მოიცა აქამდე არავისთვის გიკოცნია? ჩაიგესლა ჯონქუქმა.
-არაა.. არავისთვის! ფეხები მოვკეცე და სავარძელზე ჩამოვჯექი.
-რატომ მახინჯი იყავი? პირდაპირ მომახალა.
-ჯონქუქ! გახედა ჯიმინმა მას.
-წარმოიდგინე და ბიჭები მეფლირტავებოდნენ ხოლმე..
მაგრამ მაინც არ ვაკოცნინე არავის.
-იტყუები! გამომხედა ჯონქუქმა ისევ
-რატომ უნდა იტყუებოდეს ის ხომ ლამაზია..
მიახალა ისევ ჯიმინმა და ჩემსკენ თითი გამოიშვირა.
-მადლობა ჯიმინ.. გავწითლდი და ნაზად გავუღიმე.
-უი მე ეს ხმამაღლა ვთქვი? ცხვირზე მოიფხანა და მე გამომხედა.
-კარგი რა.. ისე ლიზა მგონი წონაში მოიმატე.. ისევ ამოიგესლა ჯონქუქმა.
-მართლა? გავხედე მას და მაისურზე დავიხედე.
-არა ჩემი აზრით ისევ ისე ხარ! მშვენივრად გამოიყურები.
გამომხედა ჯიმინმა და ჯონქუქის სახეს გახედა
-კაბები ჩაგეტევა იმ ბიჭთან შესახვედრად?
-კიი.. ან შეიძლება შარვალი და მოკლე მაისური ჩავიცვა! შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ.
-აიწონე რაა! ძაან მოიმატე.
სერიოზული სახით მიყურებდა მე კი თითქოს შინაგანად მეტკინა ეს სახეზეც დამამჩნდა.
საკუთარ თავს ვეკითხებოდი..
მართლა მოვიმატე?
რამე ვჭამე ისეთი?
სახე ჩამომეღუშა, უკვე ტირილიც კი მინდოდა..
არადა ჩემი ტანი ძალიან მიყვარს! ამან კიდევ მომატებული ხარო..
ნამდვილად მეწყინა მისგან.
-ბოდიში ერთ წუთს გავალ! წამოვდექი და სააბაზანოსკენ წავედი.
სიმწრის ცრემლი ჩამომივარდა, ეს ჯერ იმ დროს მინდოდა ტირილი როცა გავიგე რომ ჩემი წასვლის შემდეგ გოგოებისთვის უკოცნია.
ანუ ჩემი კოცნა მისთვის ერთი ჩვეულებრივი გართობაა..
გასვლისას ჯიმინი იქ აღარ დამხვდა..
რამდენი ხანი ვიყავი ის რომ წავიდა?
ეს ნაბიჭვარი კი იჯდა და აქეთ იქით იყურებოდა.
-ჯიმინს დაურეკეს და წავიდა.. წამოდგა და გამიღიმა.
-კარგი.. გავხედე და ჯიმინის ჭიქა სამზარეულოში გავიტანე.
-იმ ბიჭის ნომერი რატომ არ მოიშორე? სამზარეულოს გასასვლელთან დადგა
-არ ვიცი უბრალოდ მომინდა რომ დამეტოვებინა.. შენ უნდა გკითხო?
-არაა არ უნდა მკითხო, უბრალოდ მეწყინა როცა თქვი პირველი კოცნა არ მქონიაო.
-ხო არ მქონია! იმიტომ რომ შენთან კოცნას კოცნას არ ვთვლი გასაგებია?
სამზარეულოს გასასვლელთან დავდექი მაგრამ არ მიშვებდა.
-გამიშვი! გასვლა ვცადე მაგრამ უშედეგოდ.
-კარგი რა.. რა გეწყინა? გამომხედა და საკოცნელად მოიწია.
-არც გაბედო და მაგ საშინელი ტუჩებით აღარ შემეხო, არ მინდა იმ 5 გოგოს შორის მეც ვიყო.
დავუყვირე ის კი უბრალოდ შეჩერდა.
-კი მაგრამ..
-იცი რა მეწყინა? წინაზე რომ მელაპარაკებოდი..
ძალიან ძალიან მეწყინა თითქოს მუცელში რაღაც ჩამარჭე!
და საერთოდ რატომ გელაპარაკები?
თავი დამანებე რა...
ისევ დავიყვირე და გასვლა ვცადე.
-კარგი რა! ძალიან კარგად იცი რომ შენი ტანი ძალიან მომწონს! ეს უბრალოდ გასაბრაზებლად ვთქვი.
-არ მაინტერესებს რატომ თქვი! უთხარი იმას ვისთანაც გაგივა იგივე ლაპარაკი!ხელი გავკარი და სამზარეულოდან გავედი.
-კარგი ხო! ცოტა ვიეჭვიანე.. თავი მოიფხანა და წინ გადამიდგა.
-ვიზე ეჭვიანობ? ვიზე ამიხსენი?
არც მოგწონვარ.. გრძნობებში ვერ ჩამოყალიბებულხარ და ეჭვიანობ კიდევაც? ჩავიცინე და თმა სახიდან მოვიშორე.
-არ მინდა სხვასთან ერთად დაგინახო.. მოკლედ მითხრა და სავარძელზე ჩამოჯდა.
-მორჩი რა! დავუყვირე მან კი საცოდავად ამომხედა.
-შენი აზრით მე მსიამოვნებს ვინმესთან ერთად რომ გხედავ?
არა.. არ მსიამოვნებს მაგრამ ვიტან! და კიდევ აქ მოდიხარ და ჩემს ნაკლებს განიხილავ?
მადლობა საყვარელო მადლობა! უკან გავიხედე საძინებლისკენ წავედი მაგრამ მაინც უკან გამომყვა.
-ძალიან გთხოვ არ წახვიდე პაემანზე! მხოლოდ ესღა მითხრა და მოწყენილი დამიდგა წინ.
-ესეთი სახე იმ გოგოებთან მიიღე ვისაც ენა უტრიალე, გასაგებია? გავხედე მაგრამ მისი სახე უფრო იღუშებოდა..
რა საყვარელია ეს ნაბიჭვარი!
რა საყვარელი და სექსუალურია!
ამ დროსაც კი არ შემიძლია მასზე გაბრაზებული ვიყო..
-მინდა რომ არ წახვიდე! მხოლოდ ეს მითხრა და ლოგინზე ჩამოჯდა.
-რატომ? შევეკითხე მას და წინ დავუდექი.
-იმიტომ რომ ვიცი პაემნის ბოლოს ის აუცილებლად გაკოცებს.. ამიტომ არ მინდა რომ ჩემს გარდა შენ კიდევ ვინმემ გაკოცოს.
ხმადაბლა მითხრა და მუცელზე მომეხვია.
მისი შეხება..
მიშველეთ რა!
-არ მინდა რომ შენს ტუჩებს ჩემს გარდა ვინმე შეეხოს! არ მინდა რომ მან გააჩინოს ან გაგაბრაზოს, თუ ერთმანეთს აკოცებთ აუცილებლად მოგეწონება ის..
შემდეგ შეიძლება სექსიც გქონდეთ.
(ეს რომ თქვა წამივარტყი)
-უბრალოდ არ მინდა რომ ჩემს გარდა ვინმე გეხებოდეს!
ფეხებიდან თმის ღერამდე მინდა რომ ჩემი იყო.
ამომხედა და გესლიანად ჩაიცინა როცა ჩემი სახე დაინახა.
-ჯიმინს შეხებაზეც კი საშინელი ეუფორია მემართება ხოლმე.
ან იმის წარმოდგენაზე რომ ჩემს გარდა ვინმე გიწევს გვერდით..
ამაზე მთელი საღამო ვფიქრობ და მეშინია ერთ დღეს როცა შენთან სახლში მოვალ ვინმე არ იყოს აქ ან შენ არ გეცვას მისი პერანგი..
ეს ბოლოს მომიღებს!
-შენი ქცევები ჯონქუქ ამას როგორ ახსნი? გოგოებს კოცნი და ახლა მეუბნები რაღაცეებს?
-რომ წახვედი მეგონა აუცილებლად იმ ტიპს შეხვდებოდი, იმიტომ რომ მისი ბარათის ფურცლები აკრიფე.
გოგოები მომესივნენ..
შენზე გავბრაზდი და გული მათზე მივიოხე.
მეორე დღეს მეშინოდა შენთან მოსვლა რადგან მთელი საღამო ვფიქრობდი რომ აუცილებლად შენთან დამხვდებოდა ის ნაბიჭვარი.
მერე კი მოვკლავდი და შენს გამო ჩავჯდებიდი ციხეში.
-მაგრად ვერ ხარ რა ჯეინ ჯონქუქ! ჩავიცინე და თავზე ოდნავ ვაკოცე.
-ეს მოქმედება ნიშნავს რომ მასთან პაემანზე არ წახვალ?
თვალები გააფართოვა და უკან ამომიდგა.
-არა არ წავალ შეგიძლია დაწყნარდე! ჩავიცინე ის კი წინიდან დამიდგა.
რა მაღალია!
ზემოდან მიყურებდა..
დავინახე თვალები როგორ მოხუჭა და ყელზე ნაზად მეამბორა..
-მინდა რომ ჩემი იყო! ყურში მძიმედ ჩამჩურჩულა და წელზე ხელი მომხვია.
_________ვიცი დაპირებულ დროს არ არის მარა რას ვიზამთ?
ხვალ სკოლაა და თან ვემზადები..
12 კლასი იხსნებაო ვიღაცამ თქვა..
ნეტა მოიხსნას შემდეგ წელს დავამთავრებ სკოლას.
ნუ აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა..
მიყვარხართ უზომოდ..
ნუ თუ შეძლებთ ახალი ფიკის ბოლოს რომაა ეგ წაიკითხეთ და თქვენი აზრი მითხარით..
მიყვარხართ უზომოდ ისევ..
და ხო ახალს მალე დავდებ!
YOU ARE READING
ჩემი კაშკაშა სიყვარული(Complete✓)
Fanfiction-იციი ყველააზე მთავარი რა არის? მომიახლოვდა და ლოყაზე მომავლო ხელი -რაა? ზიზღით გავხედე ჯონქუქს რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მეცემა. -მე შენში გოგოსაც კი არ ვხედავ! რა მოწონებაზეა ლაპარაკი... (დანარჩენი თქვენ შეაფასეთ...)